მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რუსეთის მომავალი (ნაწილი 1) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

რუსეთის მომავალი (ნაწილი 1) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


24-03-2016, 00:05

 

  XIX საუკუნეში რუსეთში ბევრი ისეთი წინასწარმეტყველი იყო ცნობილი, - მათ შორის ერისკაცნიც, როგორც, მაგალითად, დო-სტოევსკი, - რომლებმაც წინასწარ განჭვრიტეს რევოლუციის მოსვლა როგორც ურწმუნოების, ცხოვრებისეული ამაოებისა და წეს-ჩვეულებათა ოდენ გარეგნული აღსრულების შედეგი, როცა რიტუალი მოკლებულია მხურვალე და თავდადებულ რწმენას, რომელსაც მართლმადიდებლობა მოითხოვს.

  ზოგიერთ მათგანს ეს საზარელ უბედურებად მიაჩნდა, რომელიც რუსეთის მიწა-წყალს ეწია. მაგალითად, როცა მრავალ ადამიანში ჭეშმარიტი სარწმუნოების დაკარგვას ხედავდა, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ღაღადებდა: „რაღა დარჩება ჩვენი მართლმადიდებ-ლობიდან ასი წლის შემდეგ?!"

   სხვები თვლიდნენ, რომ ეს ურწმუნოება გამოიხატებოდა საშინელ რევოლუციაში, რომელიც საბოლოოდ მთელს მსოფლიოში გავრცელ-დებოდა. წმიდა იოანე კრონშტადტელი 1905 წელს წარმოთქმულ თავის ქადაგებაში ამბობდა: „ჰოი, რუსეთო, თუკი შენ განეშორები შენს სარწმუნოებას, როგორც უკვე განშორებია მას მრავალი ინტელიგენტი, მაშინ აღარც იქნება რუსეთი, წმიდა რუსეთი. და თუკი რუსი ხალხი არ შეინანებს, ქვეყნის დასასრული ახლოა. ღმერთი წაგვართმევს კეთილმსახურ მეფეს და სასჯელს მოგვივლენს უკეთრ, სასტიკ, თვითმარქვია მმართველთა სახით, რომლებიც მთელს ქვეყანას სისხლითა და ცრემლით მორწყავენ" (საიუბილეო კრებული, იუტიკა, 1958 წ.).

  და მართლაც, ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ მსოფლიოს, ნაწილობრივ მორწყულს სისხლით და დათრგუნულს ტირანიით, რომელიც რუსეთში დაიწყო 1917 წლის რევოლუციით. ამასთან იბადება კითხვა: არის კი იმედი გათავისუფლებისა, თუ ათეიზმი მთელს მსოფლიოს შთანთქავს და ანტიქრისტეს ბატონობისათვის მოამზადებს ადგილს?

   მაგრამ ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმაში დასაეჭვებლად, რომ მომავალი მოვლენები ასე მარტივად განვითარდება, რადგან ის ქვეყანა, სადაც კომუნიზმის ბატონობა დაიწყო, ამჟამად რელიგიურ აღორძინებას განიცდის და ეს ხელს უშლის ათეიზმის გავრცელებას მსოფლიოში; აგრეთვე იმიტომაც, რომ მართლმადიდებლური წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტე ჩვეულებრივი ტირანი კი არ იქნება, როგორც სტალინი იყო, არამედ - „სულიერი" პიროვნება, რომელიც უფრო ადამიანთა დარწმუნება-შეგონებით იმოქმედებს, ვიდრე ძალით, და ასე ეცდება მიაღწიოს მათგან აღიარებას.

   რუსეთის წმიდა მამებს, რომლებიც რევოლუციის წინ ცხოვრობდნენ, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ თავისი არსით ეს იყო აპოკა-ლიპსური მოვლენა და მათ იცოდნენ, რომ რუსეთს მრავალწლიანი განსაცდელი ელოდა. მაგრამ ისინი იმასაც წინასწარ ჭვრეტდნენ, რომ ამ განსაცდელის დასასრულიც დადგებოდა.

   ზოსიმეს უდაბნოს ბერმა ალექსიმ ჩუდოვის მონასტერში პატრი-არქის არჩევნებზე ყოფნის დროს გაიგონა, თუ როგორ ტიროდა ხალხი და როგორ წამოიძახა ვიღაცამ: „მაშ, დაღუპულა ჩვენი რუსეთი! დაღუპულა წმიდა რუსეთი და ეგ არის!" ამის გაგონებაზე ალექსიმ ხმამაღლა იკითხა: „ვინ იძახის აქ, რომ დაიღუპა რუსეთიო? არა, არა, იგი არ დაღუპულა და არც დაიღუპება! მაგრამ საჭიროა, რომ რუსი ხალხი განსაცდელით განიწმიდოს ცოდვისაგან. საჭიროა ლოცვა, მხურვალე მონანიება. რუსეთი არ გაქრება, და იგი არც დაღუპულა" (ჟურნ. „Православнаия Русь", 1970, №1, გვ. 9. - რა აქტუალურია ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვისაც, სადაც ბევრი მისცემია დამღუპველ სასოწარკვეთას! - რედ.)

   რევოლუციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ბერმა ბარნაბამ გეთ-სიმანიის სკიტიდან იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს უმძიმესი განსაცდელნი მოელის და რომ მართლმადიდებელ სარწმუნოებას სასტიკი დევნა დაატყდება თავს. იგი ამბობდა: „დევნა სარწმუნოების წინააღმდეგ გამუდმებით გამძაფრდება. აქამდე არნახული უბედუ-რება და წყვდიადი მოიცავს ყველას და ყველაფერს, და ტაძრები დაიხურება. მაგრამ როცა უკვე შეუძლებელი იქნება მეტის მოთმენა, სწორედ მაშინ მოხდება გათავისუფლება. და მოვა დრო აყვავებისა. ტაძრებიც კვლავ აღიმართება. დასასრულის წინ აყვავება იქნება" (ნ. კიტერის პირადი წერილი).

   მღვდელსქიმმონაზონმა არისტოკლემ თავის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე-1918 წლის აგვისტოში თქვა: „ახლა ჩვენ ანტიქრისტეს წინაშე დროში ვცხოვრობთ. რუსეთი კი გადარჩება, ხსნილ-იქმნება. ბევრი ტანჯვა იქნება, ბევრი წამება. მთელი რუსეთი ციხედ გადაიქცევა, და ამიტომ ბევრს უნდა ვევედროთ უფალს შენდო-ბისათვის; ვინანიებდეთ ცოდვებს და გვეშინოდეს სულ მცირე ცოდვის ჩადენისაც კი, და ვეცადოთ სიკეთე ვქმნათ, დაე, თუნდაც სულ მცირე. აკი ბუზის ფრთასაც კი წონა აქვს, ღმერთის სასწორი კი უზუსტესია! და მაშინ სულ უმცირესიც კი სიკეთის პინას გადასწონის; მაშინ ღმერთი თავის წყალობას გამოუჩენს რუსეთს".

   თავის აღსრულებამდე 10 დღით ადრე მან თქვა, რომ „დასასრული ჩინეთიდან მოვა. რაღაც უჩვეულო აფეთქება მოხდება და გაცხადდება ღმერთის სასწაული. და სულ სხვა ცხოვრება იქნება დედამიწაზე, ოღონდ არცთუ დიდხანს" (ჟურნ. „Православная Русь"), 1969, გვ. 3).

   1920 წელს ბერი ნექტარი ამბობდა: „რუსეთი გამოიღვიძებს და იქნე-ბა მატერიალურად ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი. და ოპტაშიც იქნება კიდევ შვიდი კანდელი, შვიდი ბურჯი"(ი.მ. კონცევიჩი. „ოპტას უდაბნო და მისი დრო", ჯორდანვილი, 1973, გვ. 538).

   საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმიდა იოანე კრონშტადტელიც ასევე წინასწარმეტყველებდა, რომ რუსეთის გათავისუფლება აღმოსავლე-თიდან მოვა (ი.კ. სურსკი. „მამა იოანე კრონშტადტელი", ბელგრადი, 1924 წ. ტ. 2, ვ. 24).

   1930 წელს მთავარეპისკოპოსმა თოფანე პოლტაველმა შეაჯამა მომა-ვლის წინასწარგანჭვრეტის უნარის მქონე მოძღვარ-ბერთაგან მიღებული წინასწარმეტყველებანი: „თქვენ მეკითხებით უახლოესი მომავლის შესახებ და უკანსკნელ ჟამთა გამო. მე ჩემით როდი ვლაპარაკობ ამის შესახებ, არამედ იმას ვიტყვი, რაც ბერთაგან გამემხილა. ანტიქრისტეს მოსვლა ახლოვდება და უკვე ძალზე ახლოსაა. დრო, რომელიც ჩვენ გვაშორებს მის მოსვლას, შეიძლება წლებით გაიზომოს, დიდი-დიდი - ათწლეულებით. მაგრამ მის მოსვლამდე რუსეთი ხელახლა უნდა აღორძინდეს, თუნდაც მცირე დროით. და მეფეც იქნება იქ, არჩეული თვით უფლის მიერ. იგი მგზნებარე რწმენის ადამიანი იქნება, ღრმა გონებისა და რკინისებური ნების მქონე. ესაა ის, რაც ჩვენ მის შესახებ განგვეცხადა. და ჩვენ ველოდებით ამ გამოცხადების აღსრულებას. მრავალი ნიშნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი (აღსრულება გამოცხადებისა) გვიახლოვდება; მხოლოდ ჩვენს ცოდვათა გამო თუ გააუქმებს უფალი მას და შეცვლის თავის დაპირებას. ღმერთის სიტყვის მოწმობით, ასეც შეიძლება მოხდეს" („The Orthodox Word", 1969, 5, გვ. 184).

   ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთისაგან შთაგონებულ ამ ადამი-ანთა ყველა წინასწარმეტყველება ჩვენი საუკუნის დასაწყისში ლაპარაკობს წმიდა რუსეთისა და მართლმადიდებელი მეფის აღდგენის მოლოდინზე ანტიქრისტეს მოსვლამდე და ქვეყნიერების დასასრულამდე მცირე ხნით ადრე. მაგრამ ამ მოვლენას უფრო უჩვეულო-სასწაულებრივი ხასიათი ექნება და არა ჩვეულებრივ-ისტორიული მოვლენისა. ამასთანავე, იგი გარკვეულწილად თვით რუს ხალხზეც იქნება დამოკიდებული, რადგან ღმერთი აქ ადამიანის თვისუფალი ნების მეშვეობით მოქმედებს. (გაგრძელება...)

  

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება