მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმეს წერილი სინოდს წმინდა და დიდ კრებაზე მხოლოდ ოცდაოთხი ეპისკოპოსის მოწვევასთან დაკავშირებით
პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმეს წერილი სინოდს წმინდა და დიდ კრებაზე მხოლოდ ოცდაოთხი ეპისკოპოსის მოწვევასთან დაკავშირებით26-03-2016, 00:01 |
ამ საკითხმა უკვე დიდი პროტესტი გამოიწვია მართლმადიდებლურ სისავსეში. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ დელეგაციის ამგვარი გამორჩევა გახლავთ სიახლე, უცხო მართლმადიდებლური ეკლესიის ორიათასწლოვანი ტრადიციისთვის. მრგვლივმოცული სინოდალური მიმართვა უცნაურად ცდილობს გაამართლოს მსგავსი უპრეცენდენტო სიახლე, თითქოს პირველი მსოფლიო კრების შემდგომ კრებებზე, ანუ „ადგილობრივ ეკლესიებს შორის მიტროპოლური სისტემების შემო-ღების შემდეგ", „ცალკეული ეპარქიის დელეგაცია სამი ან რამოდენიმე წევრისაგან შედგებოდა". ხოლო „მეოთხე მსოფლიო კრებაზე (451 წ.) პატრიარქალური სისტემის დამკვიდრების, შემდეგ, ანუ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებზე პატრიარქალური კათედ-რებიდანაც მცირერიცხოვანი დელეგატები ესწრებოდნენ. გამონაკ-ლისს კონსტანტინოპოლის კათედრის მრავალრიცხოვან ეპისკოპოსთა დელეგაცია წარმოადგენდა. დელეგაციათა სიმცირის მიუხედავად, ყოველ ადგილობრივ ეკლესიას თანაბარი ხმების უფლება ჰქონდათ საიმისოდ, რომ საპატრიარქო კათედრებს შორის სასურველი ერთსულოვნება დამყარებულიყო". მრგვლივმოცული მიმართვა, ჩემი მდაბალი მოსაზრებით, ამ საკითხისადმი ერთობ დაკნინებულ ხედვას წარმოადგენს. პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადი-დებლურ გარდამოცემაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც „ყოველი ეპარქიიდან სამი ან რამდენიმე წევრის მოწვევას" ადასტურებდეს. ჩემს ხელთარსებული ისტორიული წყაროები ცხადყოფს, რომ მსოფლიო კრებებზე არასდროს განცხადებულა დელეგაციათა რაოდენობა, არამედ მსოფლიო ეკლესიის ყველა ეპარქიიდან შესაძლო დიდ რიცხობრივობაზე იყო საუბარი. ამრიგად, პირველი მსოფლიო კრების მონაწილე ეპისკოპოსების რიცხვი იყო სამასთვრამეტი, მეორის - ასორმოცდაათი, მესამის - ორასი, მეოთხის - ექვსასოცდაათი, მეხუთის - ასსამოცდახუთი, მეექვსის - ორასოთხმოცდაცხრა, მეხუთე-მეექვსის - ორასორმოცი, მეშვიდის - სამასსამოცდაშვიდი, ხოლო მერვის - სამასოთხმოცდასამი (იგულისხმება წმ. ფოტის დროს შემდგარი კრება). წარმომადგენლობას, ცხადია, ჰქონდა ადგილი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგიერთი ეპისკოპოსი, პატრიარქი ვერ ახერხებდა კრებაზე დასწრებას. ათენის საღვთის-მეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, ნეტარხსენებული იოანის კარმირისი ამასთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ „მსოფლიო კრება ეკლესიის ეპისკოპოსთა უდიდეს შეკრებას განასახიერებს მთელი ქრისტიანული ოიკუმენისა, რომელიც დოგმატური, თუ სხვა საეკ-ლესიო საკითხების შეთანხმებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის შედგებოდა, მიღებული გადაწყვეტილებები მთელ ეკლესიას ეხებო-და". (ათენი 1960 წ.).
ამასთან, მიტროპოლური სისტემის არსებობა არასდროს აყენებდა დარტყმას ეპისკოპოსის ღირსებას. ვინაიდან, მართლმადიდებლური ეკლესიოლიგიის თანახმად, ცალკეული ადგილობრივი ეკლესიის ყოველი ეპისკოპოსი, თუგინდ ყველაზე მცირე ეპარქიისა, თავის სამწყსოსთან ერთად კათოლიკე ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდა. ეპისკოპოსის დაუსწრებლობა არამარტო ქრისტეს სხეულის მთლიანო-ბას აყენებს დარტყმას, არამედ მთელი ეკლესიის სისავსის გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს მას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ კრების მოწვევისა და მომზადების პასუხისმგებელ პირებს სწორედ ამის ეშინიათ. ცალკეული ეკლესიიდან კრებაზე მხოლოდ ოცდაოთხი ეპისკოპოსის მონაწილეობა ვერც მოძღვრულ, ვერც ეკლესიოლოგიურ კრიტერიუმებში ვერ თავსდება. ეს გადაწყვეტილება არღვევს ეპის-კოპოსობის პრინციპს. იბადება კითხვა, რაგვარი კრიტერიუმით უნდა განხორციელდეს კრებაზე მონაწილე ეპისკოპოსების გამორჩევა? დანარჩენთა რიცხვი ყველა ავტოკეფალურ ეკლესიაში მნიშვნელოვან უმრავლესობას წარმოადგენენ. იქნებ მათ ნაკლები მღვდელმთავ-რული პასუხისმგებლობა აკისრიათ? ვინ უნდა მიაწვდინოს ხმა კრებას მათი სამწყსოს პრობლემებსა თუ რეაქციების შესახებ? გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლურ კრებებზე ეპისკოპოსების გარდა უფრო დაბალი რანგის კლირიკოსებიც ესწრებოდნენ. კერძოდ, იღუმენები, არქიმანდრიტები, მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები და ასევე მორწმუნე ერი. გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დაანონსებული სრულიად მართლმადიდებელთა კრება ამ ანტიტრა-დიციული მეთოდის მეშვეობით გამოიკვეთა მცდელობა ცალკეული ეპისკოპოსების მხრიდან ეკლესიის გარდამოცემისთვის მიუღებელი საკითხების გაპროტესტების აცილება. ან რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა მრავალრიცხოვნებამ არ იქონიოს ძალა გადაწყვეტილების მიღების დროს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |