მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული სინკრეტიზმიდან - რელიგიურ სინკრეტიზმამდე
ქრისტიანული სინკრეტიზმიდან - რელიგიურ სინკრეტიზმამდე24-02-2016, 05:27 |
დადასტურდა, რომ ეკუმენიზმი, რომელმაც წარმატებას მიაღწია „განშტოებათა", „და-ეკლესიებისა" და „ნათლობის ღვთისმეტყველე-ბის" თეორიებით, უკვე ჩაერთო „ახალი ეპოქის"1 არქიტექტორების მიერ დაწყებულ რელიგიათა გაერთიანების საქმეში. იგი აშკარა დემონური პოზიციით წარმოგვიდგება, რომლის თანახმადაც ქრისტე კი არ არის ცხონების, სიცოცხლის, სინათლისა და ჭეშმარიტების ერთადერთი გზა, არამედ სხვა რელიგიებიც ცხონების გზებს წარმოადგენენ. ამგვარად, იგი, ბოლოს და ბოლოს, გლობალიზაციისა და ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ანტიქრისტეს ზერე-ლიგიად დამკვიდრდება. ქრისტიანი ლიდერებისა და ზოგიერთი მართლმადიდებლისაგან მხარდაჭერილი და გახშირებული რელიგიათაშორისი შეხვედრები და დიალოგები ისეთ დაუშვებელ სინკრიტიზმში შევიდა, რომელიც უარყოფს სახარებას, შეურაცხყოფს წმიდა მოწამეებსა და აღმსა-რებლებს, ერთადერთი ჭეშმარიტებისათვის მათ მოწამეობასა და აღმსარებლობას ყოველგვარ აზრს აკარგვინებს და მათაც უაზრო „ფუნდამენტალისტებად" წარმოაჩენს. (გაგრძელება...)
1"ახალი ეპოქა" ("new age”) - დასავლეთში აქტიურობით გამორჩეული და გავლენიანი ანტიქრისტიანული, ოკულტურ-ნეოგნოსტიკური მი-მდინარეობა. საზოგადოებისთვის პირველად ცნობილი გახდა აშშ-ში XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. - მთარგმ. შენ.
წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |