მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ბრძენი მოძღვარი - ღირსმოწამე კოსმა ეტოლელი

ბრძენი მოძღვარი - ღირსმოწამე კოსმა ეტოლელი


1-06-2016, 00:00

 

   ერთმა წარჩინებულმა ადამიანმა დიდი სიმდიდრე შეაგროვა, მაგრამ არც სინანული, არც მოწყალება არ სურდა. მას ათი წლის შვილი ჰყავდა. ერთხელაც მდიდარი ავად გახდა. ნათესავებმა მას მონანიებისაკენ და სულიერი მდგომარეობის მოწესრიგებისაკენ მოუწოდეს. მან კი უპასუხა: „ჩემი შვილი იყოს ჯანმრთელი და იგი იზრუნებს ჩემს სულზე". იმ ქალაქში კეთილგონიერი მოძღვარი მოღვაწეობდა. მან წვერი შეიჭრა. საერო ტანისამოსით შეიმოსა და მდიდრის სახლში მივიდა, მან ჰკითხა: „რას გეუბნებიან შენი ქვეყნის სხვა ექიმები?" ავადმყოფმა უპასუხა: „მეუბნებიან მალე მოკვდებიო".

    მაშინ სულიერმა ექიმმა ხელი ჩაჰკიდა მდიდარს და უთხრა:

   „მეც იგივეს ვამბობ, მოკვდები. მაგრამ თუ ერთი წამალი მოინახა, გა-დარჩები. დაუძახე შენს შვილს, მე მისი თითიდან სამ წვეთ სისხლს ავიღებ, წამალს მოვამზადებ, შენ კი მიღებისთანავე გამოჯანმრთელ-დები".

   მდიდრის შვილი ბავშვებთან თამაშობდა, დაუძახეს, ექიმმა უთხრა, თითიდან სამი წვეთი სისხლი უნდა გამოგიღოთ მამაშენისათვის წამლის მოსამზადებლადო.

   ბავშვმა გაიკვირვა: „განა ჭკუიდან შევიშალე, ეს ხომ მტკივნეულია?" „შენზეა დამოკიდებული, იცოცხლებს მამაშენი თუ გარდაიცვლება, შეხედე რა სიმდიდრე მოაგროვა მან შენთვის" - უთხრა ექიმმა.

   „ცოცხალი იქნება თუ არა მე არ ვაპირებ ტკივილის განცდას", უპას-უხა ბავშვმა და გავიდა.

  მაშინ ექიმმა მდიდარს უთხრა: „მე ამ ქალაქის მოძღვარი ვარ და ყველა ღონე ვიხმარე, რათა მიმეხვედრებინა შენთვის, რომ დაუშ-ვებელია სულიერ საკითხში შვილზე მინდობა".

   ავადმყოფმა უპასუხა: „მთელი ცხოვრება შევალიე, რომ მისთვის სი-მდიდრე შემეგროვებინა, მან კი სამი წვეთი სისხლი ვერ გაიმეტა ჩემთვის".

   მდიდარმა გააუქმა თავისი ანდერძი, სიმდიდრე ღარიბებს დაურიგა და თავისი მოწყალების საქმით სამოთხე დაიმსახურა.

 

 

ღირსმოწამე კოსმა ეტოლელი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება