მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი I)
ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი I)26-02-2016, 00:10 |
ეკლესია არასოდეს აღიარებდა როგორც ეპისკოპოსების, ისე მათი კრების უპირობო უცდომელობას. პანაიოტის ბუმისი თავის სტატიებში წერს: „ეკლესიაში ჭეშმარიტების მყოფობა უეჭველია. ამას გვიდასტურ-ებს ღმრთივსულიერი პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს, რომ ეკლესია არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (I ტიმ. 3, 15). ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული (ეფ. 5, 23; კოლ. 1, 18). ეს კი ნიშნავს, რომ სხეულს - ეკლესიის ამ ორგანიზმს ჰყავს თავი - ქრისტე. და თუ ქრისტე, როგორც ღმერთი, უცდომელია, გამოდის, რომ ეკლესიაც, როგორც ერთი მთლიანობა, უცდომელობის მატარებელია, უცდომელია. მაშასადამე, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამრიგად, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლი-ანობა, იგი უცდომელია. აქ ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა - როდის ლაპარაკობს ეკლესია, როგორც ერთი მთლიანობა? პასუხი მარტივია და ცნობილი: მაშინ, როდესაც იგი ლაპარაკობს და იღებს გადაწყვეტილებებს „მსოფლიო კრებაზე". ეს მარტივი და სავარაუდოდ ცნობილი პასუხი გასააზრებლად და განსაკუთრებით განსახორციელებლად არც თუ ისე მარტივია. როგორ გამოხატავს მსოფლიო კრება (რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებენ) ეკლესიის სისავსეს და რატომ წარმოადგენს იგი მთელ ეკლესიას? რით მიიღწევა ეს? ჯერ ერთი, მსოფლიო კრება შედგება ეკლესიის ყველა მმართველი იერარქისაგან. ისინი, თავის მხრივ, წარმოადგენენ თავიანთ ეპარქიაში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ყველანი ერთად კი - „მებრძოლი და მეომარი" მიწიერი ეკლესიის, ანუ ხილული ეკლესიის სისავსეს. მაგრამ, რომ შეადგინონ მსოფლიო კრება, და რომ ისაუბრონ „მთელი ეკლესიის" სახელით, იერარქები უნდა წარმოადგენდნენ არა მარტო ცოცხალ, არამედ გარდაცვლილ ქრისტიანებსაც. სხვა სიტყვებით, უნდა წარმოადგენდნენ „ზეცაში მოზეიმე" ეკლესიასაც. მაგრამ როდის არის ეს შესაძლებელი? ეს უეჭველად აღსრულდება, როდესაც ეპისკოპოსები გამოხატავენ მიცვალებულთა აზრს. უკეთ რომ ვთქვათ: როდესაც ისინი თანახმანი არიან მოზეიმე, უხილავი ეკლესიის შეხედულებასთან. მოზეიმე ეკლესიის შეხედულება კი, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, გამოხატულია ისევ და ისევ მსოფლიო კრებებზე... ამრიგად, მსოფლიო კრების აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს მთელი ეკლესიის აზრად, როდესაც იგი ეთანხმება წინამორბედი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგება სხვა კრებათა დადგენილებებს, თუ მას სურს წარმოადგენდეს მთელს ეკლესიას, მოზეიმესაც და მებრძოლსაც... სხვანაირად შეიძლებოდა გვეთქვა: მოწვეული კრება მხოლოდ მაშინ იქნება მსოფლიო და, მაშასადამე, უცდომელი, როდესაც გააჩნია ორი დამახასიათებელი თვისება: ა) კათოლიკობა სიღრმეში, ვერტიკალურად, ანუ „დროში" და ბ) კათოლიკობა სიგანეში, ჰორიზონტალურად, ანუ „სივრცეში". პირველი ნიშნავს, რომ ამ კრებამ უნდა წარმოადგინოს ყველა ქრის-ტიანი, რომლებიც ეკლესიის წიაღში ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ გარდასულ საუკუნეთა განმავლობაში და თანაც იმგვარად, როგორც ეს წინამორბედ მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებში არის ასახული; მეორე თვისების თანახმად, მსოფლიო კრება უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ეკლესიას მთელი სისავსით... მაგრამ არც ეს არის საკმარისი. მოწვეული მსოფლიო კრება ასეთად უნდა აღიაროს მებრძოლი ეკლესიის სისავსემ. მსოფლიო კრების გადაწყვეტილებანი, როგორც უცდომელნი, უნდა მიიღოს, თუნდაც მდუმარედ, დედამიწაზე არსებულმა მთელმა ეკლესიამ. თუ მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორეს დაადასტურებს მომდევნო მსოფლიო კრება და ეკლესიის ცნობიერებით დაამოწმებს და დაამტკიცებს მათ საყოველთაო და ერთსულოვან მიღებას, ასეთი შედეგი უფრო სიმედო იქნება. ამრიგად გვევლინება მსოფლიო კრება უცდომელ კანონ-მდებლად და ავტორიტეტულ მსაჯულად". (Панайотис И. Бумис, "Непогрешимость Православия” М. 2001 г. Стр. 11-13). აქ გვსურს მორწმუნეთა ყურადღება გავამახვილოთ ეკლესიის სიწ-მინდისა და უცდომელობის შესახებ მართლმადიდებლური სწავლე-ბის უაღრესად რთულ და საიდუმლო მომენტზე: ძალზედ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ თავად წმიდა ეკლესია მთელი თავისი სისავსით უცდომელია მაშინ, როდესაც მისი წევრები, თუნდაც ეპისკოპოსები ან მათი კრება, შეცდნენ. როგორც თანამედროვე სახელმძღვანელოშია ნათქვამი: „მეტისმეტად რთულია კრებათა დადგენილებების მიღების, ეკლესიის მიერ მათი შეწყნარების და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო კრებათა განმსაზღვრელი კრი-ტერიუმების საკითხი. ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, რომ ზოგიერთი კრება არ იქნა აღიარებული მსოფლიოდ, პირიქით, დაგმობილნი იყვნენ როგორც ავაზაკთა კრებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, მათში წარმოდგენილი ადგილობრივი ეკლესიების რიცხვით მსოფლიო კრებებად აღიარებულთ არ ჩამოუვარდებოდნენ... ეკლესიის ისტორიაში არაერთგზის მომხდარა, რომ ჭეშმარიტების მხარეს უმცირესობა აღმოჩენილა, ქრისტიანების უმრავლესობას კი უარი უთქვამს მასზე. სინამდვილეში, კრება არის თუ არა მსოფლიო, ამის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების განმსაზღვრელი გარეგნული კრიტერიუმები. როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერდა: „კეთ-ილმსახურებითი კანონის თანახმად, წმიდა და აღიარებულია ის კრებები, რომლებიც დოგმატების სისწორით დასტურდება (В. А. Ципин "Церковное Право”, M. 1996 г. стр. 193). ამ საკითხს რუსი ღმრთისმეტყველი ი.ა. კოლემანი თავის ბროშუ-რაში „Авторитет в вопросах веры" (ციტირებულია: М. А. Новоселов, "Письма к Друзьям” М. 1994 г. стр. 136-143) ასე განმარტავს: „მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თან-ხმობაში (კოლ. 2, 2-3). ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რის წინააღმდეგაც არც ერთი ჩვენგანი ცალკე აღებული, და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული; რადგანაც უცდომელობა, ეს არ არის კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე. ყოველი ჩვენგანი იმდენად ფლობს ჭეშ-მარიტებას, რამდენადაც მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა კი მიიღწევა საკუთარი თავისადმი გამორჩეული სიყვარულის მოშლით, ეკლესიის სისრულეში საკუთარი თავის შენივთებით, თავმდაბალი სიყვარულით, საკუთარ აზრზე მაღლა ეკლესიის სხეულთან თანხმობის დაყენებით, რაც ზუსტად ავტო-რიტეტის რადიკალურ უარყოფას ნიშნავს. ვინც არ უნდა იყოს ეს, მარტოოდენ იმის განზრახვაც კი, მიისაკუთროს ასეთი ავტორიტეტი სხვების სინდისსა და სარწმუნოებაზე... წარმოადგენს მისთვის ქრისტეს ეკლესიის რადიკალურ უარყოფას, უარყოფისა და თავის თავის მოყვარულობის უფსკრულს..." „მართლმადიდებლური, კათოლიკე, ქრისტიანული სწავლების თანა-ხმად, კრებითობა მოქმედებს იმ ურთიერთსიყვარულით, რომელიც ეკლესიის ცალკეული წევრების მთელ სიმრავლეს ერთმანეთთან აკავშირებს. წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანთა გულები არიან „თანა-შეტყუებულნი სიყვარულით ყოვლისა მიმართ სიმ-დიდრისა და გულ-სავსებისა, გულისხმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი" (კოლ. 2, 2-3). ამრიგად, წმიდა მოციქულისა და ეკლესიის სწავლებით, ეს ურთიერთსიყვარული, სიყვარული, და არა სხვა რამ, წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტეს ჭეშმარიტებათა შეცნობის გარანტიას. და ეს ურთიერთსიყვარული, საღმრთო სიბრძნის საიდ-უმლოს შემცნობელი, ქრისტიანთა ურთიერთთანხმობაში ვლინდე-ბა..." „ამრიგად, ქრისტეს ეკლესიის კრებითობა გამომჟღავნდება მისი ყველა წევრის ურთიერთთანხმობაში. ეს თანხმობა რომელიმე ად-გილობრივ ეკლესიასთან, გეოგრაფიულ რაიონთან თუ რომელიმე იერარქთან ან მათ კრებასთან კი არ იგივდება, არამედ იგი აკავშირებს ეკლესიის ყველა წევრს და მას არანაირი სამართლებრივი კანონ-მდებლობა არ სჭირდება, რამეთუ მისი თვითმყოფადი ძალა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი წესების თანახმად მოქმედებს. იგი უბრალოდ არსებობს და ეკლესიის ყველა დანარჩენ მოვლენას თავად განსაზღვრავს, და არა პირიქით. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა - მსოფლიო კრებებია". „იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება რო-დია. ვინაიდან ჭეშმარიტი, მსოფლიო და უცდომელი მხოლოდ ის კრებაა, რომელსაც გააჩნია ორი ფაქტორი: მატერიალური და სულიერი. მატერიალური ფაქტორია კრებაში მონაწილე პირები, მათი ერთობლივი მუშაობის გარეგნული მხარეები, გადასაწყვეტი საქმეების რაოდენობა და ხასიათი. სულიერ ფაქტორს კი ეკლესიის მთლიანი სხეულის რწმენასთან კრებების მოწმობათა თანხვედრა განაპირო-ბებს1. სწორედ ეს თანხვედრა სხვა არა არის რა, თუ არა თავად კრებაზე გამოხატული კრებითობა. და მხოლოდ და მხოლოდ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მსოფლიობას და კრებით უცდომელობას, რომელიც სრულებით დაცულია მასში... მაშასადამე, კრება მხოლოდ ამ თავისი სულიერ-განსაზღვრებითი ფაქტორის წყალობით არის უცდომელი. როგორც ვნახეთ, მსოფლიო უცდომელობა ეკუთვნის არა კრებას, თავისთავად, არამედ ქრისტეს მთელ ეკლესიას, რომელიც თავის შესახებ კრებაზე ამოწმებს..." როგორც XIX საუკუნის ცნობილი რუსი ღმრთისმეტყველი ა. ხომ-იაკოვი ამბობს: „იყო ერეტიკული კრებებიც, მაგალითად, ისეთები, რომლებზეც მიღებულ იქნა ნახევრად არიანული სიმბოლო (ან-კვირიისა, 358 წ.); კრებები, რომლებიც ორჯერ მეტ ხელმომწერ ეპისკოპოსებს თვლიდა, ვიდრე ნიკეისა; კრებები, რომლებზეც იმპერატორები იღებდნენ ერესს, პატრიარქები საჯაროდ აცხადებდნენ ერესს, პაპები ემორჩილებოდნენ მას2. რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები, რომლებიც მსოფლიო კრებათაგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებანი არ იქნა აღიარებული ეკლესიის ხმად მთელი ეკლესიის ხალხის მიერ: იმ ხალხის და გარემოს მიერ, სადაც რწმენის საკითხებში არ განირჩევა სწავლული თუ უვიცი, სასულიერო თუ საერო, დედაკაცი თუ მამაკაცი, მეფე თუ ქვეშევრდომი, მონათმფლობელი თუ მონა; სადაც, როცა საჭიროა, ღმრთის განგებით, ყმაწვილს ეძლევა ცოდნის ნიჭი, ყრმას - სიბრძნისმეტყველების უნარი, განსწავლული ეპისკოპოსის ერესს უკუაგდებს უწიგნური მწყემსი - რათა ყველანი იყვნენ ერთნი ცოცხალი რწმენის თავისუფალ ერთობაში, რომელიც ღმრთის სულის გამოვლინებაა" (А. Хомяков "Несколько Слов Православного Христи-анина...” М. 1880 г. т. 2. стр. 71-72). დაბოლოს, ეკლესიაში სარწმუნოების საკითხებში საყოველთაო-სავ-ალდებულო იერარქიული ავტორიტეტის არარსებობის შესახებ აზრს ვხვდებით აღმოსავლეთის პატრიარქთა 1884 წლის 6 იანვრის ცნობილ ეპისტოლეში: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს რაიმე ახლის შემოტანა არ შეეძლოთ, რამეთუ ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით ხალხია". (გაგრძელება...)
1როგორც ვხედავთ, აქაც იგივე აზრია გამოთქმული, რაც პანაიოტის ბუმისთან: „კათოლიკობა ჰორიზონტალურად" და „ვერტიკალურად" „სივრცესა" და „დროში", - კოლემინთან - „მატერიალური ფაქტორი" და „სულიერი". 2უარყოფილი კრებებია: ტიროსის (335 წ.), ანტიოქიის (341 წ.), სელევკიის (359 წ.), კონსტანტინოპოლის (360 წ.), ნიკეის (360 წ.), სირმიის (351, 357-359 წწ.), ეფესოს (449 წ.), - ე.წ. ავაზაკთა და ა.შ.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკან დაბრუნება |