მთავარი > პროტესტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ მონაწილეობა და პროტესტანტებთან დიალოგი

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ მონაწილეობა და პროტესტანტებთან დიალოგი


19-02-2016, 00:02

 

   დადასტურებულია, რომ მდგომარეობა „ეკლესიათა მსოფლიო საბ-ჭოში" და საერთოდ პროტესტანტულ აღმსარებლობებთან, ლუთერა-ნებთან, ანგლიკანებთან და მეთოდისტებთან საღვთისმეტყველო დიალოგებში უაღრესად სავალალოა. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" ჩვენი მონაწილეობით ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დაკნინებამ და მწვალებლებთან გათანაბრებამ, არათუ გააძლიერა ეკლესია და გადამწყვეტი ხმის უფლება მისცა სხვადასხვა შეხვედრაზე, არამედ, პირიქით, ისე გაათავხედა თავისუფლად მოაზროვნე პროტესტანტები, რომ განსახილველად შემოაქვთ ქალთა მღვდლობის, ჰომოსექსუალისტთა ქორწინების და სხვადასხვა ან-იმისტური, კერპთაყვანისმცემლური საკითხი, რითაც სახარებას, ეკლესიის ტრადიციასა და თავად ქრისტიანობას უარყოფენ.

   ქრისტიანული რწმენისაგან პროტესტანტების ამგვარმა განდგომილ-ებამ დაადასტურა, რომ საღვთისმეტყველო დიალოგებში ჩვენი მონაწილეობა თითქოსდა მართლმადიდებლობის დასამოწმებლად არის მითი და ზღაპარი. ამრიგად, თავდაპირველად, 1992 წელს, ეკლესიათა შორის უძველესმა - იერუსალიმის საპატრიარქომ და შემდგომ საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებმა მიიღეს საბოლოო და უაპელაციო გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ „ეკ-ლესიათა მსოფლიო საბჭო" და საღვთისმეტყველო დიალოგები. იმავე ნაბიჯებისათვის მზად იყვნენ ასევე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც. 1997 წელს, წმიდა სინოდის კრებაზე „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან" გამოსვლა სერბეთის ეკლესიამაც გადაწყვიტა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდგომში ეს აღარ განახორციელა. ნაციო-ნალური პრობლემის საკითხში უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ორად გაყოფილი ხმები „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" დარჩენის სასარგებლოდ მთავარეპისკოპოსის მხოლოდ ერთადერთმა ხმამ გადაწონა. ასევე დაძაბული ვითარება იყო საბერძნეთის ეკლესიაშიც წინა ხელმძღვანელობის დროს. მსგავსი დაძაბულობა, თუმცა მხოლოდ მრევლის დონეზე, იყო რუსეთის ეკლესიაშიც.

   მართლმადიდებელთა ეს შიდა პროცესები ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია კვლავ რჩება მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ცხოვრების მცველად და დამმოწმებლად. სამწუხაროდ, აღადგინეს ძველი, უკვე არსებული მცდარი აზრი, რომ თითქოს მართლმადიდებელთა შორის ერთ-ობისათვის აუცილებელია ეკლესიებმა ერთობლივად მიიღონ გად-აწყვეტილებები, თუმცა კი ცნობილია, რომ „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" მონაწილეობა ყოველმა ეკლესიამ დამოუკიდებლად მიიღო. სავალალო იქნებოდა, წმიდა მამებსა და მართლმადიდებელ სინოდებს, ერთობლივი გადაწყვეტილებები მწვალებლებისა და მათი მეგობრების მწვალებლური ნააზრევის მიხედვით მიეღოთ.

  ამგვარად, სერბეთისა და რუსეთის ეკლესიების მოთხოვნით და მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივით თესალონიკში, 1998 წლის 29 აპრილიდან 2 მაისამდე მოიწვიეს „თესალონიკის მართლმადიდე-ბელთაშორისი შეხვედრა", რომელმაც ეკუმენისტური მოძრაობის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებები და გადაწყვეტილებები სამართლიანად აღიარა, თუმცა, ვითარების გაუმჯობესების იმედით, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან" გამოსვლის მსურველებს მოც-დისაკენ მოუწოდა. აღიარებულია რომ „მართლმადიდებლების მიერ ეკუმენისტურ მოძრაობაში თითქმის ერთსაუკუნოვანმა და „ეკ-ლესიათა მსოფლიო საბჭოში ნახევარსაუკუნოვანმა მონაწილეობამ" ვერ უზრუნველყო სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანთა შორის საღვთისმეტყველო დიალოგების წარმატება. პირიქით, გარკვეული პროტესტანტული აღმსარებლობების მიერ „საზოგადო" ენის, ქალთა ქიროტონიის, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების, რელიგიური სინკრეტიზმისა და სხვა მსგავსი თემების შემოტანამ, მართლ-მადიდებლებსა და პროტესტანტებს შორის ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა.

   ეკუმენიზმისათვის რომ საღვთისმეტყველო დასაყრდენი მოეძებნათ და მართლმადიდებელი ეკლესიების შეშფოთება შეერბილებინათ, 2003 წლის ივნისში, თესალონიკში, „საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი" გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის საღვთისმეტყ-ველო ფაკულტეტმა, რეალურად კი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ" მოაწყო, და რომელშიც მისი წარმომადგენლები, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ეკუმენისტი ლექტორები და საბერძნეთისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი მონაწილე-ობდნენ. მართლმადიდებლური სარწმუნოების დამოწმების მითი კიდევ ერთხელ მოიწონეს. ამ ეკუმენისტური სიმპოზიუმის დასკვნები - ქალთა ქიროტონიისა და ერთობლივი ლოცვებისადმი მათი პოზიცია - შეურაცხყოფენ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას და უარყოფენ ეკლესიის ლიტურგიკულ კანონიკას, აღიარებენ „მარ-თლმადიდებელთა საღვთისმეტყველო არგუმენტების სისუსტეს ქალთა ქიროტონიის წინააღმდეგ" და ასკვნიან, რომ „ერთობლივი ლოცვებიდან გარკვევით აკრძალული მხოლოდ ევქარისტიული ლოცვებია". აქედან გამომდინარე კი აცხადებენ, რომ ქალთა ქიროტონია, ისევე როგორც ერთობლივი ლოცვები (ევქარისტიის გარდა), ნებადართულია და ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკ-ლესიის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან" გამოსვლა თეოლოგიურად არასწორია. ამიტომ საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებს მოუწოდებენ დაუბრუნდნენ „დიდ მსოფლიო ეკუმენისტურ ოჯახს". ეს სრულიად მცდარი და უსაფუძვლო შეხედულება, როგორც ჩანს, გაიზიარა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა, რომელმაც სინოდთან შეუთანხმებლად განაცხადა, რომ „ჩვენი ეკლესია (საბერძნეთის ეკლესია) „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან" არ გამოვა".

   „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო კონფერენციაზე" შესაბა-მის გამოსვლებსა და მოხსენებებში, ქალთა მღვდლობისა და არამართლმადიდებლებთან ერთობლივი ლოცვების, ამ ორი მნიშვნე-ლოვანი თემის, განხილვისას გამანადგურებელი არგუმენტებით განმტკიცდა აზრი მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალთა მღვდლობის შეუძლებლობისა და არამართლმადიდებლებთან არა მარტო ევქარის-ტიული, არამედ ყოველგვარი ერთობლივი ლოცვის დაუშვებლობის შესახებ. ჩვენ არამართლმადიდებლებთან ერთად კი არა, მათთვის, მათი ეკლესიაში დაბრუნებისათვის ვლოცულობთ. (გაგრძელება...)

 

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება