მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მორჩილების შესახებ

მორჩილების შესახებ


29-04-2016, 00:07

 

   კატუნაკში (ათონის ერთ-ერთ სკიტის სახელწოდება) ერთი ბერი, სა-ხელად კირილე, ცხოვრობდა, მას მორჩილი ჰყავდა, რომელიც ხშირად აჯავრებდა მამა კირილეს თავისი დაუმორჩილებლობით. დროთა განმავლობაში ის ცუდად გახდა. ეშმაკეულობის ბოლო სტადიამდე არმისული, ის უცნაურად იქცეოდა. მამებთან ათანასესა და იოსებთან ერთად ტყის თხილის ასაკრეფად დადიოდა, მაგრამ ეს საქმეც ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის. ამ ადამიანისაგან რაღაცნაირი სუნი მოდიოდა, რაც საკუთარი გამოცდილებიდან ჩემთვის ნაცნობი იყო. მისი გარეგნული სახე მის შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებდა. ხანდახან ის ბერ იოსებთან (საუბარია იოსებ ისიხასტზე, არქ. ეფრემის მოძღვარზე - რედ.) მიდიოდა სასაუბროდ, თავის აზრებს უმხელდა, რჩევებს იღებდა, მაგრამ არაფერში ემორჩილებოდა. მამა კირილემ მორჩილს გარდაცვალებამდე სთხოვა, დაეკრძალა მის მიერ მითი-თებულ ადგილზე. მაგრამ მორჩილმა გარდაცვლილი მამა კირილე სხვა ადგილას დაკრძალა. ყური არ უგდო სხვა მამების რჩევას - ახლა მაინც შეესრულებინა თავისი მოძღვრის სურვილი, ჯიუტად პასუ-ხობდა მათ: „არა, მე ის სხვა ადგილას უნდა დავკრძალო".

   მამა კირილეს დაკრძალვის შემდეგ ბერს ეშმაკი გამოეცხადა და უთ-ხრა: „ეს ყოველივე მე მოგიწყვე, მე გიბიძგებდი შენი მოძღვრის ურჩობისაკენ". და როგორც კი ბერმა პირი გააღო, ეშმაკი მასში შევიდა. ამის შემდეგ მორჩილი ათასგვარ უაზრობას სჩადიოდა... „ქერუბ-იმთას" გალობის დროს მკრეხელობდა, თავი მგლად, მხეცად მოჰქონდა. ერთხელ ნაჯახი აიღო და იოანე ღვთისმეტყველის ხატი გააპო. ის სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა და იშვიათად მოდიოდა გონს.

   ერთხელ, შუადღისას, მელიის ღმუილი მოგვესმა. მამა იოსებ კიპრი-ოტმა მითხრა: „ხედავ, როგორ გათავხედდა მელია?! დღისითაც აღარ ეშინია და ღმუის." მე ვუთხრი: „ეს არ არის მელია, ეს ეშმაკეული მამა იოანეა". „არ მჯერა" - მითხრა მამა იოსებმა. „მაშინ დაელოდე და თავად იხილავ" - ვუპასუხე მე, და, მართლაც ცოტა ხანში ჩვენი კელიის წინ მამა იოანემ ჩაიარა.

   ყოველივე ეს მაგალითისთვის გიამბეთ, რათა კარგად გიაზროთ თუ რა არის მორჩილება.




არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება