მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ

ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ


14-03-2016, 00:05

 

ჭეშმარიტი ცხოვრება - მართალი ცხოვრებაა; მაგრამ მართალი  მართებულად მხოლოდ რწმენით ცხოვრობს. რწმენის გარეშე არ არსებობს მართალი ცხოვრება, არ არსებობს ცხონებაც...

   ცხონებულთა მოდგმა, როგორც ცხოვრების ხე, სამყაროს დასაბამიდან ერთადერთია. ვერავინ ცხონდება მისგან განმხოლოებული. თუ სურთ ცხონება, უნდა შეუერთდნენ ცხონებულთა მოდგმის ხეს. (წმ. თეოფანე დაყუდებული) 

 

 

 

ხშირად დასმული შეკითხვა

 

   ქრისტესმიერო ძმაო, მშვიდობა შენდა! შემინდე, რომ დიდხანს ვერ ვუპასუხე შენს შეკითხვას. ის გაურკვევლობანი, რომლებიც გაგიჩნდა, მრავალ სხვა მორწმუნესაც აწუხებს. მრავალგზის მსმენია მსგავსი შეკითხვა და დიდი ხანია ვფიქრობ, წერილობით და დაწვრილებით განვიხილო ეს თემა. მრავალს ებადება კითხვა: როგორ ცხონდებოდა ადამიანი ქრისტემდე, როდესაც მთელი მსოფლიო (ებრაელების გარდა) წარმართობაში იხრწნებოდა, ნუთუ მხოლოდ ებრაელებს ჰქონდათ ცხონების შანსი, რომლებსაც მცნებები და წინადაცვეთის კანონი მიეცათ და მისთ...

   ნაწილობრივ ამ თემაზე უკვე დავწერე. ჩემს წიგნში "ადამის ცოდვა" ("Грех Адамов") არის ერთი თავი სახელწოდებით: "როგორღა ცხონდებოდნენ ძველიაღთქმისეულნი, როგორ შეეძლოთ ქრისტეს რწმენის თანაზიარობა...", ("Как же спасались ветхозаветные, как они могли быть причастны вере во Христе..."), სადაც ნაწილობრივ განვიხილე ეს საკითხი. მითითებულ თავში წმინდა წერილის მრავალ მოწმობაზე დაყრდნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების საფუძველზე დავასკვნით, რომ არა უბრალოდ "მართალნი", არამედ მხოლოდ "უფლის მომლოდინე და მორწმუნე მართალნი" ხდებოდნენ.

   "სწორედ რწმენით, მოლოდინით, საქმეებით, ამ რწმენის გამოვლი-ნებით შეეძლოთ მათ გამხდარიყვნენ იმ წყალობის თანაზიარნი, რომელიც მიემადლა მთელ კაცობრიობას მაცხოვრის ჯვრის მსხვერ-პლით".1

   შემდეგ ვწერდი: "მაცხოვრის ჯვარი არის ცხონების იარაღი, რომლის თანაზიარობის გარეშე ვერასდროს ცხონდება ვერც ერთი ადამიანი, ჩვილი იქნება ეს თუ ზრდასრული... ვით უდაბნოში, აღთქმული იუდეისკენ მსვლელობისას, შხამიანი გველებისაგან დაკბენილნი იღუპებოდნენ ტანჯვით, ხოლო მოსეს მიერ ძელზე აღმართული სპილენძის გველის ცქერა სიკვდილისაგან ხსნის ერთადერთი საშუალება იყო. ვისაც არ გააჩნდა რწმენა და არ უცქერდა აღმართულ გველს, იღუპებოდა. ასეა დღესაც: მხოლოდ ის არის დაცული სულიერი გველის მომაკვდინებელი კბენისა და სულიერი სიკ-ვდილისაგან, ვინც რწმენით შეჰყურებს ჯვარზე გაკრულ ჩვენს მაცხოვარს ანუ ვინც რწმენითა და რწმენის საქმეებით თანაზიარია მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილისა. ადამიანები უძველესი დროიდან, ადამიდან სვიმეონ მიმრქმელამდე, (ხოლო ახალ აღთქმაში ყოველი ქრისტეს მორწმუნე, ვიდრე დღემდე), უცქერდნენ ჯვარზე სიკვ-დილით გამომსყიდველს. მხოლოდ ამგვარად შეეძლო ადამიანს მარადიულ ცხონების კარიბჭეში შესვლა. ჯვარი ქრისტესი - ცხოველმყოფელი ძელი, რომლის ჩრდილიც კი კურნავს და აცხონებს. მხოლოდ მას, ვინც რწმენით შეუდგა ამ საფარველს, მიენიჭა ღვთის მაცხოვნებელ მადლთან მიახლების უფლება. ეს მფარველობა ყველა დროში ვრცელდება. წმ. თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: ქრისტეს ჯვარი მისი სისხლით აღმართულია შუაში და თავისი განმწმენდელი ძალით ყველა წინარე და ამჟამინდელ ცოდვილს უნათებს.2 ღმერთთან შერიგების სხვა გზა არ არსებობს: "რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკვიდრებად. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშვიდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა" (კოლ. 1. 19-20). "და არავინ არს სხვით ცხოვრებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა" (საქმე. 4.12). უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მამა ღმერთის შეცნობა არავის ძალუძს, "გარნა ძეს და მას, ვისაც ძე ღმერთი განუცხადებს", როგორც ამბობს წმ. ირინეოს ლიონელი (II საუკ. წმ. მამა). "ძე კი განუცხადებს მამის შესახებ ყველას, ვისაც სურს შეიცნოს ის (ღმერთი), ხოლო მამის კეთილი ნებისა და ძის ქმედების გარეშე ვერავინ შეიცნობს ღმერთს". ამიტომაც ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ". ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი შეიცნობა ძის ანუ სიტყვის მეშვეობით.3 ამიტომაც, "იუდეველები განუდგნენ ღმერთს, არ მიიღეს მისი სიტყვა, არამედ წარმოიდგინეს, რომ შეუძლიათ თავისთავად შეიცნონ მამა სიტყვა ღმერთის ანუ ძის გარეშე".

  ყოველ ქრისტიანს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ადამში მოკვდა ყველა, რომ მარადიული ნეტარებისთვის მხოლოდ ქრისტეს მორ-წმუნე ცოცხლდება: "ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყო-ველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებასა" (რომ. 5.18), რომ ქრისტეში გამართლების ღირსი ხდები რწმენისა და რწმენის საქმეების მეშვეობით. ადამისაგან ცხოვრება რომ მიიღო, ცხოვრებასთან ერთად მისმა ყველა შთამომავალმა მემკვიდრეობით მიიღო წყევაც, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა ადამი, ის სულიერი სიკვდილიც მიიღო ღვთისგან და მისი მადლისაგან განშორებაც, თავისი დანაშაულის შემდეგ რომ დაითმინა ჩვენმა წინაპარმა. ამრიგად, ვიღებთ რა მშობლებისაგან სიცოცხლეს, მემკვიდრეობით ვიღებთ სიკვდილსაც, რომლის ქვეშაც იმყოფება მთელი კაცობრიობა. ამ სიკვდილისაგან განთავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ქრისტეს სიკვდილთან სულიერი თანაზიარობა რწმენის მეშვეობით, ღვთივსათნო ცხოვრებით, გაუბ-ზარავი ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და რელიგიური წეს-განგებით აღესრულება. ისინი ამოწმებენ სარწმუნოებას და მორწმუნეთ იმ დიადი მოვლენის თანაზიარს ხდიან, რომელმაც გარდაქმნა წეს-ჩვეულება. (გაგრძელება...)

 

 

 

1Арх. Лазарь. Грех Адамов". М. 2001. გვ. 230.

2Св. Феофан Затворник. Творения. М. 1996. Толкование Посланий. Ап. Павла. Послание Римянам.გვ. 237.

3Св. Ириней Лионский. Творения. СП. б. 1900. Против ересей. Кн. 4. Гл. 7. С. 333.

 


 


 არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება