მთავარი > მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > რაში მდგომარეობს სულიერი მარხვა? (ნაწილი 1) - არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

რაში მდგომარეობს სულიერი მარხვა? (ნაწილი 1) - არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)


18-03-2016, 00:06

რაში მდგომარეობს სულიერი მარხვა? (ნაწილი 1) - არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

 

   ეს ნათლადაა გამოხატული დიდმარხვის პირველი დღის მწუხრის სტიქარონის საგალობელში.

   „ჭეშმარიტი მარხვა არს ბოროტთა უცხო ყოფა" ე.ი. განერიდო ყოვ-ელგვარ ბოროტებას, „დამჭვირვა ენისა, აღვირასხმა გულისწყრომისა და განშორება ბოროტთა გულისთქმათა და ძვირის ზრახვისა და ტყუილისა, და ცრუ ფიცისა. ამათგან უკვე კრძალვა არს მარხვა ჭეშმარიტი და სათნო".

   აქედან ჩანს, რომ ვინც არ ჭამს ხორცს, რძეს, ყველს და კვერცხს, მა-გრამ თავს ვერ იკავებს, ბოროტად ვნებს მოყვასს, ამაოდმეტყველებს, ბოროტადმეტყველებს, აღვირს ვერს ასხამს მრისხანებას (ღიზიანდება და ბრაზს ანთხევს მოყვასზე) არ აღკვეთს ავხორცობას, უარს არ ამბობს ჭორაობასა და ცილისწამებაზე, ცრუ და ფიცის გამტეხია - ასეთი ადამიანის ხორციელი მარხვა არაა ჭეშმარიტი და სათნო ღვთისთვის. „რა აზრი აქვს", თუ არ ჭამ ხორცს, მაგრამ „ჭამ" მოყვასს?

   ურწმუნო ადამიანები და ეკლესიის მტრები ამბობენ, თითქოს ეკლ-ესია მხოლოდ ხორციელს მარხვას ითხოვს ადამიანებისგან და მასში ხედავს მარხვის აზრს!

   პირიქით: ეკლესია არასდროს ითხოვდა და არც ახლა ითხოვს მკაცრ ხორციელ თავშეკავებას ავადმყოფებისა და უძლურებისაგან. წმ. ღირსი მამა ბარსანუფი ამბობს რომ, „ავადმყოფს ღმერთი შეუწირავს მის უძლურებას, მარხვის ნაცვლად - ვინც გადაიტანს ტკივილს მოთმინებით და ღვთის მადლიერებით. ათჯერ რომ ჭამოს დღეში, არ დაღონდეს, ამისათვის არ დაისჯება", რადგან უძლურთაგან არ ითხოვს ღმერთი მარხვას, არამედ ძლიერთა და ჯანმრთელთაგან (168 და 169 საკითხ.).

   თავისთავად ცხადია, თუ ავადმყოფობა ნამდვილად ავადმყოფობაა და არა მოგონილი და წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში რჩევა და კურთხევა უნდა გამოითხოვოთ სულიერი მოძღვრისაგან.

   მოციქულთა კანონების 69-ე მუხლი ეკლესიის მიერ დადგენილი მა-რხვის დაცვას ითხოვს ყველასგან, მაგრამ ათავისუფლებს მარხვისგან იმათ, ვისაც ფიზიკური უძლურება უშლის ხელს. ვიმეორებთ კიდევ ერთხელ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა საკუთარ თავს თვით-ნებურად არანაირი შეღავათი არ უნდა გაუკეთოს, არამედ სულიერი ცხოვრების საკითხებზე მოძღვარს მიმართოს.

   აი, რას წერენ წმიდა მამები მარხვის მნიშვნელობის შესახებ: „მარხვა - ეტლია ცად აღმყვანებელი" - გვასწავლის ღირსი ეფრემ ასური: „მარხვა სულის კეთილი მცველია, სხეულის საიმედო თანამგზავრი, მარხვა - მამაცთა იარაღია, მოღვაწეთა სასწავლებელი. მარხვა - გზა სინანულისკენ".

   „მარხვა - ყველაფრის განდევნაა, რაც აამებს პირს" - გვასწავლის უდ-იდესი მმარხველი იოანე კიბისაღმწერელი: დაცხრომა ხორცთა მძლავრობისა, აღკვეთა ბოროტთა გულისთქმათა, სიწმინდე ლოცვისა, სანთელი სულისა, კრძალვა გონებისა, განგმირვა უგრძნობელობისა, კარი ლმობიერებისა, სიხარული შემუსვრილობისა, საცოი პირისა, მიზეზი მდუმარებისა, მცველი მორჩილებისა, სიმსუბუქე ძილისა, სიმრთელე ხორცისა.

   „მარხვა - ზეციური კურნების დროა", - ამბობს წმ. ამბროსი მედი-ოლანელი: „სულის ცოდვიანი სიზმრიდან და ცხოვრებისათვის დანაშაულებრივი უზრუნველობიდან გამოღვიძების დროა. ამ ძილში მან დაივიწყა ცხონება, გულგრილი დარჩა მის მიმართ... დააკვირდება და დაინახავს მის გარშემო წყვდიადს, რომელმაც ღვთიური მადლის სხივები დაბურა. წმ. ეკლესია მოდის შეძრწუნებული სულის მეოხად: „მიიღეთ მარხვა, დედა უმანკოებისა, მამხილებელი ცოდვათა, მქადაგებელი სინანულისა", „მარხვა არის დრო, როდესაც შეგვიძლია განვიწმიდოთ ცოდვის ბიწისაგან და მოვიშუშოთ უკანონობის ყველა წყლული, გულმოდგინედ ვევედროთ ჩვენი სულების მკურნალს, რომ დაგვეხმაროს მცნებათა აღსრულებაში, ასე რომ გვიჭირს..."

   „მიიღეთ მარხვა ღარიბებო" - ასე მოუწოდებდა წმ. ბასილი დიდი „იგი თქვენთან ერთად გაიყოფს თქვენს სამკვიდრებელსა და ტრაპეზს. მიიღეთ მარხვა მდიდრებო, იგი განგკურნებთ თქვენ ზიანისაგან, რომელიც მიიღეთ სიმაძღრისაგან. მიიღეთ მარხვა უძლურებმა, იგი - ჯანმრთელობის დედაა. მიიღეთ - ჯანმრთელებმა: იგი - თქვენი ხორციელი ძლიერების მცველია. მარხვის სარგებელი კაცთა მთელი მოდგმისთვის ყველა სხეულის მდგომარეობისთვის მისაწვდომია". სიხარულით მივეგბოთ მარხვას".

   „მმარხველი", ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: „კეთილია, ყურადღები-ანი, ფხიზლად ლოცულობს, ბოროტ გულისთქმას აცხრობს, შე-წყალებას ითხოვს ღვთისაგან, სულს ამდაბლებს. „მლოცველს და მმარხველს ორი, ქარზე უმსუბუქესი, ფრთა აქვს, მლოცველი, რომელიც მარხულობს, არ ზარმაცობს, არ იზმორება, სხვებივით მოუქნელი არაა, არამედ ცეცხლზე ძლიერი და მოძრავია, ასეთი კი უპირველესად, ეშმაკის მტერი და მბრძოლია".

   საინტერესოა, რას ამბობს წმ. იოანე ოქროპირი იმათ შესახებ, ვინც უძლურების გამო ვერ მარხულობს „თუ არ შეგიძლია მარხვის დათმენა, შეგიძლია განცხრომა მოიკლო - ეს კი უკვე სიბრძნის-მოყვარებაა, რომელიც მარხვას არ ჩამორჩება".

   „ნახე, რას აკეთებს მარხვა" - ამბობს წმ. ათანასე დიდი - „უძლურებს კურნავს, ბოროტ გულისთქმას აცხრობს, ეშმაკებს განდევნის, გულს ასუფთავებს. თუკი ვინმე არაწმინდა სულით ბოროტად იგვემება „ნათესავი ესე არარათ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა".

   „ყველამ იმარხულოს იმდენი" - ამბობს ღირსი იოანე კასიანე: „რამ-დენიც საჭიროა ხორცის დასათრგუნად. სასარგებლო და აუცილე-ბლად შესასრულებელია მარხვის შესახებ კანონიკური წესი, მაგრამ თუკი მარხვის დამთავრების შემდეგ არ იქნა შენარჩუნებული საკვების მიღებაში ზომიერება, მათი დაცვა (ე.ი. წესების) არ მოიტანს სა-რგებელს. მარხვის დათმენი არსი მხოლოდ ჯერის დაცვას კი არ გულისხმობს, არამედ უპირველესყოვლისა - მის გონივრულად მიღებას".

  „დავითმინოთ - გვმოძღვრავს დიდი მოძღვაწე ღირსი თეოდორე სტუდიელი: „არა მარტო საკვები და სასმელი. ეს არასაკმარისია, თავი შევიკავოთ ავხორცობისგან, უხამი წარმოსახვებისგან, შურისგან, მრისხანებისა და მოყვასით უკმაყოფილებისგან, ამაოდმეტყველებისა და ცუდმეტყველებისაგან, ცოდვის ცქერისგან, უხამსი საუბრების მოსმენისაგან. მარხვა ითხოვს არაფარისევლურ მორჩილებას, მოკრ-ძალებულ შემუსვრილებას, ყოველმხრივ თავშეკავებას: საწინააღმდე-გო სიტყვისგან, შეურაცხმყოფელი საუბრისგან, სიანჩხლისგან, ლან-ძღვისგან და თვითნებობისგან".

    აი, რა არის მარხვა!

   ჩვენ შეგვეძლო დაუსრულებლად მოგვეყვანა წმ. მამების მაღალავტ-ორიტეტული აზრი მარხვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, მაგრამ ესეც საკმარისია.

   სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გავრცელდა პროტესტანტული და სექ-ტანტური შეხედულება მარხვის, როგორც არასაჭირო და უსარგებლო რამის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, აიტაცა ყველა გემოთმოყვარემ და ამ შეხედულებით მარხვის არ შენახვას ამართლებენ.

  ყველაზე ხშირად მაცხოვრის სიტყვები მოჰყავთ, რომლითაც მწიგ-ნობრებსა და ფარისეველებს მიმართა „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი" (მათე 15, 11) მაგრამ ეს მარხვის გამო კი არა, ფარისევლების ჭამის წინ ხელთბანვის ჩვე-ულების წესის გამო უთხრა მათ. ჩვენ იმიტომ კი არ ვმარხულობთ, რომ გვეშინია საჭმლით არ წავიბილწოთ, არამედ იმისთვის, რომ ცოდვიანი სურვილებისგან თავშეკავებისა და დათმენის ღვაწლით ვემსახუროთ ღმერთს, დავემორჩილოთ ეკლესიას, რომელმაც დააწესა მარხვა. მარხვის დარღვევის ცოდვა - არასამარხო საკვების მიღება კი არა, ეკლესიის დაუმორჩილებლობაა. (გაგრძელება...)

   


არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება