მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: მართლმადიდებელი ეკლესია "ეკლესიათა" მსოფლიო საბჭოზე უნდა მონაწილეობდეს

ლიბერალი ამბობს: მართლმადიდებელი ეკლესია "ეკლესიათა" მსოფლიო საბჭოზე უნდა მონაწილეობდეს


28-06-2016, 14:27

ლიბერალი ამბობს: მართლმადიდებელი ეკლესია "ეკლესიათა" მსოფლიო საბჭოზე უნდა მონაწილეობდეს

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმე

 

   წმინდა და დიდი კრების დოკუმენტების ავტორები ხშირად ახსე-ნებენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ე.მ.ს.) (16-21 პუნქტი). ასევე აშკარა ენთუზიაზმით საუბრობენ მის წვლილზე ეკუმენისტურ მოძრაობაში, შენიშნავენ, რომ „ემს-ეს წევრი ადგილობრივი მართლმა-დიდებელი ეკლესიები აბსოლუტურად თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებებით თავისი წვლილი შეაქვთ ჭეშმარიტების დამოწმებასა და ქრისტიანთა ერთო-ბის განმტკიცებაში" (მე-17 პუნქტი).

   მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის ემს-სთან შეერთება, ერესთან თანაარსებობა და თანამშრომლობა კანონიკურ დადგენილებათა რღვევა და ეკლესიოლოგიური თვითშეგნების უგულებელყოფა - შეუერთებლის შეერთება და მოჩვენებითი ერთობა გახლავთ. პროფ. მურადიტისის შენიშვნით: „უცნაურია, შემძვრელია, მართლმადიდებ-ლური კანონიკისა და წმინდა გარდამოცემის რღვევაა მართლმადიდე-ბელი ეკლესიის მონაწილეობა ერესთა მსოფლიო ნაზავში." ეს გახლავთ უდიდესი მახე ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ისტორიაში, რომელიც კოროზიასა და გახრწნის საფრთხეს უქმნის მართლმადი-დებელ-კრებსითი ეკლესიის მაცხოვნებელ საქმეს. მართლმადიდებე-ლი ეკლესიის ემს-ეს ერესთა ნაზავში მონაწილეობის ფაქტი, apriori ეჯახება გადაულახავ წინააღმდეგობას, რომელიც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ბუნებისა და ხასიათისაგან გამომდინარეობს. ვინაიდან ამ შემთხვევაში პასუხგაუცემელი რჩება შემდეგი შეკითხვები:

   1) ნუთუ შეთავსებადია მართლმადიდებელ-კრებსითი ეკლესიის მონაწილეობა ემს-ში?

   2) როგორ შეიძლება ქრისტეს ერთიანი წმინდა ეკლესია წევრის სახით, თანაბარ საფუძვლებზე შეუერთდეს სხვადასხვა ერესებს, მრავალი ნიშნით ერთობ არახელსაყრელი პოზიცია ეკავოს ერესებთან შედარებით და დაექვემდებაროს ერეტიკოსთა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს?

   3) როგორ შეიძლება ერთიანი წმინდა ეკლესია მონაწილეობდეს ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებში ის (ეკლესია) თანამშრომლობს ერეტიკოსებთან, ლოცულობს მათთან ერთად და მათთან ერთობაში თითქოს ქრისტიანულ პოზიციას გამოხატავდეს კაცობრიობის უდიდესი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში?

   4) როგორ შეიძლება, ერეტიკოსების მიერ შედგენილი საღვთისმე-ტყველო ტექსტები (პრაქტიკულად მართლმადიდებლების არარსებო-ბის პირობებში), წარმოაჩენდნენ მართლმადიდებელ კრებსით ეკლე-სიას?

   5) როგორ შეიძლება, კრებსითი მართლმადიდებელი ეკლესია მო-ნაწილეობდეს ორგანიზაციაში, რომელთა მონაწილეობასაც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ქრისტეს ეკლესიის ძირითადი საფუძვლების უგულებელყოფამდე, ე.ი. განმეორებით ევანგელიზა-ციამდე და ერეტიკოსების ეკლესიის წიაღში დაბრუნებამდე მივყა-ვართ?

   6) და ბოლოს, უპრიანია ხაზგასმით აღინიშნოს, მართლმადიდებ-ლობამ ემს-ში ყოფნით ფაქტობრივად უარი განაცხადა თავის ეკუმენურ მისიაზე ემს-ეს სასარგებლოდ, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ეკლესიის მაცხოვნებელ საქმიანობას?!

   ამავე საკითხთან მიმართებაში წმ. იუსტინე პოპოვიჩი შენიშნავს: „რა საჭირო იყო მართლმადიდებელი ეკლესიის, ამ უმწიკვლო ღმერთ-კაცობრივი სხეულის იმ დონემდე დამცირება, რომ მისი ღვთის-მეტყველებიცა და იერარქებიც მიილტვოდენ ემს-ში ორგანულ მონაწილეობასა და გაწევრიანობისაკენ? სამწუხარო და გაუგონარი ღალატია."

   გარდა ამისა, ტექსტში საუბარია „ჭეშმარიტების მოწმობაზე" (მე-17 პუნქტი). მაგრამ ფაქტები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყ-ველებენ. ემს-ეს ორგანიზაციის ფარგლებში პროტესტანტები დომინი-რებენ, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც იყო მოსალოდ-ნელი, არ გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უფლება. ეკუმენისტურ კონფერენიციებსა თუ დიალოგებზე მალევე შეინიშნა ერეტიკულ სწავლებაში მტკიცე დგომა. მართლმადიდებელი წარმომადგენლების პოზიცია საწყის ეტაპზე ნამდვილად აღმსარებლური იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანი ხედვა, რომ მხოლოდ ის არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ემს-ეს მესამე გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-დელისში (1961 წ.), აიკრძალა და თავს მოგვახვიეს მართლმადიდებლებისა და ემს-ეს შორის დაძაბული ვითარება სან-ანტონიოსა (1989 წ. მაისი) და სეულის (1990 წ. მარტი) ასამბლეების შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მაგრამ ყველაზე მძაფრად ეს პრობლემა მეშვიდე გენერალურ ასამბლეაზე კანბერაში (1991 წ. თებერვალი) წარმოჩინდა, სადაც ტრინიტარული დოქტრინისადმი დიამეტრიულად საპირისპირო მიდგომა გამოვლინდა. მეტწილად სულიწმიდის შესახებ სწავლებასთან მიმართებაში.

   გარდა ამისა, მართლმადიდებლები, შეზღუდული წარმომადგენლო-ბის გამო, პრაქტიკულად ვეღარ ახდენდნენ ზეგავლენას პროტესტანტ-ურ სწავლებასთან მიმართებაში. შედეგად, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა თავდაპირველი ენთუზიაზმი თანდათან ეწვიათ, იმედგაცრუებითა და სიფრთხილით შეიცვალა. ეკუმენისტური გეზის მოწინააღმდეგე ღვთისმეტყველები ზოგი აღარ გაუშვეს შეხვედრებზე, ზოგი კი თავად განეშორა მათ. პროფ. მამა გიორგი მეტალინოსი ამბობს: „იმის ნაცვლად, რომ მართლმადიდებლებს სოტირიოლო-გიური ზემოქმედება მოეხდინათ არამართლმადიდებლებზე, პრაქტი-კულად „ნათლისღებით ღვთისმეტყველებისა" და „და-ეკლესიის" თეორიების დაკანონებამდე (შეად. ბალამანდის შეთანხმება 1993 წ.), „ერთობლივ მსახურებამდე" და „კულტურულ პლურალიზმამდე" მივიდნენ." ასეთივე მტკივნეული დასკვნა შემოგვთავაზა პროფ. მ. თეოდორე ზიზისმაც: „ორმოცდაათ წელზე მეტია ადგილობრივი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები ემს-ეს ნაზავში, ბრბოში, საღვთისმეტყველო ანარქიასა და პროტესტანტური კონფე-სიების აურზაურში მონაწილეობენ. ეკლესიოლოგიურ დათმობასა და კომპრომისს არ გააჩნია ღვთის კურთხევა და მოაქვს სასურველი შედეგი. ჩვენ, მართლმადიდებლები გავქრით, ჩვენი რაოდენობა შემცირდა და, მინიმალური ხმების ანაბარა არანაირი ზემოქმედების შესაძლებლობა მსჯელობისა და გადაწყვეტილებაზე აღარ გაგვაჩნია... ჩვენი მონაწილეობით პროტესტანტური „განშტოებათა და და-ეკლესიის" თეორიების ეკლესიოლოგიური ლეგალიზება მოვახდინეთ, რამაც „ქრისტეს სასძლოს" განმოსვამდე მიგვიყვანა, რომლისთვისაც ქრისტემ თავისი ყოვლადწმინდა სისხლი დასთხია, მზეზე მეტად განაბრწყინვებული და განდიდებული ეკლესია". იმავე დამოკიდე-ბულებას ვხედავთ ათონელი მამების შეფასებებშიც. წმ. კინოტის 2007 წლის მემორანდუმში ნათქვამია: „ემს-ეს საღვთისმეტყველო სახე პროტესტანტური გახლავთ." მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობა მიუღებელია ემს-ეს წევრებისთვის... იმ სახით, რომლითაც ემს-ე დღეს ფუნქციონირებს გომოგენიზირებულ მექანიზმს წარმოადგენს, რომე-ლიც შლის დოგმატურ სულს და ზედაპირული ხასიათი „ერთობად" გვევლინება".



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება