მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი ხელმძღვანელი - წმ. თეოფანე დაყუდებული (ვიშენსკი)

სულიერი ხელმძღვანელი - წმ. თეოფანე დაყუდებული (ვიშენსკი)


13-06-2016, 00:00

 

   მონანულმა და მაცხოვნებელ გზაზე შემდგარმა უნდა 1) დაუმორ-ჩილოს თავის სულიერ ხელმძღვანელს.

    2) აიღოს კანონი - თუ რა როგორ შეასრულოს.

  3) მზად იყოს შრომისა და მწუხარებისათვის, რადგან ვიწრო და განსაცდელებით სავსე გზას შეუდგა.

   4) დაითმინოს ყოველივე - აღენთოს სულით და იქონიოს ცხონე-ბის ძლიერი მოშურნეობა.

   როგორც ახალშობილისათვისაა შეუძლებელი დედის გარეშე ცხოვ-რება, რომელიც ზრუნავს მასზე, ასევე ესაჭიროება სულიერად ახალშობილს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელობა.

   სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა აუცილებელია. ცხონების გზის მაძიებელმა თავის ძალებზე, მოსაზრებებზე ან ნებაზე და-ყრდნობით არ უნდა დაიწყოს ეს საქმე. თავიდანვე თავი უნდა მიანდოს გამოცდილ ხელმძღვანელს. მან სრულიად ახალ და უცნობ გზაზე შედგა ფეხი, ამიტომ უნდა გამოიყენოს სწორი მითითებები და ნუ შეჩერდება მხოლოდ საკუთარ ვარაუდებზე. თავდაპირველად ახალმოქცეული თითქოს ბურუსში ან უღრან ტყეში იმყოფება, დაე, გაუწოდოს ხელი მას, ვისაც იქედან მისი გამოყვანა შეუძლია. ის სნეულია; როგორღა გაბედავ უწვრილმანესი სულიერი სნეულებე-ბისაგან თავისით განკურნებას, როდესაც საკუთარ სხეულს არა მხოლოდ უბრალო ავადმყოფნი, არამედ ექიმებიც ვერ კურნავენ? ხელოვნებას და ხელსაქმეს, მაგალითად - წერას, ხატვას, სიმღერას და სხვას, როგორც წესი, გვასწავლიან, ხოლო ცხონების საქმე კი ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერებაა. როგორღა შევძლებთ ამ საქმის მასწავლებლის გარეშე შესრულებას? ვინც ხელმძღვანელის გარეშე იწყებს, ის თავიდანვე დამღუპველ გზას ადგება. მართალია, ერთი არს მოძღვარი თქუენი - ქრისტე (მათ. 23, 8), და სულიცა იგი თანაშეეწევის უძლურებათა ჩვენთა (რომ. 8, 26) და თვით იგივე ცხენებულებაი გასწავებს თქვენ ყოვლისათვის (1 ინ. 2, 27); მაგრამ დამწყები ვერანაირად ვერ შეძლებს ამგვარი შინაგანი, ღვთაებრივი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნას. მართალია, არსებობს ასეთი შემთხვევებიც - და ღმერთი არ ტოვებს მათ, მაგრამ ეს შემთხვევები გამონაკლისს ან სასწაულებრივს უნდა მივაკუთვნოთ, ხოლო სასწაულების მოთხოვნა, უბრალო ვითარებისას, ღვთის გამოცდას ნიშნავს, უფალმა, გამოეცხადა რა პავლეს, თავდაპირველად ის ანანიასთან გაგზავნა (საქმე 9, 6), ხოლო შემდეგ თავადაც უშუალოდ ასწავლა მას (გად. 1, 12) უფალს ჩვენი დამოძღვრა ანგელოზების მეშვეობითაც შეუძლია. ძველ დროში მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საკვებისა და ზიარების მომტანი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ყოველი ამგვარი ხელმძღვანელობა და აღზრდა გამონაკლის მოვლე-ნებად უნდა მივიჩნიოთ, რისი მოთხოვნაც არაკეთილსინდისიერი და სახიფათოა იმ მიზეზით, რომ მტერსაც შეუძლია ნათელი ანგელოზის სახის მიღება (2 კორ. 11, 14).

   ეს გზა გამართლებულია ყველა წმინდანის გამოცდილებით. უდი-დესი ღვთის რჩეული ჭურჭელნიც ყოველთვის იყენებდნენ ქცევასა და ხელმძღვანელობას. წმ. ანტონი დიდი, წმ. მაკარი ეგვიპტელი, წმ. პახომი, წმ. ილარიონი, წმ. საბა და სხვები ცხონების საწყისად საკუთარი თავის სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას მიიჩნევდნენ. ამის გამო ყოველგვარი გადახრებისა და სახიფათო დაცემის გარეშე აღწევდნენ სრულყოფილებას. მრავლად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სულიერი ხელმძღვანელის გარეშე, იმწამსვე ხიბლში ჩავარდნილან და დაღუპულან.

   უდიდესი მოთხოვნილება სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფ-ნაა, მაგრამ აქაც სიფრთხილე გვმართებს. მრავალ წმიდა მამას მორჩილებამ სარგებელის ნაცვლად ზიანი მოუტანა. - ამბობს წმ. კასიანე. წმ. პეტრე დამასკელი საკუთარ თავზე ამბობს, რომ მრავალგზის მიუღია ზიანი მათგან, ვის რჩევა-დარიგებასაც იღებდა. ამის გამო წერს: „ყოველ ხანში შესულ მამას როდი შეუძლია ხელმძღვანელობა, არამედ მხოლოდ მას, რომელმაც დაამარცხა ვნებები და მიენიჭა განსჯის უნარი". კარგია, თუ არ დავფარავთ ჩვენს აზრებს მამებისაგან, მაგრამ ისინი უნდა გაუმხილო მხოლოდ სულიერ მოძღვრებს, რომელთაც მოიხვეჭეს სული წმიდის მადლი. ბევრი უყურებდა რა მხოლოდ ასაკს, უმხელდა თავის აზრებს მათ და განკურნების ნაცვლად უიმედობაში ვარდებოდა.

   შეხედეთ წმიდათა ცხოვრებას: იღვწის ღვთის რჩეული ადამიანი მონასტერში, შემდეგ განმარტოვდება, ყველასაგან დაფარულად ცხოვრობს; და ბოლოს მასზე ამბობენ: „გამოაჩინა ღმერთმა მნათობი". ღირსეული მოღვაწე ვერ შეძლებს დამალვას. მის ირგვლივ იკრი-ბებიან და მრავალრიცხოვანი მონასტერი შენდება. ასე იყო ანტონი დიდის, საბა განმწმენდელის, სერგი რადონეჟელის დროს, ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. აქედან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლო ის, ვინც სძლია ვნებებს და გახდა ჭურჭელი სულიწმიდისა, ან ის, ვინც გაიარა პირველი საფეხური, და შინაგანი ჯვრის ტვირთვით შეიყვარა ღმერთი და უფლის ძალით მოქმედებს. მხოლოდ ასეთ მოძღვარს შეგვიძლია ვუწოდოთ გმოცდილი, არახიბ-ლისმიერი, სანდო ხელმძღვანელი.

  ამის გარეშე, მოძღვარი, დიდი მონდომების მიუხედავადაც, ვერ შეძლებს მინდობილი სულების ცხონებისაკენ წარმართვას. ღვთისაკენ მიმავალი გზის შესახებ, შეგვიძლია წიგნებიდან, წმიდათა ცხოვ-რებიდან ვისწავლოთ, მაგრამ ხელმძღვანელმა არა მარტო უნდა მიგვითითოს, არამედ წარმართოს, და არა მხოლოდ წარმართოს, არამედ თავად იტვირთოს სულიერი შვილის ტვირთი. მოძღვარი უნდა იყოს ძლიერი მოძღვარი, მეოხი ღვთის წინაშე და უხილავი მტრის განმდევნელი, ამისათვის კი უნდა ჰქონდეს კადნიერება ღვთის წინაშე და მტკიცე რწმენა.

  სულიერ მოძღვარსა და მოწაფეს შორის ღვთის წინაშე აღთქმაა დადებული, რომელშიც მამა პასუხისმგებელია მოწაფის სულზე, ხოლო სულიერი შვილი სრულად ემორჩილება და ენდობა მოძღვარს. სულიერ ხელმძღვანელობასა და უბრალო რჩევას შორის არსობრივი განსხვავებაა. უკანასკნელის დარიგება არ კრავს, ხოლო პირველ შემთხვევაში სიტყვა - კანონია. მეორე შემთხვევაში შეკითხვის დამსმელს ჯერ კიდევ აქვს განსჯისა და განხილვის თავისუფლება, ხოლო სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოველგვარი განხილვა მიუღებლი და დამღუპველია.

   სულიერ მოძღვარსა და მოწაფეს შორის განუწყვეტელი, გულითადი სულიერი კავშირი იქმნება. და ეს კავშირი არა მხოლოდ სულიერი აღზრდის პერიოდში, არამედ მარადიულად გრძელდება.



წმ. თეოფანე დაყუდებული (ვიშენსკი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება