მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანი დედა
ქრისტიანი დედა1-06-2016, 00:03 |
ერთხელ, ლავრაში დაბრუნებისას, სადგურ ბარადინოში ვიმყოფებო-დი. მატარებლის მოსვლამდე ერთი საათი დრო მქონდა და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ სადგურის კარები გაიღო და მოკრძალებული ნაბიჯით შემოაბიჯა ახალგაზრდა ქალმა, დაახლოებით ოცდაათი წლისამ. მისი მოძრაობა და გა-მომეტყველება სიმდაბლეს გამოხატავდა. იგი დიდი სიფრთხილით ჩამოჯდა ჩემს მახლობლად. გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი. იმავე სადგურის კარები ხმაურიანად გაიღო და პლატფორმაზე გამოჩნდა უკანასკნელ მოდაზე გამოპრანჭული ქალბატონი. თავმდაბალ და ღარიბ ქალს რომ ჩაუარა, წამოიძახა: „ანა, ნუთუ ეს შენ ხარ?" მან უპასუხა: „დიახ დარია სიმიონოვნა". ნუთუ ამდენი ხნის გან-მავლობაში შენს საზიზღარ ქმართან ცხოვრობ?" - აგრძელებდა იგი. თავმდაბალმა ქალბატონმა მორცხვად მიუგო: „ეჰ ქალბატონო დარია, ქმარი ხომ ღვთისაგან და ეკლესიისაგან მერგო. მე თუ მივატოვებ მას, ვიღას დაჭირდება იგი? ჩემი შვილებიც უპატრონოდ დარჩებიან. არა, ჩემს ქმარს არ გავცვლი არანაირ სიმდიდრეზე. იყოს ნება უფლისა ჩემზედა, მე მზად ვარ მოვითმინო ყოველივე: გაჭირვება, წუხილი და განსაცდელი". „სულელი ხარ! ხედავ, როგორც ვცხოვრობ? ყოველივეს რასაც ხედავ, არ მიყიდია, არამედ მეგობრებმა მაჩუქეს" - თქვა დარია სიმიონოვნამ. თავი გააქნია მხევალმა ღვთისამ ანამ და მიუგო: „გქონდეთ ყოველივე, რაც გაქვთ, მაგრამ მე არანაირი სიმდიდრის მიღება არ მსურს უკანონოდ და დაუმსახურებლად". გამოპრანჭულმა ქალბტონმა ამაყად თავი დაიქნია და ირონიით წარმოსთქვა: „მაშ, იცხოვრე ასე, თუ არ გსურს უკეთესი ცხოვრება", მერე მიტრიალდა და მიატოვა თავისი მოსაუბრე. თავხედი ქალბატონის წასვლის შემდეგ ჩემს გულში ღრმა პატივის-ცემა და კეთილგანწყობის გრძნობა დაიბადა ანას მიმართ. აი, ჭეშმარიტად მენელსაცხებლე დედა, რომელიც ღირსია ყოველგვარი სიყვარულისა. სულ მალე მატარებელიც მოვიდა. ჩავსხედით და მოსკოვისაკენ გავემართეთ. სახე ამ საწყალი ქალისა, დღემდე ცოცხლობს ჩემს გონებაში, როგორც ჭეშმრიტად ქრისტიანი დედის სახე.
არქიმანდრიტი კრონიდი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |