მთავარი > თანამედროვე მამები, ანტიქრისტე, მთავარი გვედის ფოტო > ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭედს (ნაწილი III)
ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭედს (ნაწილი III)4-03-2016, 00:01 |
ახლა ვისაუბროთ იმ ვარაუდების შესახებ, რის უფლებასაც თანამე-დროვე მსოფლიოს მდგომარეობა და ტექნიკური საშუალებები გვაძლევენ. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზებულ სამყაროში. მეცნიერულმა აღმო-ჩენებმა არნახულ სიმაღლეს მიაღწიეს. ამ ტექნიკური პროგრესიდან გამომდინარე, მსოფლიოს მოსახლეობა თითქოს ერთ სახლად, ერთ ოჯახად იქცა, იმდენ საერთო სისტემაში არიან ჩართულნი. მაგალითად, ინტერნეტი, მობილური კავშირი, თანამგზავრული ტელევიზია. დახვეწილია ადამიანთა ურთიერთკავშირისა და კონტროლის სისტემა, რომელიც ტოტალურ მასშტაბებს აღწევს. მოხდა ევროპული ერების პოლიტიკური გაერთიანება. ალბათ შორს აღარ არის ის დროც, როდესაც თითოეულ ადამიანზე ტექნიკურად შესაძლებელი გახდება ოცდაოთხსაათიანი დაკვირვება. ერთი სიტყვით, თითქოს უკვე მზადაა ის სისტემა, რომლის პულტსაც სამართავად უნდა მიუჯდეს ანტიქრისტე. შემდეგ: შესაძლებელია მოხდეს მესამე მსოფლიო ომი. ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს წინასწარმეტყველებანი წმ. ნილოს მირონმდინარესთან, წმ. კოზმა ეტოლელთან, წმ. ლავრენტი ჩერნიგოველთან და სხვებთანაც. მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის ამოწყვეტა, ხოლო ვინც გადაურჩება ამ ატომურ ჯოჯოხეთს, გადაწყვეტენ ერთი მსოფლიო მმართველის არჩევას, რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს დარჩენილი კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი. ტექნიკური საშუალებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება; ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ელვის სისწრაფით მიმდინარეობს მეცნიერული პროგრესი ამ დარგში. ერთიანი კაცობრიობის მთავარი იდეოლოგია გახდება მშვიდობა და უსაფრთხოება. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ თავის პირველ ეპისტ-ოლეში წერდა: "დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, რა-დგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მო-ულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობოს ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს" (1 თეს. 5. 1-3). ამ დროს სოციალური და პოლიტიკური პერიპეტიები გამოაჩენს გე-ნიალურ პიროვნებას, რომელიც გამოჩენისთანავე მიიპყრობს საყო-ველთაო ყურადღებას. თავისი განსწავლულობითა და მოჩვენებითი სიკეთისმოყვარეობით მრავალთა აღტაცებისა და თაყვანისცემის სუბიექტად იქცევა. ამავე დროს მას აღმოაჩნდება უცნაური "ნიჭები", რომელიც მრავალთაგან სასწაულებად აღიქმება... მოკლედ, იგი მსოფლიო პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად იქცევა. ჩატარდება არჩევნები. ეს სწორედ ის არჩევნები იქნება, რომელში მონაწილეობასაც პირდაპირ გვიკრძალავენ წმ. ლავრენტი ჩერნიგო-ველი და წმ. კუშკა ოდესელი, ანუ როდესაც მთელი მსოფლიო ერთს აირჩევს. არჩევის შემდეგ, მოსპობს რა მსოფლიო ანარქიას, პირველ ხანებში ეს პიროვნება (ანტიქრისტე!) ყველა ერის წარმომადგენელ-თათვის კეთილისმყოფელად მოგვევლინება. ქრისტიანებთან მშვი-დობიან ურთიერთობას ჩამოაგდებს. ებრაელებსაც შეუსრულებს სანუკვარ მრავალსაუკუნოვან ოცნებას და აუშენებს (აღუდგენს) იერუსალიმის ტაძარს. შემდგომში კი იმძლავრებს მასში დამალული მხეცი და თავის პო-ლიტიკურ ძალაუფლებას თეოკრატიულსაც1 დაურთავს, სადაც თვი-თონვე გახდება თაყვანისცემის ობიექტი. აი, მაშინ ამუშავდება მსოფლიო კონტროლის ტოტალური სისტემა, რომელიც დღევან-დელთან შედარებით კიდევ უფრო ბევრად სრულყოფილი გახდება. ამის შემდეგ, ძალაუფლებით გაკერპებული და საკუთარი თავის ღმერთმყოფელი ეკუმენური კეისარი ქვეშევრდომთაგან მოითხოვს კეისრისასაც და ღვთისასაც. გამოჩნდება მისი თანამზრახველი ცრუწინასწარმეტყველი (შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის თანამ-დებობაზე) და მისი ბეჭედიც. ეს ბეჭედი იქნება მისი, როგორც ღვთაების თაყვანისცემის ნიშანი, რომელიც ამავე დროს სავაჭრო ურთიერთობებში, ანუ კეისრის სამოქალაქო პრეროგატივებში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მათთვის, ვინც ანტიქრისტეს ღმერთად არ აღიარებს და მის ბეჭედს არ მიიღებს, გაჭირდება არსობის პურის მოპოვება, ანუ დედა-ეკლესიის ერთგული შვილები საბოლოო მოწამეობრივი ღვაწლისათვის განემზადებიან. ანტიქრისტე თავისი ბეჭდის დასადებად კოდირების ლაზერულ სი-სტემას გამოიყენებს თუ იმ დროისათვის სხვა, უფრო თანამედროვე საშუალებას, ჩვენს ეს არ ვიცით; ამის იქით მარჩიელობის სფერო იწყება, „რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?" (რომ. 11.34)... თუკი ვინმეს მარჩიელობა არ ეზარება და ამას ცოტა შიშის ეფექტსაც დაუმატებს, გამომდინარე იქიდან, რომ "შიშს დიდი თვალები აქვს", დემონის სიღრმეებში მომზირალი მრავალ უცნაურ აღმოჩენასაც გააკეთებს... ამდენად, დღევანდელი შფოთი ჩიპიანი პასპორტების შესახებ, სრუ-ლებითაც არ განეკუთვნება სულიერ სფეროს, არამედ სოციალურს, გნებავთ პოლიტიკურს; როგორც გაირკვა, ბრიტანეთის სამეფოს ადმინისტრაციამ უარი თქვა ასეთი სახის პასპორტებზე. ეს კარგი ნიშანია და აი რატომ: ასეთი პასპორტების აღება-არაღებას რომ სულიერი დატვირთვა ჰქონდეს, მაშინ როგორი იქნებოდა ბრიტანეთის პოზიცია? განა ანტიქრისტეს პერიოდში დღეისათვის ამ უძლიერეს სახელმწიფოს და ალბათ მაშინაც წამყვან პოზიციებზე მდგომს, ექნება ასეთი თავისუფალი არჩევანი? განა დღევანდელი ცივილიზაციის ლოკომოტივი, ევროპელი ერები არ გახდებიან უპირველესი საყრდენი ანტიქრისტეს პოლიტიკური ძალაუფლებისა?.. თუ რატომ არ იღებს ბრიტანეთი ასეთი სახის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ალბათ ეს მის სადაზვერვო ორგანიზაცია MI-6-ში ყველაზე უკეთ იციან... ჩვენ შემთხვევაში კი ლოგიკა მარტივია: არ მიიღო ბრიტანეთმა?! ე.ი. ამას ჯერჯერობით არავითარი სულიერი დატვირთვა არ აქვს. რომ მიეღო, ის უფრო დამაფიქრებელი იქნებოდა. ზოგიერთს გააჩნია განსაკუთრებული მოსაზრება, რომ საქართველო მასონების განსაკუთრებული პოლიგონია. რა გითხრათ, ბოროტის სიღრმეების გამოძიებაზე ქვემოთ გვექნება საუბარი; ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აზრი მათი ავტორების განსაკუთრებულ სულიერ პრეტენზიაზე მეტყველებს. ეს უფრო ეფექტის მოხდენის მეთოდს წააგავს. თუ გინდა რომ განსაკუთრებულ მებრძოლად წარმოჩინდე, განსაკუთრებული მოწინააღმდეგის ილუზია უნდა შექმნა. ამასთან, განა დაკარგა საქართველომ დედა-ღვთისმშობლის წილხვდომი-ლობა?! ეკლესიისათვის პასპორტების საკითხი არ ახალია. კომუნისტების დროს იყვნენ მორწმუნეები და მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომლებმაც უარი განაცხადეს საბჭოთა სიმბოლიკის მა-ტარებელი დოკუმენტების აღებაზე. ისინი თვლიდნენ, რომ ეს სიმბოლიკა ანტიქრისტეს ბეჭედს წარმოადგენდა. ეს ხალხმრავალი მოძრაობა, რომელიც, ერთი შეხედვით, ქრისტიანული მოშურნეობის მაგალითს იძლეოდა, საბოლოოდ სექტებად გარდაიქმნა და მათ თავის ძირითად საქმიანობად დედაეკლესიასთან ბრძოლა გამოაცხადეს. ამ სექტების სახელია ბეგუნები და კატაკომბელები. საბოლოოდ, როგორც სექტებს სჩვევიათ, ისინი მრავალ ნაწილად გაიყვნენ და ასპა-რეზიდანაც გაქრნენ, თუმცაღა მრავალი მეამიტი სული აცდუნეს და ეკლესიიდან განაყენეს. (გაგრძელება...)
¹თეოკრატიული - მმართველობის ფორმა, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება სასულიერო პირებს ეკუთვნის.
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) წიგნიდან "666 ანუ აპოკალიფსური საცდური" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |