მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თავად ბუნება გვასწავლის მამისა და ძის რწმენას - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

თავად ბუნება გვასწავლის მამისა და ძის რწმენას - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


29-03-2016, 00:01

თავად ბუნება გვასწავლის მამისა და ძის რწმენას - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   როგორც ჩანს, მართალი და წმინდა სულის ადამიანებს ჰქონდათ სინათლის აღქმის უნარი, მზად იყვნენ გულწრფელად ერწმუნათ მომავალი მესიის და მოეძიათ თავიანთი მხსნელი. მათი რიცხვი ყველა დროში იყო მცირე. წარღვნის პერიოდში გადარჩენის ღირსი აღმოჩნდა მხოლოდ მართალი ნოე თავისი ოჯახით. „მხოლოდ ნოეს ოჯახმა ჰპოვა მადლი უფლის თვალში", მთელი სამყარო კი „წაირყვნა ღვთის წინაშე" და „გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე" (დაბად. 6.8.11-12). გარყვნილ სოდომშიც მხოლოდ ერთი მართალი მოიძია ღმერთმა - ლოთი. უფალმა ადამიანთა შთაგო-ნებისთვის ყველა საშუალება გამოიყენა და მიუხედავად ამისა, მაინც კერპთაყვანისცემამ და ზნეობრივმა აშვებულობამ ფაქტიურად მთელი მსოფლიო მოიცვა (ვით ნოეს დროს).

   „მართლმადიდებლურ - დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ნათქვა-მია: „ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მესიის შესახებ აღთქმის დაცვისათვის ღმერთმა მხოლოდ აბრაამი აირჩია; მისი სახით აღზარდა მორწმუნეთა მამა, შევიდა მასთან და მის შთამომავ-ლობასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაში. აქედან იწყება კაცთა მოდგმაში მხსნელის მიღებისათვის მზადების ახალი პერიოდი".1 კაცობრიობას კვლავ ესაჭიროება თავისებურად ახალი კიდობანი მორწმუნეთა მოდგმის გადასარჩენად, ამჯერად არა წყალდიდობის, არამედ ცოდვაში ჩაძირვისაგან. უფალი რჩეული ერის წინაშე ბრძნული თანმიმდევრობით აცხადებს აღთქმასა და წინასწარმეტ-ყველებას მესიის შესახებ, რათა მომავალი მხსნელის შუქი სარწმუ-ნოებრივი თვალსაზრისით მეტად გათვალისჩინოვდეს. იუდეველებს ღმერთი წეს-განგების კანონს უწესებს მსხვერპლშეწირვის მრავალ-რიცხოვანი წინასახეობებით, განსაწმენდელებით, სხურებებით, დღე-სასწაულებით, მღვდლობით. ახალაღთქმისეული მოვლენების „აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთა, არა თვით იგი ხატი საქმეთა მათ" (ებრ. 10. 1). „მართლმადიდებლურ ღვთისმეტ-ყველებაში" ნათქვამია: - „ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საშუალების გამოყენებით, აბრაამის დროიდან, ვით მანამდე, იუდეველებს სწამდათ აღთქმული მესიისა და ამ რწმენით მართლდებოდნენ და ცხონდებოდნენ".

   რაც შეეხება წარმართებს: „მათ უწმინდურებისა და სარწმუნოები-საგან განდგომის გამო, არ გააჩნდათ ღვთისაგან ისეთი მფარველობა და განსაკუთრებული ხელმძღვანელობა, როგორიც რჩეულ ერს - ისრაელს, მაგრამ უფალმა თავისი უკიდეგანო მოწყალებით „არავე უწამებლად დაუტევა ისინი" (მოციქულთა საქმე. 14, 17) - მათაც ნელ-ნელა ამზადებდა ცხონების უდიდესი საიდუმლოს შეცნობისა და მიღებისათვის".2

   ამრიგად, ყოველი ადამიანის წინაშე გახსნილი იყო ბუნებრივი სი-მართლის წიგნი, რომელიც საკმარისად თვალსაჩინოდ ქადაგებდა ღმერთის არსებობის შესახებ ძირითად ჭეშმარიტებებს. ღვთის შეცნობის მსგავსი საწყისი ყველასათვის მისაწვდომია: „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისო იგი ძალი მისი და ღმრთეება, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყვის მიმგებელ" (რომ. 1. 20). ამ სიტყვების განმარტებისას წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: „მიუწვდომელია ღმერთი, მაგრამ ქმნილებათა შესახებ მსჯელობისას ის მკაფიოდ ჩანს გონებით. ღვთაებრივი თვისებებისა და ძალის კვალით აღბეჭდა ღმერთმა თავისი ქმნილება. ოღონდ არ დახუჭო გონების თვალი და იხილავ ამას... ღმერთმა საკუთარ თავზე უამრავი მოწმობით მოიცვა ადამიანი, რათა მან ვერ შეძლოს ღმერთის მიუწვდომლობა და მისი უგულისხმისყოფა. თუ ამის შემდეგაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ვერ შეიცნობენ მას, ვინ არის დამნაშავე?"3 ადამიანს რომ ეძებნა ეს ცოდნა, „სარწმუნოებითი სარწმუნოებად" (რომ. 1. 17), მაშინ, ღვთის შეწევნით, ღვთის შეცნობას და ცხონების საიდუმლოში, იმთავითვე რომ ჩადებულია ადამიანში უფლის კაცთმოყვარე განგებულებით, მეტ წარმატებას მიაღწევდა. პავლე მოციქულის სიტყვების („სარწმუნოებითი სარწმუნოებად") განმარტებისას წმინდა თეოფანე ღირს ისააკ ასურს დაესესხა, რომელმაც თავის თხზუ-ლებებში რწმენის სხვადასხვა საფეხურებზე მიგვითითა: „ღვთის რწმენა ბუნებრივად არსებობს ჩვენ სულში, ისე როგორც სიკეთისა და ბოროტების ხედვა საკუთარ სინდისში. ეს რწმენა გაღვივებისთანავე ბადებს შიშს, შიში კი აღვიძებს სინდისს და წარმოშობს სინანულს. ყოველივე ეს ერთობლიობაში გვანიჭებს ძალას ვისურვოთ და ვეძებოთ მაცხოვარი და მასში ცხონება. „მსგავს სასიხარულო უწყებას რომ მოისმენს ადამიანი, რწმენით შეუდგება უფალს".4 ამბროსიასტე შენიშნავს, რომ „ბუნება თავად ასწავლის წარმართებს ღვთისა და ქრისტეს, ანუ მამისა და ძის რწმენას... უპირველესი სიბრძნეა - გეშინოდეს მამა ღმერთისა, რომლისგანაცაა ასევე ყოველივე, ბუნებამ თავისთავად უწყის თავისი შემოქმედის შესახებ არა კანონის, არამედ სამყაროს გონივრული მოწყობის მეშვეობით. ამრიგად, ქმნილება თავის თავში ხედავს შემოქმედს".5

   წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს, რომ ადამიანში მოქმედებს ერთგვარი „ღვთისშემეცნების შთანერგილი კანონი", რომელმაც ადამის პირველი ძენი (აბელი და კაენი) განაწყო „აღესრულებინათ ყოვლისმომცემელისა და ყოველთა მხსნელისა და სიკეთის ღმრთისადმი სამადლობელი მსხვერპლშეწირვა. თუმცა ჭეშმარიტი არ გახლავთ კერპთაყვანისმცემელთა თვალთახედვა, მაგრამ ის, რომ არსებობს ყოველივეს შემოქმედი, უზენაესი და ჩვენზე შეუდარებლად აღმატებული არსება ანუ ღმერთი, - შთანერგილი და შეუვალი კანონმდებლობა, ღვთის შეცნობის განცდას აღძრავს მათში".6

   გარდა ამისა, წარმართულ სამყაროშიც შენარჩუნებული იყო პირ-ველყოფილი გამოცხადებისა და რელიგიის ნარჩენები: „სარწმუ-ნოებრივი ჭეშმარიტებანი, განსაკუთრებით გამოხსნის აღთქმა, თავდაპირველად მთელი კაცობრიობისთვის მონიჭებული, რაც თაობიდან თაობას, მამიდან შვილს ზეპირი სახით უნდა განევრცო ხალხებს შორის... თუმც დამახინჯებული ფორმით, მაინც ინარ-ჩუნებდნენ და ამყარებდნენ წარმართებში გარდამოცემას პირველ-ყოფილი ადამიანის მდგომარეობისა და წარმომავლობის, სამოთხეში წინაპრების დაცემის შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინარჩუნებდნენ გარდამოცემას კაცობრიობის მოდგმის მხსნელისა და მისი მოსვლის მოლოდინის შესახებ. („Православно-догматическое богословие". გვ. 37). მაგრამ წარმართებისთვის ჭეშმარიტი სარწმუ-ნოების შეცნობისა და კაცობრიობის მოდგმის გამოსყიდვის საი-დუმლოს გასააზრებლად უდიდესი მნიშვნელობა იქონია ღვთის რჩეულ ხალხთან ურთიერთობამ, რომელსაც „ჰრწმენეს სიტყუანი ღმრთისანი" (რომ. 3, 2).

   წმ. ათანასე ამასთან დაკავშირებით შენიშნავს: „რჯული არა მხო-ლოდ იუდეველებისთვის იყო მოცემული, არამ მხოლოდ მათთვის გაიგზავნა წინასწარმეტყველნი. თუმც იუდეველებთან იგზავნებოდ-ნენ და იუდეველებისაგან ითმენდნენ, მაგრამ მთელი სამყაროსათვის გახდნენ ღვთის შემეცნებისა და სულიერი ცხოვრების წმინდა მასწავლებლები".7ამასთან, მესიის მოსვლამდე ორი ასწლეულით ადრე, ძველი აღთქმის წმინდა წიგნები ბერძნულ ენაზე ითარგმნა. იმ პერიოდში მრავალი წარმართი ბრძენი და ფილოსოფოსი ხელ-მძღვანელობდა მოსეს წიგნებით - წინასწარმეტყველთა ნაწერების წყაროებით საზრდოობდნენ. ეცნობოდნენ რა ამ სარწმუნოებასა და იუდეველთა იმედებსაც, სხვასაც აცნობდნენ იმავეს.

  „მართლმადიდებლურ - დოგმატური ღვთისმეტყველება" შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: „მხსნელის მისაღებად მომზადებისთვის, ჩამოთვლილი საშუალებები უშედეგო როდი იყო წარმართთათვის. 1) პირველი: წმ. წერილიდან ცნობილია, რომ ღვთის რჩეული ერის მიღმა მყოფთათვის შესაძლებელი იყო ცხონება მომავალი მესიის რწმენის გამო (ანუ ქრისტეს შებამდე არა მარტო იუდეველებს ჰქონდათ ცხონების საშუალება!). ამას ადასტურებს: დაბადების წიგნი მელქი-სედექის შესახებ, მიდიამის მღვდლის იოფორას, მოსეს სიმამრის ისტორია (გამოსვლ. 2. 18), ავსტიდიელი იობის ისტორია, აგრეთვე, სოლომონის ლოცვის სიტყვები ტაძრის კურთხევისას (3. მეფ. 8. 41-42); რომლითაც ცხადი ხდება, რომ უკვე სოლომონის დროსაც კი ისრაელის საზღვრებს მიღმა არსებობდნენ ისრაელის ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ამბავი სირიელ მხედართმთავარ ნეემანზე, რომელიც ღვთისმოშიშებით ეძებდა ისრაელის ღმერთის შეწევნას მის წინასწარმტყველთან (4 მეფ. 5, 1), ამბავი წინასწარ-მეტყველ იონაზე, რომელიც თავად ღმერთმა გაგზავნა ნინეველების უწმინდურ ქალაქში და თავისი ქადაგებით მოსახლეობა სინანუ-ლისკენ მოაქცია (იონ. თავი. 1).

   2) მეორე: ცნობილია, რომ მესიის მოსვლის პერიოდის დადგომისას არა მხოლოდ ებრაელები, არამედ წარმართებიც ელოდნენ მას და ეს მოლოდინი ოდითგანვე ვრცელდებოდა მთელ აღმოსავლეთში".8 (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

 

1Митр. Макарии. Православно-догматическое богословие. Т 2. §129. გვ. 32.

2იქვე გვ. 35.

3Св. Феофан Затворник. Творения. Толкования Писаний Ап. Павла Римлянам. გვ. 89-93.

4იქვე გვ. 76-77.

5Амвросиаст. Коментарии на Послания к Римлянам. 2003. გვ. 100.

6Творения. Св. Кирила Александрийского. Кн. 2. М. 2001. გვ. 20.

7Православно-догматическое богословие. Митр. Макарии. გვ. 38.

8იქვე გვ. 39.

 

 

 

არქ. ლაზარე აბაშიძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება