მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ვარლაამ კალამბრიელი. სიტყვა რომის პაპ ბენედიქტ XII-სადმი - უნიის მისაღწევი ორი გზა
ვარლაამ კალამბრიელი. სიტყვა რომის პაპ ბენედიქტ XII-სადმი - უნიის მისაღწევი ორი გზა7-03-2016, 05:59 |
ვაქვეყნებთ იეზუიტი ბერის პატაკს რომის პაპისადმი, სადაც მართ-ლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მზაკვრულ ჩანაფიქრზეა საუბარი. ტექსტი იმითაცაა საინტერესო, რომ შესაძლოა ეკლესიის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს როცა მას მოუწევს „კრების რეჟიმში ცხოვრება". მივიღე რა თქვენი უწმინდესობისგან ნებართვა - ჩამომეყალიბებინა ჩემი მისაზრება, თუ რა საშუალებებითაა შესაძლებელი აღმოსავ-ლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ერთიანობის მიღწევა. უწინარეს ყოვლისა, ლოცვას აღვავლენ უზენაესისადმი, რათა თქვენს წმინდა სულს შთააგონოს ისეთი აზრები, რაც თქვენს დიდებასა და პატივს შეეფერება - ურწმუნოთა გასანადგურებლად და ყველა ქრისტიანის გასაერთიანებლად. ჩემი აზრით, უნიის მისაღწევად ორი გზა არსებობს: პირველი - ძალისმიერი, როცა აღმოსავლეთი დასავლეთს თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის ზემოქმედების საშუალებით შეუერთდება, მეორე კი მათი თანხმობით აღესრულება, როცა აღმოსავლეთი თვითონ ისურვებს ჩვენთან შემოერთებას, ჩვენი მოძღვრებით განსწავლული და დამდაბლებული. რაც შეეხება პირველ ხერხს, მასზე არაფერს ვიტყვი, მეორე კი ასევე ორად იყოფა. პირველი - თქვენთან უნდა მოიწვიოთ მათი სწა-ვლულები 30-40 კაცის ოდენობით. დიდი ალბათობით, თქვენთან საუბარში მალევე დარწმუნდებიან ჭეშმარიტებაში, მაგრამ, როცა დაბრუნდებიან სამშობლოში და შეეცდებიან ხალხიც დაარწმუნონ თავიანთ შეხედულებებში, შეიძლება ისეთი ვინმე გამოჩნდეს, რომელიც რაღაც მიზეზებით ან შურის ან პატივმოყვარეობის ან კი სულაც გულწრფელი მოსაზრების გამო, ხალხის საწინააღმდეგოდ შეგონებას დაიწყებს ასეთი სიტყვებით: „ძმებო! განეშორეთ საცთურს! ნუ უსმენთ მათ, ვინც ფულითა და საჩუქრებით მოისყიდეს, რათა ჩვენ ძველ სარწმუნოებას განგვაშორონ!" ასეთი სიტყვები აუცილებლად იმოქმედებს. თქვენს წარგზავნილებს საშიშროება დაემუქრება და ჩვენი მცდელობაც უნაყოფო დარჩება. ჩვენ შევძლებთ მეცნიერების დარწმუნებას, მაგრამ ხალხისასა ვერა, ამიტომ, ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, ხალხიც და მეცნიერებიც რომ დავაჯეროთ უნიის აუცილებლობაში. ჩემი აზრით, ასეთი საშუალება მსოფლიო კრებაა. უბრალო ხალხს ღრმად სწამს მსოფლიო კრების დადგენილებების ჭეშმარიტება და სავალდებულო ხასიათი. ამრიგად, საჭიროა, რომ შეიკრიბოს მსოფლიო კრება, რათა აღმოვფხვრათ განსხვავებები და მივაღწიოთ ერთსულოვნებას. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რომ ასეთი კრება ლიონში უკვე შედგა, რომელშიც ბერძნებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ კრებაზე მოწვეულები არ იყვნენ ხალხისა და პატრიარქის წარმომადგენლები. ისინი იმპერატორმა იძულებით გამოგზავნა. ჩვენ კი ასე უნდა მოვიქცეთ: აღმოსავლეთის ეკლესიაში გავგზავნოთ ლეგატები - კაცნი ღვთის მოშიშნი, აღვსილნი სიმ-დაბლით და მოთმინებით, რომლებიც მათ თქვენი წერილის შინაარსს გააცნობენ. „ძმებო, იცით, რომ ჩვენი საერთო მტერი ეშმაკია, რომელმაც განხეთქილება ჩამოაგდო ჩვენ შორის. შეუძლებელია, ეს არ გვაღელვებდეს. გთხოვთ, თქვენ კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქებს, ასევე ჩვენს ქრისტესმიერ ძმებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსებს, სულიერ მამებს ერთად შევიკრიბოთ და განვსაჯოთ რწმენის უმთავრესი საკითხები, რასაც სულიწმინდა შემოგვთავაზებს, ის დავადგინოთ. ვსასოებთ ღვთის გულმოდგინებას, რომ საცდურს განვაგდებთ და ჩვენ შორის ერთსულოვნებასა და სიყვარულს აღვადგენთ!" უწმინდესო მამაო, თუ აღმოსავლეთი ასეთ მდაბალ სიტყვებს მოისმენს თქვენგან, გაუხა-რდებათ და ერთსულოვნად იმპერატორიც და ხალხიც სასწრაფოდ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს წინადადებაზე. დაინიშნება დრო და ადგილი კრების ჩასატარებლად, რომელზედაც რა თქმა უნდა უნია გამოცხადდება. კრების მონაწილენი ერთხმად ხალხს განუცხადებენ: წმინდა მსოფლიო კრებაზე მივიღეთ განჩინებები, რომლებიც სავა-ლდებულოა ყველასთვის და ხალხიც ამ გადაწყვეტილებას დაე-მორჩილება. ასეთია, უწმინდესო მამაო, ერთადერთი გზა უნიის მისაღწევად.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |