მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > პრობლემატური საკითხი წმინდა და დიდი კრების რეგლამენტში
პრობლემატური საკითხი წმინდა და დიდი კრების რეგლამენტში29-02-2016, 00:10 |
სრულიად მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრების ჭრილ-შუქში მსურს მოკრძალებით გამოვთქვა საღვთისმეტყველო ხასიათის ზოგიერთი მოსაზრება, რომლებსაც, ვიმედოვნებ, საჭიროდ მიიჩნევთ. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად, არასასურველი გა-ოცებით აღმოვაჩინე, რომ საბერძნეთის ეკლესია 1961 წელს, როდესაც სრულიად მართლმადიდებელთა წინამოსამზადებელი თათბირები დაიწყო, ამ საკითხების სამღვდელმთავრო კრების დონეზე გადაწ-ყვეტისთვის არ გახლდათ შემზადებული. ამის შედეგია ახლანდელი რთული საეკლესიო ვითარება. ანუ, ერთი მხრივ, ხელთ გვაქვს სრულიად მართლმადიდებელთა დიდი კრების კრიტიკული საკით-ხების საეკლესიო გადაწყვეტილებები, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი არასაკმარისად გამოხატავენ ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთა-ვართა კრებსითობას, როგორც ეს წარმოჩინდა წინამოსამზადებელ თათბირებზე. ამჟამად, საეკლესიო საკითხებთან მიმართებაში სრულიად მართლ-მადიდებელთა წმინდა და დიდი კრების საბოლოო გადაწყვეტი-ლებების ეტაპზე ვიმყოფებით. მიმაჩნია, რომ ვითარების დაძაბუ-ლობის მიუხედავად, ყოველივე ჯერ კიდევ განკურნებადია. როგორც ცნობილია, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით სისტემას სულიწმიდისმიერი საეკლესიო მსახურება არა მხოლოდ მართვისა და ცხოვრების საკითხებში, არამედ დოგმატური სწავლების ზუსტი ფორმულირების თვალსაზრისითაც გააჩნია. კერძოდ, ვფიქრობ, რომ უკანასკნელი ორმოცდათხუთმეტწლიანი არაკმარი კრებსითობა, ცხადია, დღეს შეიძლება გამოსწორდეს. იმ შემთხვევაში, თუ სრულიად მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრების წინარე სამღვდელმთავრო კრებათა გადაწყვეტილებები ეკლესიისა და მამებისეული წმინდა გარდამოცემის თვითშეგნების შესაბამისობაში აღმოჩნდება. კიდევ ერთი აქტუალური და ერთობ სერიოზული საკითხი. ყურადღებით წავიკითხე ახლახან გამოქვეყნებული "წმინდა და დი-დი კრების ორგანიზაციისა და მუშაობის რეგლამენტი" და მსურს წარმოვადგინო ჩემი დოგმატურ-საღვთისმეტყველო ხასიათის შენიშვ-ნები. კერძოდ, მეთორმეტე სტატიაში "ხმის მიცემისა და ტექსტის დამტ-კიცების" საკითხში შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი შეინიშნა: "დღის წესრიგში მდგარი კრების ტექსტების განხილვისა და გადახედვის შედეგად ხმის მიცემა ხორციელდება: 1) მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების, და არა კრების დელეგაციის ცალკეული წარმომადგენელის მიერ, მართლმადიდებე-ლი ეკლესიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებისამებრ; 2) სიტუაცია, როდესაც კრებაზე ხმის უფლება ეძლევა ეკლესიას და არა დელეგაციის წევრებს არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ამა თუ იმ ავტოკეფალური ეკლესიის ერთი ან რამდენიმე დელეგატი იერარქი რომელიმე ტექსტის ან შენიშვნის მიმართ გამოხატავს უარყოფით პოზიციას. შეუთანხმებლობის ფაქტი შედის კრების პროტოკოლში. 3) მსგავსი შეუთანხმებლობა იმ ავტოკეფალური ეკლესიის შიდა საქ-მედ შეფასდება, რომლის წევრიცაა მღვდელმთავარი. ეკლესიას, შიდა უმრავლესობის პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლია ხმის მიცემა, რომელსაც მისი თავჯდომარე გამოხატავს. ამდენად მას უნდა დაეთმოს შესაფერისი დრო და ადგილი დელეგაციის შიგნით დისკუსიისთვის ამ საკითხთან მიმართებაში". აღნიშნულ სტატიაში იკვეთება აზრი, რომ დიდი და წმინდა კრების ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების ერთსულოვნება ერთი ხმით შემოიფარგლება. ადგილობრივი ეკლესიის ფარგლებში წარ-მოჩენილი ცალკეული უთანხმოებები, თუ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ, მათ "შიდა საქმედ" ცხადდება, რაც კონკრეტული სრულიად მართლმადიდებელთა კრებისთვის ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით მიუღებელია მით უფრო, თუ ეს უთანხმოება დოქტრინალურ საკითხს ეხება. ამის ალბათობა ერთობ რეალურია. მაგალითად, ეკლესიის თვითშეგნებისა და იდენტურობის საკითხი, რომელიც განიხილება ტექსტში: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან", გახლავთ ეკლესიოლოგიური, ანუ მეტწილად დოგმატური საკითხი. შესაბა-მისად, დაუშვებელია დასამტკიცებლად წარმოდგენილ დოკუმენტში, ერთი მხრივ, არსობრივად პროტესტანტული "განშტოების" თეორია, მრავალი განსხვავებული დოგმატების მქონე ეკლესიების არსებობა დააკანონო, ხოლო, მეორე მხრივ, "კრების ორგანიზაციისა და მუშაობის რეგლამენტი" პრაქტიკულად უგულებელყოფს ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების სავარაუდო უმცირესობის იერარქთა ხმებს და მნიშვნელოვნად იგნორირებულია მათი ეპისკოპალური შეგნების საღვთისმეტყველო პოზიცია. აქაც ჩნდება დოგმატურ-საღვთისმეტყველო საკითხი: "როგორღა ვა-ღიარებთ ეკლესიის ერთ სარწმუნოებას, "ერთიან ბაგეებად და ერთიან გულად"? როგორ შეძლებენ სინოდალური მამები განაცხადონ: "ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა"? როგორ დაადასტურებენ, რომ ფლობენ "ქრისტეს გონს", როგორც ამას ამბობდნენ ეკლესიის წმინდა მსოფლიო კრებების ღვთივგანბრძნობილი მამები? როგორც ცნობილია, დოგმატური ხასიათის საკითხებში ჭეშმარიტ-ება ვერ მოიპოვება მღვდელმთავართა კრების უმრავლესობით. ჭეშმარიტება თავისთავად უპირატესია, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ეკლესიაში ჰიპოსტალური რეალობის გახლავთ. ამდენად ყველა, ვინც ამ რეალობასთან უთანხმოებაშია, განიყენება და განიკვეთება (იგუ-ლისხმება სამღვდელო ხარისხი) ეკლესიისაგან. წმინდა და დიდი კრებისთვის დაუშვებელია დაბლა მდგომ კრებსით ორგანოს (ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებას) გა-დაეცეს ასეთი სერიოზული საკითხის განხილვის შესაძლებლობა. უმაღლესმა კრებსითმა ორგანომ ეს პრობლემა მყისიერად უნდა გად-აწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიაში განხეთქილების აშკარა საშიშროება ჩნდება, სწორედ მაშინ, როდესაც დიდი კრება ხილული ერთობის გამყარებას შეეცდება.
პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |