მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რუსეთის მომავალი (ნაწილი 2) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

რუსეთის მომავალი (ნაწილი 2) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


25-03-2016, 00:03

 

   ისევე, როგორც ადამიანთა მონანიების შემდეგ ნინევია შეწყალებულ იქნა და ამგვარად, იოანეს წინასწარმეტყველებაც მისი დაღუპვის შესახებ ცრუ აღმოჩნდა, ასევე წინასწარმეტყველებანიც რუსეთის აღორძინების შესახებ შეიძლება ცრუ აღმოჩნდეს, თუკი რუსი ადამიანები არ მოინანიებენ.

   ნეტარხსენებული ეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი დიდხანს ფიქრო-ბდა რუსეთის რევოლუციისა და მთელს მსოფლიოში რუსი ხალხის განბნევის შესახებ.

   თავის მოხსენებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრუ-ლიად საზღვარგარეთის სამღვდელმთავრო კრებაზე იუგოსლავიაში, 1938 წელს, იგი წერდა:

   „რუსმა ხალხმა მთლიანობაში უდიდესი ცოდვები ჩაიდინა, რაც გა-მოჩნდა მიზეზად აწინდელი უბედურებებისა, კერძოდ კი ეს უდიდესი ცოდვებია - ფიცის გატეხვა და მეფის მკვლელობა. საზოგადოებრივმა და სამხედრო ბელადებმა უარი უთხრეს მეფეს მორჩილებასა და ერთგულებაზე ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის ტახტზე იტყოდა უარს, და აიძულეს მეფე გაეკეთებინა ეს, რამეთუ მას არ სურდა შიდა სისხლის ღვრა, ხალხი კი აშკარად და ხმაურით მიესალმა მომხდარს ისე, რომ არსად ხმამაღლა არ გამოუხატავს თავისი დაუთანხმებლობა ყოველივე ამასთან.

   მეფის მკვლელობის ცოდვაში დამნაშავენი მხოლოდ ფიზიკური შემ-სრულებლები კი არ არიან, არამედ მთელი ხალხი, რომელიც ზეიმობდა მეფის დამხობას და რომელმაც დაუშვა მისი დამცირება, დაპატიმრება და გადასახლება, დაუცველი დატოვა იგი ბოროტ-მოქმედთა ხელში, რაც უკვე თავისთავად განსაზღვრავდა დასას-რულს.

   ამრიგად, რუსეთის თავს დამტყდარი უბედურება პირდაპირი შედ-ეგია მძიმე ცოდვებისა, და მისი აღორძინება შესაძლებელია მხოლოდ ამ ცოდვათაგან გაწმედის შემდეგ. მაგრამ დღემდე არ ჩანს ნამდვილი სინანული; აქამდე არ დაგმობილა ჩადენილი დანაშაულობანი, ხოლო რევოლუციის ბევრი აქტიური მონაწილე ახლაც განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ მაშინ სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლებოდა.

   და რაკი პირდაპირ არ გმობენ თებერვლის რევოლუციას - ცხებული მეფის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას - რუსი ადამიანები განაგრძობენ მონაწილეობას ცოდვაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცავენ რევოლუციის ნაყოფებს" (სრულიად საზღვარგარეთის კრების აქტი, 1938 წ, იუგოსლავია).

   რა თქმა უნდა, მეფის მკველობა არ არის ერთადერთი ცოდვა, რო-მელიც რუსი ადამიანების სინდისზეა. იგი არის ერთგვარი სიმბოლო ქრისტესა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაგან განშორებული რუსეთისა - იმ პროცესისა, რომელიც XIX და XX საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელმაც, შესაძლოა, მხოლოდ ამჟამად შეიცვალა თავისი მიმართულება. საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თანამედროვე რუსეთში მეფისა და ახალმოწამეთა განდიდების საკითხთან ან დაკავშირებულია იმ შეჩვენების მოხსნა, რომელიც რუსეთის მიწა-წყალზე იყო მათი მოწამეობრივი აღსრულების დროიდან.

   ასევე, მეტისმეტად ზედაპირული დასკვნა იქნებოდა იმის თქმა, რომ ახალმოწამეთა და სამეფო ოჯახის განდიდება წმინდა რუსეთის აღდგენასთან უსათუოდ მიგვიყვანს. მაგრამ თუკი მართლმადი-დებელი რუსი ადამიანები რუსეთში და დიასპორაში მთელის გულით აღიქვამენ ამ მოვლენას, მაშინ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ხალხის მიერ ცოდვების მონანიებას, ხოლო თვით რუსეთზე ამ მოვლენის ზეგავლენის შეფასებაც კი ძნელია.

   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციამდელი წინასწარ-მეტყველება რუსეთის შესახებ მხოლოდ მცირედთათვის იყო ცნობილი; იგი იმდენად გაბედული ჩანს, რომ საეკლესიო ცენზურამ ნება არ დართო დაებეჭდათ იგი. ეს წინასწარმეტყველება იპოვეს მოტოვილოვის ხელნაწერებს შორის, რომელიც ცნობილია თავისი „საუბრით ღირს მამა სერაფიმე საროველთან სულიწმიდის მოპოვების შესახებ". უკანასკნელ ათწლეულებში დაბეჭდილი ეს წინასწარ-მეტყველება ეხება წმიდა სერაფიმეს მკვდრეთით აღდგინებას ქვეყნის დასასრულამდე სულ მცირე ხნით ადრე.

   აი, რა უთხრა წმიდა სერაფიმემ მოტოვილოვს:

   „არაერთგზის მსმენია, - წერს მოტოვილოვი, - ღვთის დიდი სათნო-მყოფელის, ღირსი მამის სერაფიმესაგან, რომ იგი თავისი სხეულით არ იქნება დასვენებული საროვში. და აი, ერთხელ მე გავბედე და ვკითხე:

- მამაო, თქვენ სულ ამბობთ, რომ სხეულით არ იქნებით დასვენებული საროვში. მაშ, ნუთუ საროველები თქვენ დაგთმობენ?

- მე, ღვთის გლახა სერაფიმეს, უფლისაგან განჩინებული მაქვს ას წელზე გაცილებით მეტ ხანს ვიცოცხლო. მაგრამ რადგანაც იმ დროისათვის მღვდელმთავრები ისე გაუკეთურდებიან, რომ თავიანთი უკეთურებით თეოდოსი ყრმის დროინდელ ბერძენ მღვდელმთავრებსაც კი გადაამეტებენ, ისე, რომ ქრისტეს სარწმუნოების უმთავრეს დოგმატსაც აღარ ირწმუნებენ, ამიტომ უფალი ღმერთი კეთილად ინებებს დროზე ადრე წამიყვანოს მე, ღვთის გლახა სერაფიმე ამა წუთისოფლიდან და შემდეგ მკვდრეთით აღმადგინოს! ხოლო ჩემი მკვდრეთით აღდგინება იქნება შვიდი ყრმის მკვდრეთით აღდგინების მსგავსი, ოქლონის მღვიმეში რომ აღსრულდა თეოდოსი ყრმის დროს.

  გამიმხილა რა ეს დიადი და საშინელი საიდუმლო, დიდმა ბერმა ისიც მაუწყა, რომ თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი საროვიდან დივეევოში გადავა და იქ დაიწყებს სინანულის სრულიად მსოფლიო ქადაგებას. ხოლო ამ ქადაგებაზე, უფრო კი მისი მკვდრეთით აღდგინების სასწაულის სახილველად, ხალხის უდიდესი სიმრავლე შეიკრიბება მსოფლიოს ყველა კუთხიდან; დივეევო ლავრად იქცევა, ვერტიანოვო - ქალაქად, არაზამასი - გუბერნიად. და დივეევოში სინანულის ქადაგებისას მამა სერაფიმე აღმოაჩენს მასში ოთხთა წმიდა ნაწილებს, ხოლო მათი აღმოჩენის შემდეგ თვითონაც მათ შორის დაწვება. და მაშინ, სულ მალე, ქვეყნის დასასრულიც დადგება".

   ღირსმა სერაფიმემ თავის ერთ სხვა საუბარში მოტოვილოვთან იმ უკანასკნელი ქრისტიანების სულიერი მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ღმერთის ერთგულნი დარჩებიან ქვეყნიერების დასას-რულის წინ, მეტად მნიშვნელოვანი რა აუწყა მას ქრისტეს აღმსარებელთა განმტკიცებისათვის: „და იმ დიდი მწუხარების ჟამს, რომელზეც ნათქვამია, რომ ვერავინ გადარჩება, თუკი რჩეულთა გამო უფალი არ შეამოკლებს იმ დღეებს, - მაშინ შემორჩენილმა რჩეულებმა რაღაც იმის მსგავსი უნდა დაითმინონ, რაც ოდესღაც თვით უფალმა დაითმინა, როცა მან, ჯვარზე გამოკიდულმა სრულყოფილმა ღმერთმა და სრულყოფილმა ადამიანმა თავისი თავი იმდენად მიტოვებულად იგრძნო ღმერთისაგან, რომ ასე შეჰღაღადა მას: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?!" (მათ 27, 46).

   საღმრთო მადლის მიერ კაცობრიობის მსგავსი მიტოვება უნდა გან-იცადონ უკანასკნელმა ქრისტიანებმაც, ოღონდ ძალზე მცირე ხნით, რის შემდეგაც უფალიც არ დააყოვნებს მოსვლას თავისი სრული იდეებით, და მასთან ერთად - ყველა წმიდა ანგელოზიც. და მაშინ მთელი სისრულით აღსრულდება ის, რაც საღმრთო წინათსაუკუნო მსჯავრითაა წინასწარგანსაზღვრული" („ღირსი მამის სერაფიმე საროველის საუბარი ქრისტიანული ცხოვრების მიზნის შესახებ", ნეტარი გერმანეს საძმო, სან-ფრანცისკო, 1968, გვ. 82).

   ეს წინასწარმეტყველება, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაბე-ჭდილა რუსეთში, მაინც ცნობილი გახდა იქ. ჟურნალ „Надежда"-ს პირველ ნომერში დაიბეჭდა ერთი მღვდლის წერილი, რომელშიც იგი აღწერს საროვისა და დივეევოს მონახულებას და ლაპარაკობს თავის დარწმუნებულობაზე იმაში, რომ წმიდა რუსეთი კვლავაც ცოცხალია; ამ წერილიდან ჩანს, რომ იქ მცხოვრებ მონაზონ დედებში ეს წინასწარმეტყველება შემონახულია: ერთ მოხუც ქალს, სახელად ევდოკიას, წმიდა ზიარების მიღებისა და ჯვარზე მთხვევის შემდეგ მისთვის მიუმართავს და მაღალი ხმით დაუწყია ლაპარაკი: „- მალე, მალე იქნება აქ, დივეევოში დღესასწაული. ახლა უკვე წლები და თვეები კი არა, დღეები და საათები დარჩა მონასტრის გახსნამდე და ოთხთა წმიდა ნაწილების გამოცხადებამდე: ღირსი მამის სერაფიმესი, იღუმენია ალექსანდრასი, დედა მარფასი და ნეტარი ევდოკიასი, უღმერთოთაგან წამებულისა და მოკლულისა... აი, ღირსი მამა მიბრძანებს კიდეც: უთხარი მას, და სხვას არავის, მალე, ძალიან მალე გაიხსნება მონასტერი და გამოგვიჩნდება წმიდა ნაწილები. იგი მიბრძანებს გითხრა, რომ შენც აუცილებლად ჩამოხვიდე აქ ეკლესიის გახსნისათვის და წმიდა ნაწილების მოპოვებისათვის" („Надежда", 1977, 1, გვ. 148).

   დარწმუნება იმაში, რომ წმიდა რუსეთი კვლავაც ცოცხალია, დასტ-ურდება მთელი რიგით მოწმობებისა, რომლებიც ეკუთვნის თანა-მედროვე რუსეთის ცხოვრებაზე ზოგიერთ დამკვირვებელს. აი, მაგალითად, რას ამბობს გენადი შიმანოვი:

   „წმიდა რუსეთი არ გამქრალა, არ დამარხულა; იგი მარადიული და ძლევამოსილია და ეს უკნასკნელი სიტყვა ჩვენი ხალხის ისტორიას ეკუთვნის... წმიდა რუსეთი მხოლოდ თანამედროვე ცხოვრების ზედაპირიდან გაქრა, მაგრამ იგი განაგრძობს სიცოცხლეს მის დაფარულ სიღრმეებში და ამოიზრდება იმ დროს, როცა ამას ღმერთი ინებებს; და გადაიტანს რა ზამთარს, იგი კვლავ გამოჩნდება ზედაპირზე და დაამშვენებს რუსეთის მიწა-წყლის წმიდა ხატს, რომელსაც სასტიკი და ყინვიანი ქარიშხლები ამათრახებდნენ" („Наша Страна", ბუენოს-აირესი, 1972, 22 ნოემბერი). (გაგრძელება...)

  

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება