მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თეოლოგუმენები თანამედროვე ღვთისმეტყველებაში (ნაწილი I)

თეოლოგუმენები თანამედროვე ღვთისმეტყველებაში (ნაწილი I)


4-05-2016, 00:06

 

 

   მე-V ს-ის წმიდა მამა ბიკენტი ლირინელი, უწყოდა რა გველეშაპის (ეშმაკის) მზაკვრობის შესახებ, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტების სიცრუისაგან განყოფის წესებზე წერდა: „... იმის გამო, რომ ჭეშმარიტებისაგან სხვადასხვაგვარი გადახრა და ცდომილება არსებობს, საწინასწარმეტყველოებისა და სამოციქულოების ეკლესიუ-რი და მართლმადიდებლური განმარტების მიცემა ერთობ მნიშვნე-ლოვანია. თავად კათოლიკე ეკლესიაში განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავიცვათ ის, რისიც სწამდათ ყველგან, ყოველთვის, ყველას; იმიტომ, რომ კათოლიკე თავის შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ის ყოველივეს მოიცავს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება როდესაც მივაღწევთ საყოველთაობას, თანხმობას, დავი-ცავთ ძველ ტრადიციებს, საყოველთაობას მივაღწევთ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებად ვაღიარებთ მხოლოდ იმ სარწმუნოებას, რომელსაც აღიარებს მთელი ეკლესია დედამიწაზე; ძველ ტრა-დიციებს დავიცავთ მაშინ, როდესაც ვუერთგულებთ იმ აზრებს, რომელნიც ერთხმადაა მიღებული წმინდა წინაპრებისა და მამების მიერ; თანხმობას კი მივაღწევთ მაშინ, როდესაც თვით ძველ ტრადიციაში გავითავისებთ იმ განსაზღვრებებსა და მოსაზრებებს, რომელსაც მღვდლებისა და ეკლესიის მასწავლებლების ყველა ან უმეტესი ნაწილი აღიარებს".1

   ამ წესების თანახმად, ქრისტეს ეკლესია უკვე ორი ათასი წელია არსებობს. მაგრამ ჩვენს დროში კვლავ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელნიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ სწავლებას.

   ზოგიერთი თანამედროვე თეოლოგი, რომელსაც ახალი სწავლება შემოაქვს, აღმოჩნდა იმ ფაქტის წინაშე, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მისი მცდარი შეხედულებები წმიდა მამების სწავ-ლებებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ეს დოქტრინები მიუღებელია მართლმადიდებლებისათვის. მაშინ ამ თეოლოგებმა იმის ნაცვლად, რომ შეენანათ და გულწრფელად ეთქვათ უარი საკუთარ ღვთისმეტყველურ სიახლეზე, წამოაყენეს ვერსია, რომლის თანახ-მადაც შეგიძლია გწამდეს, რისიც გინდა, ოღონდ ეს შეხედულება აშკარად არ უნდა იყოს უარყოფილი ეკლესიის მიერ. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ რომელიმე თეზისს არ გააჩნია უშუალოდ სოტეოლოგიური მნიშვნელობა, და თან ის 1) აშკარად არ არის უარყოფილი კრებების მიერ; 2) ლოგიკური განმარტების შემთხვევაში არ მივყავართ მკაფიოდ დადგენილი ეკლესიურ - დოგმატური სწავლების წინააღმდეგ; 3) არ ეთანხმება ზოგიერთი წმიდა მამის აზრს, მაგრამ 4) მაინც გააჩნია ხელჩასაჭიდი ეკლესიის ტრადიციის ზოგიერთ მოწმობებში. - მაშინ ამ მოსაზრებას შეგვიძლია დავეყრ-დნოთ იმ პირობით, რომ ეს თეზისი არ მიეწოდება საზოგადოებას, როგორც ეკლესიის აუცილებელი სწავლება. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ პირადი ღვთისმეტყველური აზრი შესაძლოა ურთიერთსაპირისპიროც აღმოჩნდეს. ეს ნორმადაა მიჩნეული, ხოლო ამ მოსაზრების დასადასტურებლად მიმართავენ პავლე მოციქულის სიტყვებს: „რამეთუ წვალებაც ყოფად არიან თქუენ შორის" (1 კორ. 11, 19).

   მაგრამ, მოდით, წმიდა გადმოცემის ფარგლებში განვიხილოთ თეო-ლოგუმენების თეორიები. არქ. რაფაელის (კარელინი) მართებული სიტყვის თანახმად: „მართლმადიდებლური პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში რამდენადმე სხვაგვარია. თუ ერთი წმიდა მამის აზრი ეწინააღმდეგება ეკლესიის გადმოცემას. ან სხვა მამების სწავლებას, მაშინ უნდა მივიღოთ ის შეხედულება, რომელიც უმრავლესობას გააჩნია, როგორც მეტად სარწმუნო. ჭეშმარიტების საოცარი მოწმობა სულიერ გამოცდილებისა და სწავლების ერთობა გახლავთ, რომელიც ამ გამოცდილების საფუძველზე მრავალ წმიდა მამას აქვს აგებული. ეს არ არის უბრალოდ მოსაზრებების დამთხვევა, არამედ ეს ერთი რეალობის მისტიკური ჭვრეტა და თვითმხილველთა მოწმობაა. თეოლოგუმენის მიერ თავისი გემოვნებით ან პოლემიკური ინტერესით მხოლოდ ერთი ავტორიტეტის სიტყვაზე არჩევანის გაკეთება, ძალიან ჰგავს იეზუიტების მეთოდს, რომელსაც პრობა-ბელიზმი ეწოდება. ამ მეთოდის თანახმად, საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, თავის გამართლების მიზნით, საკმარისია მხოლოდ ერთი ავტორიტეტის გამონათქვამის მითითება, ხოლო საჭირო ცოტატის მოძიება და საკუთარ მოსაზრებებში მისი გამოყენება, არც თუ ისე რთულია".2

   გარდა ამისა, წმიდა მამები ქამის ცოდვის გამეორებად მიიჩნევდნენ იმ წამინდანის ციტირებას, რომელიც უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. აი, რას წერს ამის შესახებ წმინდა მღვდელმთავარი ფოტი: „10 ან 20 მამაც კი რომ ამბობდეს ასე, ხოლო 600 და მრავალი სხვა არ იზიარებდეს ამას: ვინ შეურაცხჰყოფს მამებს, - განა არა ისინი, რომელნიც ზოგიერთი წმ. მამის პირად მოსაზრებას კრებების წინააღმდეგობაში აყენებენ და უპირატესობას ანიჭებენ მას, თუ ისინი, რომელნიც თავის დამცველად მრავალ წმინდა მამას ირჩევენ?"3

   განვიხილოთ წმიდა წერილის ეს მუხლი „რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის" (1 კორ. 11, 19), რომელსაც ხშირ შემთხვევაში მიმართავენ იმ მოსაზრების გასამართლებლად, რომ თითქოს და ნორმალური იყოს ეკლესიის წიაღში რამდენიმე ურთიერთ-გამომრიცხავი მოსაზრების თანაარსებობა.

   მოვიშველიოთ ვ. ლოსკის სიტყვები, რომელიც მან პროტ. ს. ბულ-გაკოვის მიერ თავი სოფიოლოგიის დაცვის ანალოგიური მცდელობის საპასუხოდ ბრძანა: „პროტ. ს. ბულგაკოვს სურს საღვთისმეტყველო კამათი, განყოფა („ერესი"), შფოთი - ეკლესიური ცხოვრების. ნორმალურ მოვლენად, აუცილებელ ნორმად აქციოს, რომლის გარეშე ვითომ და შეუძლებელია ჭეშმარიტების პოვნა ის პირველ რიგში იმხილება პავლე მოციქულის მიერ, ვისზეც დაყრდნობა სურს. პავლე მოციქული როდი მიიჩნევს ეკლესიაში კამათს ნორმალურ და, მეტიც, აუცილებელ მოვლენად. ის არ აქებს განყოფას, „ცუდ" მოვლენად მიიჩნევს მას, ძნელად იჯერებს ჭორებს ამის შესახებ და თავს ინუგეშებს ღმერთზე მინდობით, რომელსაც თვით ბოროტება შეუძლია სიკეთეს ამსახუროს და უშვებს კამათს „რათა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ". სხვაგვარი განმარტება მოცემული ტექსტისა იმ აზრით, რომ „აუცილებელია" ერესი ეკლესიის ცხოვრების ნორმალიზაციისათვის - არ შეიძლება არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე აზრით უნდა განიმარტოს მაცხოვრის სიტყვები: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებ-ლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცდური" (მათ. 18, 7), ანუ ღმერთს მივაწეროთ ბოროტების, საცთურებისა და უთანხმოებების წარმოშობა. (გაგრძელება...)

  

 

 

1წმ. ბიკენტი ლირინელი. „О Священном Предании Церкви" 19-20. 2000 წ.

2არქ. რაფაელი (კარელინი). „Вызов новомодернизма". 1999. გვ. 90-91.

3"Очерки внутренней жизни Византийско-восточной Церкви".

 

 

მღვდელი დანიელი სისოევი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება