მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმეს შენიშვნა დოკუმენტთან „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან“ დაკავშირებით
პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმეს შენიშვნა დოკუმენტთან „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან“ დაკავშირებით1-04-2016, 00:03 |
როგორც ცნობილია, სრულიად მართლმადიდებელთა მეხუთე წინა-მოსამზადებელ თათბირზე ორი საკითხის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან" და „მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენისტური მოძრაობა" ერთ დოკუმენტში: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან" გაერთიანდა. სრულიად მართლმადიდებელთა მესამე წინამოსამზადებელ თათბირზე აღნიშ-ნული საკითხების განხილვისას შემუშავდა კრიტიკული შეფასება: 1) მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ქრისტიანულ საკრებულოებს შორის ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგისა და 2) ეკუმენისტურ მოძრაობასა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე მონაწილეობაზე აღნიშნულ მომენტში. აღნიშნული კრიტიკული შეფასება, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამოღებულია მეხუთე წინამოსამზადებელი თათბირის ტექსტიდან, რაც მნიშვნელოვანი და დანაკლისი გახლავთ ამ დოკუ-მენტისათვის. ამრიგად, ჩნდება სამართლიანი შეკითხვა: „მართლმა-დიდებელი ეკლესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტში განა უპრიანი არ იყო განგვეცხადებინა საკუთარ საბჭოში მონაწილეობისა და დღემდე არსებული დიალოგის შედეგებზე?" მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია და კრიტიკული შეფასება ერთობ მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ კრება: 1) ინფორმირებული იყოს ჩიხში შესული დიალოგის შესახებ; 2) მიიღოს გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელებისა ან შეწყვეტის შესახებ. რაზე მეტყველებს მსგავსი დუმილი და არაინფორმირებულობა, თუ არა ზოგიერთის შიშზე გულახდილად და საჯაროდ აღიარონ, რომ წარუმატებელი დიალოგი ფაქტობრივად ჰაერში ააფეთქებს მთელ ეკუმენისტურ მოძრაობას და მისი (დიალოგის) საბოლოო შეწყვე-ტამდე მიგვიყვანს? რაზე მეტყველებს ტაქტიკა, რომლის თანახმადაც ზოგიერთი ცდილობს აიძულოს წმინდა და დიდი კრება დადუმდეს და არ აძლევს მას თავისი უზენაესი მისიის აღსრულების შესაძ-ლებლობას - მიიღოს სუვერენული და საპასუხისმგებლო გადაწ-ყვეტილება კრებსითი ინსტიტუციების პატივისცემისა ან ეჭვქვეშ დაყენების შესახებ? დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაკლი გახლავთ ფაქტი, რომ ზემოთ მითითებულ ტექსტში არსადაა საუბარი ერესებსა და ცდომილებებზე, თითქოს ისინი მერვე საუკუნის შემდეგ აღარ არსებობდეს. როგორც ცნობილია, ბიზანტიურ ეპოქაში მსოფლიო კრების მოწვევის ძი-რითადი და მთავარი მიზეზი გახლდათ წარმოჩენილი ერესების კრებსითი მხილებისა და მსჯავრდების აუცილებლობა. განა დაანონსებული კრების ძირითადი პროტესტი მერვე საუკუნის შემდეგ წარმოჩენილი ერესების, პაპიზმის თაოსნობით, მხილება არ უნდა ყოფილიყო, რათა ეს კრებაც გახდეს ორგანული გამაგრძელებელი ჩვენი ეკლესიის ძველი კრებების სულისკვეთებისა? ზემოთაღნიშნულ ტექსტში არა მარტო არ არსებობს რაიმე სახის ხსენება ერესებისა და ცდომილებებისა, არამედ სანაცვლოდ პაპისტების, პროტესტანტებისა და მონოფიზიტების ერეტიკული სწავლებები წარმოდგენილია ვით „ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავება ან შესაძლო ახალი უთანხმოება" (მე-11 პუნქტი), რომელიც მართლმადიდებლებმა და სხვაგვარადმადიდებლებმა უნდა გადალახონ. ტექსტში არსადაა ნახსენები წმინდა მოციქულებისა და წმინდა მამების ბრძოლაზე, ერესების კატასტროფულ შედეგებზე. ერესი ხომ „განგრენის" მსგავსია (2 ტიმ. 2, 18); აცდუნებენ ადამიანთა სულებს „მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა" (2 პეტრ. 3, 16). ერეტიკოსები შედარებულნი არიან: „მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა" (საქმე. 20, 29).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |