მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღსარების საიდუმლო

აღსარების საიდუმლო


22-03-2016, 00:03

აღსარების საიდუმლო

 

   აღსარება - სულის სამკურნალო საშუალება - ჩვენი ეკლესიის მეორე საიდუმლოა ნათლობის შემდეგ. ნათლობის საიდუმლოთი მაცხო-ვარმა მოგვმადლა წყალობა და პირველქმნილი ცოდვა მოგვიტევა, რომელშიც დაბადებულია ყოველი ადამიანი და რომელიც შთამო-მავლობით მივიღეთ ადამისგან. ამიტომ, წმიდა სამების სახელით მონათლულ ყოველ ქრისტიანს ყოველი ცოდვა მიეტევება. აღსარების საიდუმლოს საშუალებითაც მიგვეტევება ცოდვები, მაგრამ მხოლოდ ნათლობის შემდეგ ჩადენილი. როდესაც ადამიანს აქვს სინანული, აღიარებს თავის ცოდვებს მოძღვრის წინაშე, აღარ სურს ამ ცოდვების განმეორება და სძულს ცოდვა, ასეთ ადამიანს მიეტევება შეცოდება. ის მიემსგავსება გამართლებულ ავაზაკს, რომელმაც დაიმკვიდრა ზეცი-ური სასუფეველი, რამეთუ შეინანა.

   მაცხოვარმა შეუნდო ჯვარცმულ ავაზაკს, იმიტომ, რომ მიიღო მისი სინანული, რომელიც არ ჰგავდა მრავალთა სინანულს, რომელიც ხშირად პირფერული და ცრუა, რომელიც არა გულიდან, არამედ მხოლოდ პირიდან გამოდის. მონანული მეძავიც იქნა ღვთის მიერ შეწყალებული. ასევე, ყოველ ადამიანს, რომელსაც ჭეშმარიტი სინა-ნული აქვს და აღიარებს ცოდვებს მოძღვართან, ღმერთი მიუტევებს შეცოდებებს.

   ცოდვა განაშორებს ადამიანს ღვთის მადლისგან. ცოდვილი, ცოდვის ჩადენისას განეშორება ღმერთს და მიეახლება ღვთის მადლს. ცო-დვილი, ცოდვის ჩადენისას განეშორება ღმერთს და მიეახლება ეშმაკს, რომელიც ეგებება მას და მისი მეგობარი ხდება. და მაინც...

   ცოდვებში ჩაფლული ადამიანი, რომელმაც დაივიწყა ნათლობის სა-იდუმლოში დადებული პირობა, ყოველთვის იყოს ქრისტესთან, - და გახდა ეშმაკის მეგობარი, რომელსაც აფურთხებდა, უარყოფდა და სიძულვილს ჰპირდებოდა, ღვთის მოძულე და უარმყოფელიც რომ იყოს, თუკი შეინანებს, აღიარებს თავის ცოდვებს, დაღვრის ცრემლს, თავისი ცოდვების მიუხედავად - ცხონდება და ზეციური სასუფევლის მკვიდრი გახდება.

   ღმერთი უმალ ამართლებს ცოდვილს, როგორც კი მის ჭეშმარიტ სი-ნანულს დაინახავს. მე მოგითხრობთ ერთი სასწაულის შესახებ, რომელიც მეძავ ქალს შეემთხვა. ეს ამბავი დიდ ოთხშაბათს მოხდა, იმ დღეს, როდესაც ქრისტემ შეუნდო მონანულ მეძავს.

   ქალი მრავალი წლის მანძილზე მრუშ ცხოვრებას ეწეოდა. ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი სიმდიდრე გლახაკთა შესაწევნად გამოეყენებინა და ამით ზეციური ჯილდო მოეხვეჭა, მან ეს სიმდიდრე უწმინდურ გართობებში, ცეკვებში, თეატრში და ავხორცულ სიამოვნებაში გაფლანგა.

  ერთხელ, ქადაგებისა და სულის სასარგებლო წიგნის მეშვეობით, რომელიც მას ღვთისმოშიშმა ადამიანმა გადასცა, ქალმა თავისი სავალალო სულიერი მდგომარეობის გააზრება დაიწყო. მან შეინანა, მაგრამ არა როგორც ჩვენ - ერთი წუთით, არამედ მთელი გულითა და სულით. ის გაიქცა მოძღვართან და დიდი სინანულით გაუმხილა თავისი ცოდვები.

   მოძღვარმა, იხილა რა მისი სინანული, ანუგეშა ის და სთხოვა აღა-რავის შეშინებოდა, არ დამწუხრებულიყო და აღარ ეტირა, იმიტომ რომ ღმერთმა უკვე შეუნდო მას. იმ წუთებში, როდესაც მოძღვარი უკითხავდა მიტევების ლოცვას, ქალმა სულიერი სიმსუბუქე იგრძნო, შემდეგ მოძღვარს სულიერი რჩევა სთხოვა და სახლში დაბრუნდა. მონასტრიდან გამოსვლისთანავე მან შორიახლო ქოხი დაინახა და ღვთის განგებით შიგ შევიდა. ქალმა ერთი კეთროვანი ბერი იხილა. მას შეებრალა ბერი და ჰკითხა: „რატომ ხარ აქ?" „მე არ შემიძლია მონასტერში შესვლა, რადგან სხვა ძმებს დავასნეულებ" - უპასუხა ბერმა.

   ქალმა უთხრა კეთროვანს: „ნება მომეცი წაგიყვანო სახლში და გიპ-ატრონო", სახლში მოყვანისთანავე მობანა მას წყლულები და სუფთა ოთახში დააწვინა. ქალმა წაიკითხა სასწაულის შესახებ, რომელიც შეემთხვა სახარებისეულ მეძავს დიდ ოთხშაბათს და როდესაც დიდი ოთხშაბათი დადგა, მან ეკლესიიდან ძვირფასი ზეთი მოიტანა. ამ დროს, როდესაც სახარებაში იკითხებოდა მეძავის განკურნების ამბავი, ქალი მიუახლოვდა კეთროვანის საწოლს და ჰკითხა: „კიდევ რისი გაკეთება შემიძლია?" სნეულმა უპასუხა: „ამაზე მეტი რაღა უნდა გამიკეთო?" მაშინ ქალმა სურნელოვანი ზეთი ავადმყოფს ფეხებზე სცხო და თავისი თმებით შეუმშრალა, თან სინანულის ცრემლს ღვრიდა.

   როდესაც ღმერთმა დაინახა სინანული, ამ დროს ყოფილი მეძავის სახლი შეიძრა და მისმა ხმამ „შენი დიდი თავმდბლობისა და სინანულისათვის მიგეტევა ცოდვები". უმალ განიკურნა კეთროვანიც.

  ამგვარია ჭეშმარიტი სინანულის და სიმდაბლის ძალა. სინანული თავმდაბლობის გარეშე არარაობაა. ჩვენც უნდა შევინანოთ იმიტომ, რომ ცოდვილები ვართ. ხოლო ჩვენს სინანულს უნდა ახლდეს თავმდაბლობა, სხვაგვარად ის არ მოგვიტან სარგებელს. ჩვენი სინანული „ყოვლითა გულითა" უნდა იყოს, როგორც მარიამ მე-გვიპტელისა, როგორც პელაგიასი, როგორც მარჯვენითი ავაზაკისა. მაშინ ღმერთი განკურნავს ჩვენს სულსა და სხეულს, უფრო კი სულს.

  დაე, ღმერთმა მოგვმადლოს ჭეშმარიტი სინანული და სათნოება, რათა სინანულითა და კეთილი საქმეებით სამოთხის ღირსი გვყოს. ამინ.



წმ. თელოთე (ზერვაკოსი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება