მთავარი > მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > რატომ უნდა ვიმარხულოთ? - არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

რატომ უნდა ვიმარხულოთ? - არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)


25-03-2024, 00:36

 

 

   ჩვენს დროში ბევრი სვამს კითხვას: „რატომ ითხოვს ეკლესია მარხვის შენახვას?" ზოგი სრულიად უგულებელყოფს მას, არ იცის და ვერ ხვდება რატომაა იგი დადგენილი, სხვები - მარხვას ქედმაღლურად უარყოფენ და იმათ, ვინც მარხულობს, უყურებენ, როგორც ჩამორჩენილ ხალხს.

   მარხვა - წმ. ეკლესიის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დადგენილებაა. საჭირო და სასარგებლო სულისა და სხეულისთვის. ეს ასე იყო ყოველთვის, ხოლო ჩვენს არაჯანმრთელ დროში - სადღა არიან სულითა და სხეულით სრულიად ჯანსაღი ადამიანები. ჩვენ ყველა ავადა ვართ, მეტ-ნაკლებად, ხოლო მარხვა - მკურნალობის კურსია ჩვენი დაავადებული სულისთვის და ამავე დროს სხეულისათვისაც. საჭიროა მარხვის არსი და მნიშვნელობა სწორად გავიგოთ გონივრულად რომ გამოვიყენოთ იგი.

   ჩვენ მემკვიდრეობით დაავადებული ბუნება გვერგო ჩვენი წინაპრებისგან, რომლებმაც გაბედეს და ღვთისაგან ნაბოძები მცნება უხეშად დაარღვიეს და დაეცნენ ორმაგი ცოდვით - დაუმორჩილებლობითა და თავშეუკავებლობით (აკრძალული ხილის მიღებით), ჩვენც ვაგრძელებთ ცოდვაში ცხოვრებას, მწუხარებით ვავსებთ სულს და ვაზიანებთ ამავე დროს. სხეულის ჯანმრთელობას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სულთან.

   უდიდესი შეცდომაა - საკუთარ თავს სრულიად ნორმალურად და იდეალურ - ჯანმრთელად რომ ვთვლით!

   ჩვენ ავად ვართ, გვჭირს ყველაზე ვერაგი დაავადება - ცოდვა, ამპარტავნებიდან და თავმოყვარეობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სულსა და სხეულს ანადგურებს. უნდა შევიგნოთ საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე, რადგან მთელი ბოროტება დედამიწაზე ცოდვისა და მისი პირველწყაროს - ამპარტავნების ნაყოფია, ხოლო მომავალ ცხოვრებაში იგი გვიმზადებს დაუსრულებელ ტანჯვას.

   როგორ არ უნდა გვქონდეს გამოჯანმრთელების სურვილი? რომელ ავადმყოფს უნდა სულ ავადმყოფობა, იმ იმედის გარეშე ყოფნა, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდება?

   აი, ჩვენი მზრუნველი დედაეკლესია გვთავაზობს მკურნალობის აუცილებელ კურსს - დიდ მარხვას, როგორც თავისებურ „სულიერ სანატორიუმს", ყოველი, რომელიც ამ მკურნალობას ჩაიტარებს და კეთილსინდისიერად შეასრულებს ეკლესიის დანიშნულებას და სულიერი ექიმების რჩევას, მიიღებს უდიდეს სიკეთეს. ტკივილის შემსუბუქებას და ბოლოს სრულიად გამოჯანმრთელდება.

  ჩვენი წინაპრების თავშეუკავებლობისა და დაუმორჩილებლობის ცოდვამ სამოთხე დაგვაკარგვინა, საკუთარი სურვილით მორჩილებითა და თავშეკავებით, ამპარტავნებისა და თავმოყვარეობის დათრგუნვით, ჩვენ შეგვიძლია კვლავ აღვსდგეთ პირვანდელ პატივში და დაკარგული სამოთხეც დავიბუნოთ.

   უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი მარხვა, როგორც გვასწავლის ეკლესია, შედგება, არა მარტო ხორცის, რძის, ყველისა და კვერცხის დათმენაში, არამედ ყოველგვარ ბოროტისაგან თავშეკავებაში. ჭეშმარიტი და გონივრული მარხვა ორგვარია, ხორციელი და სულიერი, ვიმარხვიდეთ რა ხორციელად, სულიერიცა მარხვა ვიმარხოთ, ძმანო - ისმის საგალობელი. მხოლოდ ხორციელ მარხვას სულიერის გარეშე ფასი არ აქვს, სულიერი მარხვაც ხორციელის გარეშე ფასი არ აქვს, სულიერი მარხვაც ხორციელის გარეშე წარუმატებელია. ხორციელი თავშეკავება აუცილებლია, იმისთვის, რომ ძლიერი ხორცი შეასუსტო, გაათავისუფლო სული მისი ბატონობისგან, რადგან ღვთის სიტყვის თანახმად (და თითოეულს შეუძლია საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოს) ხორცს ყოველთვის სულის საპირისპირო სურს. „ზრახვა იგი ხორცთა სიკვდილი არს", ამბობს პავლე მოციქული, „რამეთუ ჰსჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების". (რომ. 8, 6-7).




არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება