მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად მართლმადიდებელთა და არა მსოფლიო კრებად სახელდების მიზეზი ერთი ეკლესია - ერთი ხმა და კონსესუსი - პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმე
სრულიად მართლმადიდებელთა და არა მსოფლიო კრებად სახელდების მიზეზი ერთი ეკლესია - ერთი ხმა და კონსესუსი - პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმე20-03-2016, 00:03 |
1. პირველყოვლისა, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხედულება მასზედ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია მსოფლიო კრების მოწვევა, არამედ მხოლოდ სრულიად მართლმადიდებლურისა, ვინაიდან მასში ვერ მიიღებს მონაწილეობას რომაულ-კათოლიკური „ეკლესია". ეკლესიის სხეულისაგან ერეტიკო-სების მოკვეთა არ არღვევს ეკლესიის საყოველთაობას. ჩვენი ეკლესიის ისტორიის მანძილზე წმინდა მამები ვერც გაიფიქრებდნენ მსოფლიო კრებაზე ერეტიკოსების მოწვევას საიმისოდ, რომ მამების მიერ მოწვეულ კრებას მიენიჭებოდა ავტორიტეტი. მაგრამ მესამე მსოფლიო კრების მამებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ კრებაზე არიანელების მოწვევა, ვით წევრთა კრებისა. 2. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაში არ მოიძებნება შემთ-ხვევა, რომ ცალკეული ადგილობრივი ეკლესია მხოლოდ ერთ ხმას წარმოადგენდეს. უპრიანია, განვაცხადოთ, რომ ყოველი ეპისკოპოსი და არა მხოლოდ ადგილობრივი ეკლესია ფლობს ამ უფლებას. კონსესუსის პრინციპის შემოღებაც ანტიტრადიციულ მეთოდს უნდა მივაკუთვნოთ. ტრადიციული ხერხით კრებაზე გადაწყვეტილების მიღება კანონიკური პრინციპი გახლავთ, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრა: „თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება" (I მსოფლიო კრების მეექვსე კანონი). ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა ჩნდე-ბა: რომელი კანონების, ან რომელი კრებსითი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიჩნიეს თავი კომპეტენტურებად 2014 წლის (მარტში 6-9) ფარანაში შეკრებილმა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლე-ბმა, მიეღოთ ზემოთ აღნიშნული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ახალი და უცხო განსაზღვრება? ადგილობრივი ეკლესიების წარ-მომადგენელთა მიერ თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება წმინდა მოციქულთა ოცდამეთოთხმეტე კანონის განჩი-ნებას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას: „ყველა ერის ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი... მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შე-თანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ ასე (შეიძლება) აღესრულოს ერთნებობა".
პირიელი მიტროპოლიტი სერაფიმე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |