მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რუსეთის მომავალი და ქვეყნის დასასრული (სიტყვა, რომელსაც რუსეთი მოუტანს მსოფლიოს) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

რუსეთის მომავალი და ქვეყნის დასასრული (სიტყვა, რომელსაც რუსეთი მოუტანს მსოფლიოს) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


23-04-2016, 00:05

 

   ახალ აღთქმაში, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგ-ნში დაწვრილებითაა აღწერილი ქვეყნიერების დასასრულის წინ აღსასრულებელი მოვლენები: „და რაჟამს აღაღო მეშვიდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა ვითარ ნახევარსა ჟამისასა" (გამოცხ. 8,1). ზოგიერთნი საღმრთო წერილის ამ სიტყვას განმარტავენ როგორც მშვიდობის ხანმოკლე პერიოდს, რომელიც წინ უსწრებს მსოფლიო ისტორიის უკანასკნელ მოვლენებს; კერძოდ კი ეს იქნება რუსეთის აღდგენის ხანმოკლე პერიოდი, როცა სრულიად მსოფლიო სიტყვა სინანულის შესახებ რუსეთიდან დაიწყება - სწორედ ეს არის ის „უკანასკნელი და საბოლოო სიტყვა", რომელსაც, დოსტოევსკის წინასწარმეტყველების თანახმად, რუსეთი მოუტანს მსოფლიოს.

   თანამედროვე პირობებში, როცა ერთ რომელიმე ქვეყანაში მომხდ-არი მოვლენები უმალვე ცნობილი შეიქნება ხოლმე მთელი მსოფლიოსათვის, რუსეთს, განწმენდილს წმიდა მოწამეთა სისხლით, მართლაც ექნება შესაძლებლობა განაღვიძოს მსოფლიო ათეიზმისა და ურწმუნოების ღრმა ძილისაგან. მღვდელს დიმიტრი დუდკოს და სხვებს არაერთგზის უთქვამთ, რომ შეუძლებელია ამაოდ ყოფილიყო დაღვრილი უთვალავ რუს წმიდა მოწამეთა სისხლი: იგი უსათუოდ გახდება ის მარცვალი, რომლიდანაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის მომავალი ელვარე აყვავება მოხდება. მაგრამ ძალზე ადვილია უბრალოდ ვოცნებობდეთ ამა ქვეყნის მომავალზე და იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს რუსეთში. რუსეთის მკვდრეთით აღდგომა დამოკიდებულია ყოველი ცალკეული სულის ძალისხმევაზე: იგი შეუძლებელია აღსრულდეს მართლმადიდებელი ადამიანების მონა-წილეობის - ჩვენი საერთო სინანულისა და ღვაწლის გარეშე. ეს მკვდრეთით აღდგომა თავის სფეროში მიიზიდავს არამხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ დიასპორაში მყოფ რუს ადამიანებსაც და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელთაც.

   ეპისკოპოსი იოანე შანხაელი (მაქსიმოვიჩი; 196. წ., შერაცხული წმი-დანად 1994 წელს. რედ.) თავის მოხსენებაში რუსეთის საზღ-ვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებისადმი 1938 წელს ლაპარაკობდა რუსი ხალხის აპოკალიპსურ მისიაზე საზღვარგარეთ:

  „როცა სასჯელს მოუვლენს რუს ხალხს, უფალი იმავდროულად ხსნის გზასაც უჩვენებს მას, აქცევს რა რუს ადამიანებს მართლ-მადიდებლობის მქადაგებლებად მთელს მსოფლიოში. რუსულმა დიასპორამ ქვეყნიერების ყველა კუთხეში გააცნო მართლმადი-დებლობა სხვა ეროვნების ადამიანებს, რამეთუ რუს ლტოლვილთა მასა (მნიშვნელოვანწილად არაცნობიერად) არის მართლმადიდებ-ლობის მქადაგებელი (1917 წლის ბოლოდან 1930 წლამდე, როცა სსრკ-ის საზღვრები საბოლოოდ ჩაიკეტა, რუსეთი დატოვა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა - რუსი ერის ე.წ. ნაღებმა. ასეთი გადასახლება არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას - რედ.)

   საზღვარგარეთ მყოფ რუსებს დაგვეკისრა, მთელს მსოფლიოს მოვ-ფინოთ მართლმადიდებლობის ნათელი, რათა სხვა ერებმაც, იხილავენ რა რუსი ადამიანების კეთილ საქმეებს, განადიდონ მამაი ჩვენი, რომელიც არს ცათა შინა, და ამით ცხოვნება მოიპოვონ... ჩვენ, საზღვარგარეთ მყოფი რუსები სინანულის გზაზე უნდა მოვიქცეთ, შევავედროთ უფალს შენდობა და როცა სულით ავღორძინდებით და ხელახლა ვიშვებით, იმის უნარის მქონედაც შევიქნათ, რომ ჩვენი ტანჯული სამშობლოც ავაღორძინოთ და ხელახლა ვშვათ".

   ამრიგად, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსები, თუკი ისე მოიქცევიან, როგორც ჯერ არს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები-სათვის, გზას განუმზადებენ ღირს მამა სერაფიმე საროველს მსოფლიო სინანულის ქადაგებისათვის. გარკვეულწილად ასეც ხდება, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობის აღო-რძინება ხდება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც რუსეთის გარეთ.

   მაგრამ მთელი მომავალი თვით ჩვენზეა დამოკიდებული: თუკი ჩვენ ხელახლა ვიშვებით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ცხოვრებისათ-ვის, მაშინ წმიდა რუსეთიც აღდგენილ იქნება; თუ არა და, მაშინ უფალმა შეიძლება წაგვართვას კიდეც თავისი დაპირება.

  მთავარეპისკოპოსმა იოანემ თავისი მოხსენება მღვდელმთავართა კრებაზე დაასრულა წინასწარმეტყველებისა და იმედის გამოთქმით მასზედ, რომ რუსეთში ჭეშმარიტი აღდგომა დადგება, რომელიც მთელს მსოფლიოს გამოუბრწყინდება ყოველივე არსებულის დასასრულისა და საყოველთაო ცათა სუფევის დაწყების წინ: „განიფრთხვეთ, რუსეთის ძენო, სასოწარკვეთლებისა და მცონარების ძილი! იხილეთ რუსეთის ტანჯვათა დიდება და განიწმინდეთ, განიბანეთ თქვენს ცოდვათაგან! განმტკიცდით მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, რათა ღირსნი იყვნეთ უფლის სამკვიდრებელში დავანებისა და მის წმიდა მთაზე დასახლებისა! აღსდეგ, აღსდეგ ძილისაგან და აღორძინდი, რუსეთო, - შენ, ვისაც უფლის ხელთაგან შეგისვამს მისი რისხვის სასუმელი! ოდეს დასრულდებიან შენი სატანჯველნი, მაშინ სიმართლე შენი შენთან ერთად წამოვა და უფლის დიდებაც თან გდევს შენ! და მოვლენ ერები შენს ნათელთან, და მეფენი - შენგან აღმომავალ ბრწყინვალებასთან. მაშინ მიმოავლე თვალნი შენს გარშემო და იხილე: აჰა, ესერა მოვლიან შენდა დასავალით და ჩრდილოით, ზღვით და აღმოსავალით შვილნი შენნი, შენგნით მაკურთხეველნი და მადიდებელნი ქრისტესი უკუნისამდე".

 

  

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება