მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არამართლმადიდებლებთან და არაქრისტიანებთან დიალოგებს სარგებელი კი არა - ზიანი მოაქვთ
არამართლმადიდებლებთან და არაქრისტიანებთან დიალოგებს სარგებელი კი არა - ზიანი მოაქვთ24-02-2016, 05:29 |
ამ დასკვნებისა და შეფასებების შემდეგ „მართლმადიდებლურმა სა-ღვთისმეტყველო კონფერენციამ" შემოიტანა შემდეგი წინადადებები: 1. მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აღმსარებლობითი და რელიგ-იური გათანაბრების პირობებში ეკლესიისათვის უსარგებლოდ და ზიანის მომტანად იქნა აღიარებული „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში", ქრისტიანთა და რელიგიათა შორის დიალოგებში თითქმის ასწლიანი მონაწილეობა, მოვუწოდებთ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან" გამოსვლისა და ამ სახის დიალოგების შეწყვეტისაკენ. ეს არ მოითხოვს მართლმადიდებელთა ერთობლივ შეთანხმებას, რადგან მონაწილეობის თაობაზე გადა-წყვეტილებაც დამოუკიდებლად ჰქონდათ მიღებული. მხოლოდ სახარებასა და წმიდა მამათა ტრადიციაზე დაფუძნებული დიალოგი უპასუხებს სხვა რელიგიათა ცხონების მაძიებელ წარმომადგენლებს კითხვაზე: „რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?" (საქმე 16, 30) ან „რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკვიდრო?" (ლუკა 10, 25). 2. მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გა-დახედონ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ინიციატივებსა და პა-პიზმთან ურთიერთობებს, რომელსაც არა „და-ეკლესიად", არამედ მწვალებლობად თვლის იმ წმიდა მამებიდან თითოეული, როგორებიც არიან წმიდა ფოტი, წმიდა გრიგოლ პალამა, წმიდა მარკოზ ეფესელი, წმიდა კოლივადები, წმიდა ნექტარიოსი და ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. 3. დაცულ იქნეს ეკლესიის წმიდა კანონები, რომლებიც არამართლ-მადიდებლებთან ერთად არა მხოლოდ ევქარისტიულ (როგორც ამ ბოლო დროს აღნიშნავენ), არამედ ყოველგვარ ლოცვას კრძალავენ. კანონების დაცვა უმთავრესად სარწმუნოების, და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ და იურიდიულ, საკითხებშია საჭირო. 4. მოვუწოდებთ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომლებმაც პაპი თავიანთ ქვეყნებში დღემდე არ მიიღეს, დარჩნენ ამავე პოზიციაზე. ვინმე წარმოიდგენს იმას, რომ წმიდა მამებიდან რომელიმეს, ქებითა და ამბორით მიეღო არიოზი, ნესტორი, ევტიქი და სხვები? საბერძნეთის ეკლესიის კალენდრიდან („დიპტიხი") ამოიშალოს ყოვლად მიუღებელი ჩანაწერი, რომელიც პაპის ვიზიტს დიდ ისტორიულ მოვლენად აღიარებს და მომავალში აცილებულ იქნეს ხელახალი ვიზიტის ყოველგვარი მცდელობა. 5. გამოკვლეულ იქნეს საღვთო საიდუმლოებებში ანტიოქიის საპა-ტრიარქოსა და მონოფიზიტების მონაწილეობის და ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან ამ მწვალებელთა ზოგიერთი საიდუმლოს აღიარების საკითხები და გამოყენებულ იქნეს კანონიკური წესი: „უზიარებელთან მოზიარე - უზიარებელი იყოს". 6. სტიმული მიეცეს და კრებსითობის სულისკვეთებაში გაძლიერდეს შიდაეკლესიური დიალოგი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ეპისკოპოსებით. ძალზე სამწუხაროა ესწრაფვოდე სხვადასხვა მწვალებელთან და რელიგიასთან დიალოგს, ხოლო ერთმორწმუნე ძმების განსხვავებულ აზრს უარყოფდე და მათ ფანატიკოსებს უწოდებდე. 7. შეწყდეს ლიტურგიკული ცვლილებები და განახლებები, რომლ-ებიც ეკუმენიზმის იარაღს წარმოადგენენ და იმისათვის, რომ მწვალებლობების მიღება გაიოლდეს, ერთგვარი არადოგმატური სარწმუნოების შექმნისაკენ არიან მიმართულნი. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული სიმდიდრე არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, იგი ეკლესიის ხანგრძლივი ცხოვრების გამოხატულებაა და თვალისჩინივით უნდა იქნეს დაცული. შეკრებილნი საბერძნეთის ეკლესიისაგან კონკრეტულად მოითხოვ-დნენ იმ უპრეცედენტო და სრულიად გაუმართლებელი წამოწყების კრიტიკასა და უარყოფას, რომლის მიხედვითაც ათენის ეპარქიის ტაძრებში ძველი ტექსტები თანამედროვე ენაზე უნდა იქნეს წაკითხული, ხოლო ჰაგიოგრაფიული საკითხავები ახალ ბერძნულზე უნდა ითარგმნოს. 8. საეკლესიო ხელისუფალთ განეცხადოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებენ მხარდაჭერასა და მონაწილეობას ეკუმენისტურ, ქრისტიანთა და რელიგიათაშორის ზემწვალებლობებში, მაშინ მორწმუნეთათვის, სასულიერო პირთა და ერისკაცთათვის კანონიერი, ცხონებისთვის აუცილებელი და წმიდა მამებისეული გზა იმ ეპისკოპოსთა მოხსენიების შეწყვეტა იქნება, რომლებიც ამ მწვა-ლებლობათა და ცდომილებათა თანამონაწილენი და თანაზიარნი ხდებიან. საუბარია არა განხეთქილებაზე, არამედ ღვთისათვის სათნო აღმსარებლობაზე, რასაც ძველი მამები აკეთებდნენ და ჩვენს დროშიც აღიარებულია ათონის მთისა და ეპისკოპოსთა მხრიდანაც, რომელთა შორისაა უხუცესი და უპირატესი, ფლორინის პატივცემული მიტროპოლიტი ავგუსტინოსი. 9. ხმამაღლა, საქვეყნოდ განცხადდეს, რომ ეკუმენიზმს, არამართლ-მადიდებლებთან და არაქრისტიანებთან დიალოგებს სარგებელი კი არა - ზიანი მოაქვთ და, შესაბამისად, არა სიყვარულის, არამედ მიწიერი აზროვნების შენებას ემსახურებიან. ეს არის არა სულიერი, არამედ ანგარების მიზნით წინასწარ დაგეგმილი კავშირები, რომლებიც ურთიერთშერევითა და აღრევით რყვნიან და ანად-გურებენ მართლმადიდებლურ აზროვნებას, რის გამოც ერთმორ-წმუნენი ზიანდებიან, რადგან შეუძლებელია ვინმე ცხონდეს დოგმატის სულ მცირე ნაწილის სიწმიდის დაუცველად. გარდა ამისა, ცხონების კარს უკეტავენ სხვა რელიგიათა და აღმსარებლობათა მიმდევრებს, ვინაიდან აბრკოლებენ, ჯერ ერთი, დაინახონ, რომ ცხონების ერთადერთი გზა - ქრისტეა და მეორე, რომ მართლ-მადიდებელი ეკლესია ერთადერთი ეკლესია და ცხონების კიდობანია. ღმერთს, სამყაროსა და ადამიანისადმი მისი უსაზღვრო სიყვარუ-ლით, ყოველი ადამიანის ცხონება სურს, ხოლო ეშმაკი, ცხონების მტერი, ადამიანისადმი შურითა და სიძულვილით აღვსილი, პირ-იქით, მას სხვადასხვა ხრიკებით ებრძვის. ამრიგად, ეკუმენიზმს სიყვარულის გამო უარვყოფთ, რადგან გვსურს, არამართლმადიდებლებს ზუსტად ის შევთავაზოთ, რაც უფალმა წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში თითოეულ ჩვენგანს უხვად მოგვმადლა და საშუალება მივცეთ მისი წმიდა სხეულის ნაწილები გახდნენ.
წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |