მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სულის სასარგებლო საკითხავები

სულის სასარგებლო საკითხავები


6-07-2016, 00:06

 

   ყურადღების მოსახვეჭად, განსაკუთრებით ლოცვის დროს და სულ-იერი სიმტკიცისათვის, აუცილებელია, ახალი აღთქმის და წმინდა მამების ნაშრომების კითხვა, რომლებიც შეგეწევიან სახარების განმარტებაში. მაშინვე ნუ დაიწყებ ძველი აღთქმის კითხვას, შეიძლება სული დაიზიანო, რადგან შესაფერისი სულიერი განწყობილება არა გაქვს. და არასწორად გაიგებ მას. მერე კი, როცა ვნებებს სძლევ, ყოველივე სარგებელს მოგიტანს. ახალა კი თვით შენი ასაკიც უსარგებლოა შენთვის.

   ძალიან სასარგებლოა წმიდათა ცხოვრებების „ოტერნიკის", იოანე სი-ნელის „კიბის", „უხილავი ბრძოლის", „ლავსაიკონის" კითხვა. ასევე სასარგებლოა ამბა ისაკის კითხვა, მიუხედავად იმის, რომ ის სულიერად წარმატებულთათვისაა, დამწყებთაც შეეწევა სიცოცხლის არსის წვდომაში და ყოველგვარი კომპლექსისაგან, თუ ის არსებობს, გაათავისუფლებს ადამიანს.

   თუ წმ. მამებისეულ წიგნებს წაიკითხავ, ისინი გულს გაგითბობენ და მოღვაწეობაში შეგეწევიან, რომ წინდანებს მიბაძო. ამავე დროს, მათი კითხვა უდიდეს სიმდაბლეს მოგანიჭებს იმიტომ, რომ საკუთარ თავს წმინდანების ცხოვრებას შეადარებ, ყოველივე ეს, ბუნებრივია, განაგდებს ილუზიებს, რომელიც შენ გაგიჩნდა, როცა ჰიპებს და მათ მსგავსებს ადარებდი თავს და საკუთარ თავს წმინდანად თვლიდი. მხოლოდ ღმერთი ხედავს ადამიანთა გულებს, ჩვენ კი გარეგნუ-ლობით ვსჯით.

   ნუ აიღებ ხელში უხამს ჟურნალ-გაზეთებს და მსგავს საკითხავებს, დაე, ის საერთოდ ნუ იქნება შენს სახლში, რათა როგორმე, შენი ასაკის ზემოქმედებით არ ცდუნდე მათით, ამით სულს დაიზიანებ და მოუხმობ მტერს, რომელიც მონანულსაც დაგცინის.

  თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ნუ წაიკითხავ მეამბოხე სულისკ-ვეთების წიგნებსა და გაზეთებს, რომლებიც ეკლესიის შესახებ საუბრობენ, ამგვარი თემებისათვის ჯერ შენ მზად არა ხარ. შენ ისეთი წიგნები გჭირდება, სინანულის მოხვეჭაში რომ შეგეწევა...

  შემოიფარგლე წმ. მამებისეული წიგნებით და მოერიდე თანამედ-როვე მწერლების უგემოვნო წიგნებს, მიმზიდველი სათაურით, რომლებიც არ იწვევენ არავითარ სულიერ ინტერესს, მხოლოდ გღლიან.

   წმინდა მამათა წიგნების კითხვის წინ რამდენიმე წუთი ილოცე, რომ ღმერთმა გონება გაგინათლოს და კარგად გაიაზრო მათი ღვთაებრივი არსი. თუ წაკითხვის დრო არა გაქვს, ნუ ეცდები მთელი თავის სწრაფად ჩაკითხვას იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არა წიგნის წაკითხვა, არამედ მისი შინაარსის წვდომაა.

   ზიანის მომტანია მხოლოდ კითხვა და წმინდანების ღვაწლით აღფ-რთოვანება, ამას არაეკლესიური ადამიანებიც აკეთებენ, - გულდასმით კითხულობენ ტარზანის თავგადასავლებს და კმაყოფილნი არიან. ჩვენი მიზანი სულიერია და სულიერი ღვაწლით უნდა ვისწრაფოთ მამებისაკენ.

   ეცადე, სახლში კითხვისას მყურდო გარემო შეიქმნა და, თუ შესაძ-ლებელია, ცალკე ოთახში განმარტოვდი, რათა კელიის ატმოსფერო შეიგრძნო. ამგვარი გარემოება ფრიად შეგეწევა საკუთარი თავის პოვნაში და ამავე დროს მოგანიჭებს სულიერ ძალას, რომ მშვიდად და აუღელვებლად გადალახო ყოველგვარი სირთულე.



ბერი პაისი (ათონელი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება