მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დიალოგი მონოფიზიტებთან
დიალოგი მონოფიზიტებთან19-02-2016, 23:10 |
სრული უშედეგობისა და სარწმუნოების საკითხებში სერიოზული დათმობების მსგავსი სურათია საღვთისმეტყველო დიალოგებში მათთან, რომლებიც დღემდე მონოფიზიტებად იყვნენ წოდებულნი, ხოლო დღეს „სიყვარულით" – „ანტიქალკედონელებად", „ქალკედონე-ლებად", „აღმოსავლეთის ძველ ეკლესიებად" და ბოლოს, მართლ-მადიდებლებად მოიხსენიებენ. კონფერენციაზე დადასტურდა, რომ ამ დიალოგებს არანაირი დადე-ბითი შედეგი არ მოუტანიათ. მართლმადიდებლებისა და ანტი-ქალკედონელების მიერ გაკეთებული სამი „განცხადების" ტექსტი მართლმადიდებლურად მიუღებელია. სერიოზული დაცემაა ანტიო-ქიის საპატრიარქოს მიერ მონოფიზიტთა საიდუმლოებების ცნობა და ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ მათი ზოგიერთი საიდუმლოს აღიარება, ისევე როგორც მოსაზრებები ლიტურგიკული ტექსტების გასწორებისა და მართლმადიდებელთა და მონოფიზიტთა ერთობ-ლივი მსახურების ტიპიკონის შემუშავების შესახებ. მწვალებელთა მამამთავრების მგმობელ წმიდა კრებებისა და წმიდა მამების შეურაცხყოფამდე მივედით საღვთისმეტყველო კვლევებშიც, რაც გამოიხატა თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკუ-ლტეტზე იმ ორი სადოქტორო დისერტაციის დამტკიცების მცდე-ლობაში, რომლებშიც გამოხატული იყო მოსაზრება, რომ მონოფი-ზიტები - დიოსკორე და სევეროსი არასაღვთისმეტყველო მიზეზებით იყვნენ დაგმობილნი და არ იყვნენ მწვალებლები. (გაგრძელება...)
წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |