მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რაგვარ ერთობაზე იმსჯელებენ წმინდა და დიდ კრებაზე? ეკლესიისაგან ყოველი განდგომილი განხეთქილების მომქმედი და ერეტიკოსია - ლიმოსელი მიტროპოლიტი ათანასე
რაგვარ ერთობაზე იმსჯელებენ წმინდა და დიდ კრებაზე? ეკლესიისაგან ყოველი განდგომილი განხეთქილების მომქმედი და ერეტიკოსია - ლიმოსელი მიტროპოლიტი ათანასე18-02-2016, 06:00 |
კიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს ლიმოსის მიტროპოლიტმა ათანასემ წერილობით მიმართა, რომელშიც საღვთისმეტყველო და კანონიკური ნიშნით პროექტში „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან" სერი-ოზულ ხარვეზებზე საუბრობს. „წინამოსამზადებელ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში ერეტიკოსთა და განხეთქილების მომქმედთა დაბრუნება, ერთადერთი, სინანულის გზით არის შესაძლებელი". ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწე შეგვაგონებს: „ქრისტიანული ერთ-ობის აღდგენის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან ის არასოდეს შემწყდარა, უბრალოდ ზოგიერთმა ქრისტიანმა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაგან განსხვავებული, სხვა გზა აირჩია". „არ არსებობს ეკლესიები და კონფესიები, არსებობენ მხოლოდ ეკ-ლესიისაგან განდგომილნი, და მათ ერეტიკოსები და განხეთქილების მომქმედნი უნდა ვუწოდოთ" - წერს იმავე მიმართვაში მიტროპოლიტი ათანასე. როგორც რიგითი ეპისკოპოსი, რომელსაც გააჩნია უფლება გამო-თქვას საკუთარი აზრი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორიც სრულიად მართლმადიდებელთა კრებაა, დავძენ: „დიდი და წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის კრების ორგანიზატორთა რეგლა-მენტის თანახმად, კერძოდ, მეთორმეტე სტატიის მეორე და მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ შეგვიძლია ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ადგილობრივი ეკლესიის კრებაზე. შესაბამისად, ჩემი სინდისის კარნახისამებრ, თავმდაბლად შემომაქვს წინადადება ჩვენი ადგი-ლობრივი ეკლესიის წმინდა სინოდის განსახილველად". V სრულიად მართლმადიდებელთა წინამოსამზადებელ თათბირზე განხილულ დოკუმენტთან „მართლმადიდებელი ეკლესიის დამო-კიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან" დაკავშირებით მეუფე ათანასემ განაცხადა: „აბსოლუტურად ვეთანხმები პირველი სამი პუნქტის განსაზღვრებას. მაგრამ მე-4 პუნქტთან დაკავშირებით შემდეგი შენიშვნა მაქვს: მრწამს, რომ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს „ყოველთა ერთობისათვის", გულისხმობს ერეტიკოსთა და განხეთქილების მომქმედთა სინანულის გზით დაბრუნებას ეკლესიის წიაღში". „ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს დაურღვევია „სარწმუნოებრივი ერთობა და სულიწმინდაში თანაზიარება", არ იზიარებს „ქრისტეს მორწმუნეთა" ერთობის აღდგენის თეორიას, ვინაიდან აღიარებს, რომ მორწმუნეთა ერთობა ქრისტეში უკვე არსებობს ეკლესიის ყოველი ნათელღებული მრევლის ქრისტესთან და ურთიერთშორის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ერთობით, რაც არ გააჩნიათ ერეტიკოსებსა და განხეთქილების მომქმედებს. ამიტომ ეკლესია მათი სინანულის გზით მართლმადიდებლობაში დაბრუნე-ბისთვის ლოცულობს". „მიმაჩნია, რომ მეხუთე პუნქტში გაჟღერებული ფრაზა „ქრისტიანთა ერთობის აღდგენა" გახლავთ ცდომილება, ვინაიდან ეკლესიას, ვით ღვთის ერი ეკლესიის თავთან (ქრისტესთან) შეერთებული, არასდროს დაუკარგავს ქრისტესთან ერთობა, შესაბამისად, არ საჭიროებს ერთობის მოპოვებას ან ძიებას, იმიტომ რომ ის ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს, ვინაიდან ქრისტეს ეკლესიას არასდროს შეუწყვეტია ან შეწყვეტს თავის არსებობას". „თუ ისე მოხდა, რომ გარკვეული ჯგუფი, ან ხალხი, ან ცალკეული პირები განუდგნენ ეკლესიის სხეულს, ამ შემთხვევაში ეკლესია ლოცულობს და მისიონერული გზით ცდილობს დააბრუნოს ყველა მათგანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს სხვა ეკლესიები, არამედ მხოლოდ ერესები და განხეთქილებები". „მებადება კითხვა: რატომ ახსენებთ ტექსტში „ეკლესიებსა" და „კონფესიებს"? რაგვარ განსხვავებას პოულობენ ტექსტის ავტორები, როდესაც ზოგს ეკლესიებად, ხოლო ზოგს კი კონფესიებად მოიხ-სენებენ? ესეიგი, რომელიღაც ერესი ეკლესიაა, ხოლო რომელიღაცა ერეტიკული დაჯგუფება კონფესია? ტექსტში ნახსენებია შემდეგი ფრაზა: „ძველი ეკლესიის გარდამო-ცემის სრული გათავისება", რჩება შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს ონტოლოგიური განსხვავება ძველ ეკლესიასა, შვიდ მსოფლიო კრებასა და დღეს არსებულ მის ჭეშმარიტ გაგრძელებას შორის, რომელიც გახლავთ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. გვწამს, რომ აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არსებობს XXI საუკუნისა და I საუკუნის ეკლესიებს შორის". შემდეგ მეუფე შენიშნავს, რომ მეთორმეტე პუნქტში რჩება შთაბე-ჭდილება, თითქოს მართლმადიდებლები ეძებენ ერთობის აღდგენას, რაც მიუღებელი თეორიების განხილვის საბაბს იძლევა. „მეთორმეტე პუნქტში ნათქვამია, რომ საღვთისმეტყველო დიალო-გის საბოლოო მიზანია „მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და სიყვარულში საბოლოო ერთობის აღდგენა". იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლმადიდებლებიც ვეძებთ ერთობის აღდგენას მართლ-მადიდებლურ სარწმუნოებასა და სიყვარულში, თითქოს დავკარგეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ვცდილობთ მის მოძიებას სხვაგვარად მადიდებლებთან დიალოგის მეშვეობით. მიმაჩნია, რომ ეს თეორია ღვთისმეტყველური თვალსაზრისით ყველა ჩვენგანისათვის მიუღე-ბელია". მეუფე ათანასემ პროტესტი გამოხატა იმ დოკუმენტის წინააღმდეგაც, რომელშიც „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოა" ნახსენები. „ხელსაყრელი შემთხვევაა გამოვხატო ჩემი პროტესტი იქ მიმდინარე სხვადასხვა არაკანონიკური მოვლენისადმი. არ ვიზიარებ თავად სათაურსაც, იმიტომ რომ მასში მართლმადიდებელი ეკლესია „ერთ-ერთ ეკლესიად" ან ეკლესიის განშტოებადაა მიჩნეული, რომელსაც გულმოდგინედ ეძებენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე. მაგრამ ჩვენთვის ქრისტეს ეკლესია ერთიანი და ერთადერთია, როგორც ვაღიარებთ მრწამსში, ერთი და არა მრავალი ეკლესია". „მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაც-ვა არა მხოლოდ კრებსითობის შედეგად მოიპოვება, რომელიც სარწმუნოებრივ საკითხებში ოდითგანვე კომპეტენტურ და ეკლესიის უმაღლეს კრიტერიუმად გვევლინება". ამგვარი განსაზღვრება გადაჭარბებულია და განგვაშორებს ჭეშმარიტებისაგან, ვინაიდან ეკლესიის ისტორიას ახსოვს კრებები, რომლებზეც მცდარი და ერეტიკული დოგმები დაადგინეს, ხოლო მორწმუნე ხალხმა ისინი უარყო და შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ვერც კრება მორწმუნე ხალხის გარეშე, ვერც ხალხი ეპისკოპოსთა კრების გარეშე ვერ მიიჩნევენ საკუთარ თავს ქრისტეს ეკლესიად, და ვერ გამოხატავენ ეკლესიის ჭეშმარიტ გამოცდილებასა და სწავლებას". „ეკლესიის მსგავსი განსაზღვრების ტექსტებში დაუშვებელია შეუ-რაცხმყოფელი და ხისტი გამოთქმები. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტება მკაფიოდ უნდა იქნეს ფორმულირებული, ცხადია, მოძღვრული დელიკატურობით. ჩვენ ვალდებულნი ვართ გულ-წრფელნი ვიყოთ ერესსა და განხეთქილებაში მყოფ ძმებთან; სიყვარულითა და გულისტკივილით ვილოცოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნებისთვის". „თავმდაბლად მიმაჩნია, რომ მსგავსი მნიშვნელობისა და ავტო-რიტეტის მქონე ტექსტი საღვთისმეტყველო და კანონიკური სა-მართლის ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა განისაზღვროს, რათა მათში არ იყოს გაურკვეველი ან მიუღებელი საღვთისმეტყველო ტერმინები და მცდარი ფორმულირებები, რომლებიც მიგვიყვანს არამართებულ გააზრებამდე და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამახინჯებამდე. საიმისოდ, რომ კრებამ მოიპოვოს ავტორიტეტი, მნიშვნელოვანია რომ ის სულისკვეთებითა და სწავლებით არ განსხვავდებოდეს წინარე წმინდა კრებებისაგან, წმინდა მამების სწავლებისაგან და წმინდა წერილისაგან. არ გამოხატოს არანაირი ბუნდოვანება ჭეშმარიტი სარწმუნოების ფორმუ-ლირების დროს". მიტროპოლიტი ათანასე კითხვას სვამს: „წმინდა მამები წმინდა კანონთა, მსოფლიო ან ადგილობრივ კრებებზე სად და როდის მოიხსენებდნენ ერეტიკოსებს ან განხეთქილების მომქმედებს ეკლე-სიებად? თუ ერესი ეკლესიებია, მაშინ სად არის ქრისტესა და წმინდა მო-ციქულების ერთიანი ეკლესია?" ლიმოსელმა მღვდელმთავარმა მკაცრი პროტესტი გამოთქვა კრებაზე ხმის მიცემის ახალი სისტემის წინააღმდეგ. „უარყოფილია როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი წმინდა ეკლ-ესიის პრაქტიკა, სადაც ყოველ ეპისკოპოსს საკუთარი ხმის უფლება ჰქონდა. მსგავსი სქემა არასდროს ყოფილა, - სადაც ერთი ად-გილობრივი ეკლესია ერთი ხმა გახლავთ. შესაბამისად, წმინდა და დიდი კრების ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებს, უმაღ-ლესი იერარქების გარდა, ხმის უფლება წართმეული აქვთ". დასასრულს, მეუფე ათანასემ აღნიშნა, რომ არ სურს არავის წყენი-ნება „არ მსურს ვიფიქრო, რომ ვმოძღვრი ან განვსაჯო ჩემი ძმები და მამები ქრისტეში. უბრალოდ, ვალდებულებას ვგრძნობ გამოვთქვა აზრი, რისკენაც მიბიძგა სინდისმა".
ლიმოსელი მიტროპოლიტი ათანასე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |