მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ცრუსწავლებათა შემცველი წიგნებისათვის - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
ცრუსწავლებათა შემცველი წიგნებისათვის - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი16-04-2016, 00:05 |
კვლავაც გთავაზობ, აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო, გულწრფელ, კეთილ რჩევას. ეს რჩევა მე კი არა, წმინდა მამებს ეკუთვნის - ყველა ჩემი რჩევაც მათგან მოდის. დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრი-სტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუ-მოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ. ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლვს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა. ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები.1 თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სუ-ლი წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება. ხოლო თუ გულისფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებე-ბით გაქვს აღბეჭილი, ისე რომ ფრთხილად და გონივრულად არ გაგირჩევია - ვინ არის მწერალი და რას წერს, მაშინ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, სინანულითა და უარყოფით წარხოცე ყოველივე ღმრთის წინააღმდგომი. დაე მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისა და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონი. რელიგიის შესახებ მხოლოდ ის წიგნები იკითხე, რომლებიც აღმო-სავლეთის მსოფლიო ეკლესიის წმ. მამებს ეკუთვნით. ამას მოითხოვს თავის შვილთაგან აღმოსავლეთის ეკლესია.2 ხოლო თუკი შენ სხვაგვარად ფიქრობ და ეკლესიის განწესებაზე უფ-რო მნიშვნელოვნად საკუთარ ან სხვა ადამიანთა აზრს მიიჩნევ, მაშინ უკვე ეკლესიის შვილი კი არა, მისი მსაჯული ხარ. ალბათ ჩემზე იტყვი, ეს კაცი ცალმხრივი, გაუნათლებელი და რიგ-ორისტიაო. დამანებე ეს ცალმხრივობაც და ყველა სხვა ნაკლიც - მირჩევნია მათთან ერთად აღმოსავლეთის ეკლესიის მორჩილი შვილი ვიყო, ვიდრე ყველა მოჩვენებითი ღირსებითურთ - ეკლესიაზე „ჭკვიანი," და ამიტომაც თავს მისი ურჩობისა და მისგან განდგომის ნებას ვაძლევდე. აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები სწორად გაიგებენ ჩემს სიტყვებს. მათ იციან, რომ ვისაც ზეციური სიბრძნის მოპოვება სურს, იმან უნ-და დაუტევოს თავისი საკუთარი, ამა სოფლის სიბრძნე - თუნდაც დიდი სიბრძნე, უარყოს და „სიცოფედ" (1 კორ. 3,19) შერაცხოს იგი: მართლაც რომ სისულელეა ეს ყოველივე. ამა სოფლის სიბრძნე არის „მტერობა ღმრთისა" - იგი არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება საღმრთო სჯულს (რომ. 8,7). ასეთი იყო მისი ბუნება თავიდანვე და ასეთად დარჩება ბოლომდე - როდესაც „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ <და-ზულება - დანგრევა> და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ" (2 პეტრე 3,10). წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა წიგნების კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამო-ხვეული ბოროტება. ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისა-თვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვ-რებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვალწინ ჰქონდათ ღრმად განსწავლული ორიგენეს, კამათში დახელოვნებული არიოზის, მჭერმეტყველი ნესტორისა და სხვა, ამა სოფლის სიბრძნით სავსე კაცთა მაგალითები, იმათი, ვინც საკუთარ თავზე მაღალმა წარმოდგენამ და თავდაჯერებამ დაღუპა; ამიტომ შველას ეძებდნენ და კიდევაც პოულობდნენ ცრუსწავლებისაგან გაქცევაში, ეკლესიის უმკაცრეს მორჩილებაში. სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულ-ობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვილს აუწყებდნენ მწვალებლურ წიგნებში დაფარულ საფრთხეს, სიწმინდისა და ღმრთისმსახურების ბრწყინვალე სახელებით შენიღ-ბულს. მაგრამ მე და შენ კი უნდა გავექცეთ ცრუმოძღვართა მიერ შეთხზულ წიგნებს: ყოველს, ვინც არ ეკუთვნის აღმოსავლეთის ელესიას - ერთადერთ წმიდა ეკლესიას - და მაინც წერს ქრისტეზე, ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ზნეობაზე, ცრუმოძღვრის სახელი შეჰფერის. თქვი, განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მაგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყვე-ლაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს? გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რა დამღუპველია ასეთი განუსჯელი კითხვა. რამდენი უაზრო, არასწორი, ეკლესიის სწავლების საპირის-პირო ცნება გვხვდება ეკლესიის შვილთა შორის ქრისტიანობის შესახებ, ეს ცნებები ხომ მწვალებლური წიგნების კითხვის შედეგად არიან შეთვისებულნი და თვით ეკლესიის წმინდა სწავლებას უარყოფენ! შეურაცხყოფად ნუ მიიღებ, მეგობარო, ამ გაფრთხილებას, რომელსაც მხოლოდ კეთილი სურვილები ჩამაგონებს. განა არ შეშფოთდებიან დედა, მამა, მოყვარული აღმზრდელი, თუკი უმანკო, გამოუცდელი ბავშვი მოისურვებს დაუბრკოლებლივ შევიდეს ოთახში, სადაც საკვებ პროდუქტებს შორის უამრავი შხამიც ინახება? სულის სიკვდილი ხორცის სიკვდილზე უფრო საშიშია: მკვდარი აღ-სდგება, ხშირად კი ხორცის სიკვდილი სულის ცხონების მიზეზად იქცევა. და პირიქით - ბოროტებით მოკვდინებული სული საუკუნო სიკვდილის კერძი ხდება. სულის მოკვდინება მხოლოდ აზრსაც კი შუძლია - აზრს, რომელიც ღმრთის გმობის რაიმე სახეს შეიცავს, თუნდაც ეს გმობა დახვეწილი, გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი იყოს. წმ. პავლე მოციქული გვამცნობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც „სი-ცოცხლისა ამას მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თვისისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა, და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარემიიქცინენ და ზღაპ-რებასა მიექცენ" (2 ტიმ. 4,3-4). ნუ მოიხიბლები წიგნის ხმამაღალი სათაურით, რომელიც ქრისტი-ანული სრულყოფილების მინიჭებას პირდება მას, ვისაც ჯერ კიდევ ჩვილთა საზრდელი ესაჭიროება. ასეთი წიგნის ნურც შესანიშნავი გამოცემა მოგხიბლავს, ნურც დასურათება, ნურც სიტყვის ძალა და ოსტატობა, ნურც ის, რომ ამბობენ, თითქოს მწერალი წმინდანი იყოს და თავისი სიწმინდე მრავალრიცხოვანი სასწაულებით დაემტკიცები-ნოს. ცრუმოძღვრება არავითარი გამონაგონის, არავითარი ტყუილის წინ-აშე არ იხევს უკან, რათა თავის იგავ-არაკებს ჭეშმარიტების სახე მისცეს და ამით კიდევ უფრო ადვილად მოწამლოს კაცთა სულები. ცრუმოძღვრება თავისთავად უკვე ტყუილია, და ამ ტუილით მკით-ხველზე უწინ მწერალია მოცთუნებული: „აცთუნებდენ და სცთებო-დიან" (2 ტიმ. 3,13). წიგნი მაშინ არის ჭეშმარიტად სულის სარგებელი, თუ მისი ავტორი წმ. მწერალია - აღმოსავლეთის ეკლესიის შვილი, წმ. ეკლესიის მიერ მოწონებული და აღიარებული. ამინ.
1„ნურავინ წაიკითხავს წიგნებს, - თქვა მღვდელმოწამე პეტრე და-მასკელმა, - რომლებიც ღმრთის სათნო-ყოფას არ ემსახურებიან. თუ ვინმე მაინც წაიკითხავს რაიმე ამდაგვარს უცოდინრობის გამო, მაშინ ეცადოს, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრას იგი მეხსიერებიდან საღმრთო წიგნების კითხვით, მათგან კი უფრო ისეთების, რომლებიც განსაკუთ-რებით შეეწევიან მისი სულის ცხონების საქმეს - მისივე სულის მდგომარეობის მიხედვით, იმის სულის ცხონების საქმეს - მისივე სულის მდგომარეობის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რა საზომს არის მიღწეული; ამის საწინააღმდეგო წიგნებს კი ნურასგზით ნუ წაიკითხავს. რა საჭიროა სული წმიდის ნაცვლად არაწმიდა სულის მიღება? ვინც რა სიტყვაში იწვრთნება, იმ სიტყვისავე თვისებებს იძენს, თუმცა კი ამას ვერ ხვდებიან გამოუცდელნი, სამაგიეროდ, კარგად ხედავენ სულიერი გამოცდილების მქონენი" (წმ. პეტრე დამასკელი, წიგნი პირველი, სტატია სულიერი განსჯის შესახებ). 2აღსარების საიდუმლოს შესრულებისას მღვდელი უნდა ეკითხებოდეს მონანულს, ხომ არ წაუკითხავს მწვალებლური წიგნები.
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წიგნიდან: „სიტყვა ნუგეშინისცემისა" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |