მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 20 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი პავლესი (IV)

20 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსი პავლესი (IV)


19-03-2021, 15:21

 

   ღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან. ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.

   მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.


„წმიდანთა ცხოვრება" 

Orthodoxy.ge 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება