მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დიალოგი ძველკათოლიკებთან

დიალოგი ძველკათოლიკებთან


23-03-2016, 00:02

 

   არამართლმადიდებელთა მხრიდან მართლმადიდებელთა პოზიციე-ბის გაზიარებითა და ხელმოწერით მხოლოდ ძველკათოლიკებთან საღვთისმეტყველო დიალოგი დასრულდა.

   ხელმოწერილ დოკუმენტებში იგმობა პაპისტების ყველა ის ძირით-ადი შეცდომა, რომელთა გამოც ვატიკანის პირველი კრების (1870 წ.) შემდეგ მათ გამოეყვნენ პაპის უცდომელობის დოგმატის მოწინა-აღმდეგე - ე.წ. ძველკათოლიკები. აშკარაა, რომ რომმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს წარმატებული დიალოგი ძველკათოლი-კეთა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაში არ გადაზრდილი-ყო, რაც იქნებოდა ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში დასავლური ქრისტიანობის დაბრუნების პირველი შემთხვევა და მთელი პაპისტური და პროტესტანტული სამყაროსათვის სამაგალი-თო. თუმცა, ძველკათოლიკებმაც დაუშვეს შეცდომა ანგლიკანებთან დიალოგში და მათ ქალების მღვდლობის საკითხში დაეთანხმნენ, რითაც ხაზი გადაუსვეს იმას, რაზეც მართლმადიდებლებთან შეთანხმდნენ და მოვლენათა დადებითად განვითარების საქმეში სერიოზული წინააღმდეგობები წარმოშვეს. (გაგრძელება...)

 

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება