მთავარი > ანტიქრისტე, მთავარი გვედის ფოტო > ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭედს (ნაწილი I)

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭედს (ნაწილი I)


19-02-2016, 23:11

 

   ეკლესიის ყველა წმინდა მამა ერთსულოვანია იმაში, რომ ანტიქრი-სტეს ბეჭდის დადება მისი ცრუწინასწარმეტყველისაგან მოხდება სწორედ იმ სამნახევარი წლის განმავლობაში, ანუ ანტიქრისტეს მეფობის ჟამს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლას.

   ანტიქრისტეს ცრუ წინასწარმეტყველს "მიეცა უფლება მხეცის ხატე-ბისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.

  აიძულა ყველა - პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები - მიეღოთ ეს ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.

   რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნე-ბოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

   აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია 666". (გამოცხადება 13. 15-18).

   არის თუ არა რაიმე საერთო მხეცის ნიშანსა და თანამედროვე პას-პორტებს შორის?

   სახარებისეული სწავლება ამის არანაირ დასტურს არ იძლევა. მივ-ყვეთ თანმიმდევრულად:

   1. ანტიქრისტეს ბეჭედი გამოჩნდება მხოლოდ და მხოლოდ მისი გამოჩენის შემდეგ. უფრო ზუსტად, მისი გამეფების ჟამს (როდესაც იგი მთელი დედამიწის მმართველი გახდება);

   2. ამ ბეჭედს მიიღებენ მარჯვენა ხელსა და შუბლზე და არა პას-პორტების ან სხვა რაიმე დოკუმენტის სახით.

   3. ეს ბეჭედი ყველა ადამიანზე ერთიდაიგივე სახისაა (ყველა პას-პორტი კი განსხვავებულია ერთმანეთისაგან, ამიტომაცაა იგი სწორედ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

   4. ეს ბეჭედი არ შეიცავს კონკრეტული პიროვნების პირად ან ბიო-მეტრულ მონაცემებს, არამედ მარტივია და წარმოადგენს მხეცის (ანტიქრისტეს) სახელს ან მისი სახელის რიცხვს 666, რისი ზუსტი რაობაც დღეისათვის საიდუმლოა (ე.ი. ეს ბეჭედი თავისი სიმარტივის გამო არ შეიძლება იყოს ჩიპი ან რაიმე სხვა იმპლანტანტი);

   5. ეს ბეჭედი საპასპორტო ფუნქციებისაგან განსხვავებით, წარმო-ადგენს ფაქტობრივ ნებართვას ვაჭრობის, აღებ-მიცემობის სისტემაში ჩასართველად;

    და ბოლოს უმთავრესი:

  6. ამ ბეჭდის მიღება ნებაყოფლობითია, მაგრამ აღსავსე მთელი ტრაგიზმით, რამდენადაც მისი გარეგნულად მიმღები იბეჭდება შინაგანი განდგომილებითაც (უფრო ზუსტნი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ შინაგანი განდგომილება გამოიწვევს გარეგნული ნიშნის მი-ღებასაც), ხდება ქრისტეს მოღალატე და ანტიქრისტეს მომავალი ხვედრის გამზიარებელი.

   ამას გვიდასტურებს "გამოცხადება":

   "მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და თქვა დიდი ხმით: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმინდა ანგელოზებისა და კრავის წინაშე.

   მათი წამების კვალი იდინებს უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით, მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს". (გამოცხადება 14. 9-11).

   ანტიქრისტე, რომელსაც მაშინდელი მსოფლიოს აბსოლუტური უმ-რავლესობა თაყვანს სცემს, ვითარცა ღმერთს, დააარსებს საკუთარ კულტს. მისი ბეჭდის მიღება იქნება სწორედ ამ კულტის ნიშანი, როგორც ჩვენ ქრისტიანები, ნათლობის შემდეგ ვიბეჭდებით მი-რონცხებით და ჩვენი საყვარელი უფლის მიმდევრობის ნიშნად ვატარებთ მისი ჯვრის გამოსახულებას.

  საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მონაკვეთს მღვდლის მიერ ნათლი-სღებისა და მირონცხების (ეს ორი საიდუმლო ახლა ერთად აღეს-რულება) საიდუმლოს შესრულების წესიდან.

   ნათლობის წინ ხდება მოსანათლის კატეხიზაცია, ანუ კათაკმეველად დადგინება. ეს პროცესი ითვალისწინებს მოსანათლად განმზადე-ბულის (კათაკმეველის) გარკვევას ნათლობის საიდუმლოში და მის პასუხისმგებლობას ღვთისა და ეკლესიის წინაშე. მოსანათლის უასაკობის შემთხვევაში მის ნაცვლად მღვდელს პასუხობს ნათლია ანუ მიმქმელი;

   "... ამის შემდგომად, მღვდელმან დაადგინოს დასავლით კერძო ყრმაი იგი ფეხშიშველი და უსარტყელო, ხელაღპყრობით და სთქვას სამ გზის:

   განვეშორებით ეშმაკისაგან, და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყო-ველთა მსახურთა მისთაგან, და ყოველთა ანგელოზთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან.

    სამ გზის სთქვას ესე.

   მიუგებს თვითოეულსა კათაკმეველი, ანუ მიმქმელი-იგი, უკეთუ იყოს მოსანათლავი ბარბაროსი, ან ყრმა, იტყვის ამას: ხოლო რაჟამს იტყვის ამას სამ გზის, კვლავ ჰკითხავს მღვდელი მოსანათლავსა მას: განაგდებ სატანასა? მიუგებს კათაკმეველი, ან მიმქმელი: განვაგდებ. და რაჟამს სთქვას ესე სამ გზის, მღვდელი ეტყვის: შეჰბერე და შენერწყვე მას, და ესრეთ ჰყოფს, მოაქცევს მღვდელი აღმოსავალით, ხოლო ხელი ჰქონდეს დაბლა ჩაშვებით ყრმასა მას. მღვდელი ეტყვის მას სამ გზის: შეუდგები ქრისტესა? მიუგებს კათაკმეველი, ანუ მიმქმელი, და ეტყვის: შევუდგები, სამ გზის. კვალად ეტყვის მღვდელი მას: შეუდგები ქრისტესა? მიუგებს: შევუდგები. კვალად ეტყვის: და გრწამს იგი? იტყვის ამას: მრწამს ერთი ღმერთი (სრულიად), რაჟამს დაასრულოს წმინდა განზრახვა ესე, კვალად ეტყვის მას მღვდელი სამ გზის: შეუდგები ქრისტესა? და შემდგომი. მიმგებელი თითოეულისა ამისა კათაკმეველი, გინა მიმქმელი დაასრულებს. ხოლო ჰკითხავს სამ გზის, და მიუგებს სამ გზის წმიდასა განზრახვასა. კვალად ჰკითხავს მას სამ გზის: შედგო-მილხარა? და მიუგებს: შედგომილვარ. იტყვის მღვდელი: თაყვანის-ეც მას. თაყვანისცეს და სთქვას:

   თაყვანის ვსცემ მამასა, და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთ-არსებასა და განუყოფელსა...

   და შემდგომად ლოცვისა ამის, სცხებს მღვდელი მირონსა ჯვარის სახედ. პირველად შუბლსა, და თვალთა, და ნიკაპსა, პირსა, და ორთავე ყურთა, მკერდსა, ხელთა, და ფერხთა, და იტყვის: ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".

   როგორც ხედავთ, ნათლისღება და მირონცხება არ გახლავთ მხო-ლოდ და მხოლოდ რიტუალი. იგი არის განგდება სატანისა, ქრისტეს მხედრობის რიგებში ნებაყოფლობითი ჩაწერა და ეშმაკის წინააღმდეგ მოსაგრეობა... და როგორ გგონიათ უპასუხოდ ჩაივლის კაცთაგან, აგერ უკვე ორი ათასი წელია, მისდამი ფურთხებით ნათქვამი სიტყვები: "ფუი ეშმაკს"?! ისიც თავის დრო-ჟამს ელოდება და ამ ჟამს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდვების გამო მოაახლოვებს და მოიმკის.

   რა მოხდება ანტიქრისტეს პერიოდში?

   პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ანტიქრისტე იქნება კა-ცი, ადამიანი და არა სატანის განხორციელება. იგი იქნება ცდუნებული საკუთარი ამპარტავნებით, რის გამოც დემონი შევა მასში და იქცევა ამ დაცემული ანგელოზის იარაღად კაცობრიობის წინააღმდეგ. ამიტომაცაა, რომ მას სახარება მოიხსენიებს, როგორც ძეს დაღუპვისა ანუ ეშმაკისაგან ცდუნებულ საწყალობელ ადამიანად, რომელიც საკუთარი ურჯულოების გამო ჯოჯოხეთისათვის არის განწირული. საინტერესოა მამების და კერძოდ წმ. ნილოს მირ-ონმდინარის წინასწარმეტყველება მისი წარმომავლობის შესახებ. ანტიქრისტეს ამქვეყნად მოავლენს ებრაელი დედაკაცი დანის ტომიდან, რომელიც თავადაც რამოდენიმე თაობის მემკვიდრეობითი მეძაობის პირმშოს წარმოადგენს. წმინდა ნილოსი მიუთითებს, რომ ანტიქრისტე იშვება მამაკაცური თესლისაგან, ოღონდ არა ბუნებრივი, ადამიანური თანაყოფით, ანუ პირდაპირ მიუთითებს, რომ ანტ-იქრისტე განხორციელდება დაღვრილი მამაკაცური თესლისაგან... წინასწარმეტყველების დაწერის ჟამს ეს ყველაფერი ძალზედ უცნა-ურად ჟღერდა, მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობაში ეჭვი არავის ეპარება. აქ ალბათ მინიშნება ხელოვნურ განაყოფიერებაზეა. ეს პროცესი დღეისათვის სამედიცინო მიღწევად ითვლება, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში იგი ყოველგვარ ეთიკურ საზღვრებს სცი-ლდება; მაგალითად ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს ექსპერიმენტები, რომლის დროსაც იღებენ მაღალი ინტელექტუ-ალური პოტენციალის მქონე მამაკაცებიდან სპერმას, ასევე მაღალი ინტელექტის დედაკაცებიდან კვერცხუჯრედს და მათი შერწმით მესამე დედაკაცს, ამ შემთხვევაში ფიზიკურად ჯანმრთელ სურო-გატულ დედას აჩენინებენ ვინ იცის ვის გენეტიკურ ნაშიერს. (გაგრძელება...)

 

 

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

წიგნიდან "666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 

 Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება