მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 15 მარტი (ახ. სტ.) - დაწყება დიდმარხვისა
15 მარტი (ახ. სტ.) - დაწყება დიდმარხვისა14-03-2021, 20:49 |
15 მარტიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შეუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება. ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა. დიდმარხვა 15 მარტიდან დაიწყო და 49 დღის შემდეგ, 2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |