მთავარი > ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელთა მონაწილეობის მიზეზები მცდარია და უარყოფილი

მართლმადიდებელთა მონაწილეობის მიზეზები მცდარია და უარყოფილი


16-02-2016, 00:05

მართლმადიდებელთა მონაწილეობის მიზეზები მცდარია და უარყოფილი

 

   სამწუხაროდ, ამ მწვალებლობათა მწვალებლობაში - ეკუმენიზმში, მართლმადიდებელი ეკლესიაც, მსოფლიო საპატრიარქოს სავალალო ინიციატივებით, თავიდანვე გაერია. მსოფლიო საპატრიარქო 1902, 1920 და 1952 წლების ცირკულირებით ეკუმენისტურ პროცესში ჩაება და მასში წამყვანი როლის თამაში დაიწყო. 1902 წლიდან საერ-თაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის გავლენით ძირეულად შეცვალა მწვალებელთა და სქიზმატთა მიმართ მოციქულებრივი და წმ. მამებისეული პოზიცია. პატრიარქ ათინაგორას დროიდან კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეს ოფიციალური კურსი დღემდე არსებობს და მას, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მერყეობს მიუხედავად, თანდათან სხვა ავტოკეფალური ეკლესიებიც შეუერთ-დნენ.

   კონფერენციაზე მოხსენებებსა და განხილვებში დადასტურდა, რომ ავტოკეფალური ეკლესიების ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილე-ობის მოტივაცია იყო არა სულიერი, არამედ პოლიტიკური, სოცი-ალური და ეთნიკური. ყოველი ეკლესია დამოუკიდებლად მონაწილეობდა, რათა მოეპოვებინა ან დაცვა და მხარდაჭერა ან თავიდან აეცილებინა ძლიერი დასავლურ ქრისტიანული სამყაროს მრისხანება, იმის მსგავსად როგორც ეს კონსტანტინეპოლის დაცემისა და ჯვაროსნების ეპოქებში გამაერთიანებელ კრებებზე ხდებოდა.

   სულიერი და საღვთისმეტყველო მიზნების არარსებობას, რომლის გამოც არ ხდება არამართლმადიდებლებისათვის სახარებისეული სიტყვისა და მაცხოვნებელი ჭეშმარიტების შეთავაზება, არ აღიარებენ ეკუმენიზმის მომხრეები, რომელთა რიგებში თავიდან მართლაც იყვნენ კეთილი მისწრაფებების მქონე ცნობილი ღვთისმეტყველები. ე.წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში", ორმხრივ და მრავალმხრივ დიალოგებში მონაწილეობის ხმამაღლა განცხადებული საღვთისმეტყ-ველო და სულიერი მოტივაცია ძირითადად ორია: არამართლმადიდე-ბელთა მიმართ სიყვარული და მართლმადიდებლობის დამოწმება, თუმცა კი სიყვარული ჭეშმარიტებას არ განეყოფა. როდესაც სიყვარულის დიალოგი ქრისტესა და მისი ეკლესიის მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან არ თანაარსებობს, მაშინ იგი რწმენაში ერთობის დაკარგვის, სულიწმიდისა და ცხონების მადლისაგან დაცილების და სინკრეტული გულგრილობის საშიშ მახედ გადაიქცევა. შეუძლებელია ცხონებისათვის სწრაფვა სიყვარულად არ იწოდებოდეს, რადგან მის დაკარგვაზე უარესი არაფერია. განა შეიძლება, სიყვარული ჭეშ-მარიტების წინააღმდეგ შემობრუნდეს? მწვალებლობა არის სიცრუე, ტყუილი, დემონიზმი, სიძულვილი და ეკლესიის ჭეშმარიტების დამახინჯება. იგი სიცრუის სიყვარულია. ეკუმენისტურ დიალოგებში „ჭარბი სიყვარული" იქნა „გამოყენებული" და დაიკარგა ჭეშმარიტება, რომელიც მოსაძიებლად და ერთ რომელიმე ეკლესიაში არარსებულად ჩაითვალა.

   მართლმადიდებელი ეკლესია არ ეძიებს ჭეშმარიტებას. მას იგი აქვს და სურს არამართლმადიდებლებს, რომელთაც იგი დაკარგული აქვთ, სიყვარულით მისცეს. ჩვენ ჭეშმარიტების სიყვარულს უნდა ვირ-ჩევდეთ. წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: „თუ იხილავ დამა-ხინჯებულ სარწმუნოებას, ნუ მიიღებ მას ჭეშმარიტების მსგავსად, არამედ იდექი მამაცურად სიკვდილამდეც კი... ჭეშმარიტებას ნუ უღალატებ" და დაჟინებით გვირჩევს: „არც ერთი ცრუ დოგმატი, თუნდაც სიყვარულის საბაბით შემოთავაზებული, არ მიიღოთ!"

   ეკუმენიზმი ჭეშმარიტების უარყოფით და მისი მაძიებელი ბევრი არამართლმადიდებლისათვის კარის დაკეტვით საშინელ ცოდვაში ვარდება. ქრისტეს სიტყვები ჭეშმარიტების შესახებ ფარისეველთა მიმართ ეკუმენისტებსაც ესადაგება: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნი ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესვლად" (მათე 23, 14). სარწმუნოების დამოწმებისათვის თუნდაც გულწრფელი იმედისა და მოლოდინის მქონე ამგვარი მისწრაფება, უკვე მომხდარი მოვლენებით სრულიად სახელგატეხილია. შეუ-ძლებელია ვინმემ მართლმადიდებლობის ქადაგება და დამოწმება მოახერხოს, თუკი ამას სარწმუნოების ღალატით დაიწყებს. ამიტომ „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა" და საღვთისმეტყველო დიალოგებში მწვალებელ პაპისტებთან, პროტესტანტებთან და მონოფიზიტებთან მონაწილეობა იგივეა, რომ უარვყოფდეთ ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას მწვალებლობებთან და განხეთქილებებთან, რაც, როგორც უკვე ითქვა, ეკლესიის ისტორიაში ყველაზე დიდ მწვალებლობას წარმოადგენს.

   ბევრი სხვა მღვდელმთავრის პოზიციას გამოხატავდა სამოსის ნეტ-არხსენებული მიტროპოლიტი ირინეოსი სიტყვებით: „განა შეიძლება მართლმადიდებელმა იერარქმა მონაწილეობა მიიღოს იმ საეკლესიო ორგანიზაციაში, საიდანაც წმიდა სამება განიდევნება, ხოლო მის მონაწილეებს სწამთ, რომ ქრისტეს ეკლესია დანაწვრებულია და ყოველგვარი მწვალებლობა და ასევე აღმოსავლეთის მართლმადი-დებელი ეკლესიაც ნაწილებს შეადგენენ?"

   წმიდა მოციქულებიდან და ეკლესიის წმიდა მამებიდან არავინაა ისეთი, რომელიც თავისი სწავლებით, ცხოვრებითა საქმით იმის მაგალითად გამოდგეს, რომ გავამართლოთ „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" და მწვალებლთა სხვა მსგავს საკრებულოებში შემდგომი დარჩენა.

   იმის გამო, რომ ცუდი იყო ეკუმენიზმის ფესვები, ნაყოფიც ხენეშია: „რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს" (მათე 12, 33).

  დღეს დამაჯერებლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ეკუმენიზმი, რომელმაც თავისი ერთსაუკუნოვანი არსებობის მანძი-ლზე ნათლად გვიჩვენა საკუთარი სახე, ჩიხში შევიდა. ეკუმენიზმის შეგნებული მხარდამჭერები განსაკუთრებით ღელავენ ამ მოძრა-ობიდან ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლის გამო და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ მათ უკან დაბრუნებას და სხვების გამოსვლის შეფერხებას.

   კონფერენციაზე მრავალ გამოსვლაში ისაუბრეს „ეკლესიათა მსოფ-ლიო საბჭოსა" და საღვთისმეტყველო დიალოგებში ჩვენი მონა-წილეობის დამღუპვლი შედეგების შესახებ.

  სანამ საღვთისმეტყველო დიალოგების შედეგებზე დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, მონაწილეთა გამოსვლებიდან იმ შეფასებებს მოვიყ-ვანთ, რომელთა თანახმად მართლმადიდებელმა ეკუმენისტებმა, ეკუმენისტურ მოძრაობასა და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" სამოცწლიანი მონაწილეობის მანძილზე ვერ მოახერხეს ვერც ერთი არამართლმადიდებლის მართლმადიდებლურ მრწამსზე მოქცევა. პირიქით, ეკუმენიზმში დამკვიდრებული ტენდენციით „ეკლესიათა" მოსალოდნელი გაერთიანების პრინციპის შესაბამისად, ყველა საკუთარ აღმსარებლობაზე უნდა დარჩეს და აკრძალულია შენს სარწმუნოებაზე სხვათა მოქცევა. ამის გამო ბერძნული დიასპორების ეპარქიებში ეპისკოპოსებმა უარი თქვეს მართლმადიდებელ ეკლე-სიაში არამართლმადიდებელთა მიღებაზე. მაშ, სად არის აქ მართლმადიდებლური სარწმუნოების ფართოდ რეკლამირებული დამოწმება? პირიქით, ერთობლივად ჭეშმარიტებას კი არა, მწვალებ-ლობასა და ტყუილს ვამოწმებთ.

   ეკლესიის ისტორიაში მწვალებლებთან ამ ერთადერთმა, ხანგრძლ-ივმა და მჭიდრო კავშირმა მართლმადიდებლური თვითშეგნების ისეთი დაქვეითება და დაკნინება მოგვიტანა, რომ სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები უკვე იოლად აწერენ ხელს დიალოგების იმ ტექსტებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მოციქულებისა და წმიდა მამების მიერ აღიარებულ დოგმატებს, მწვალებლობას - ჭეშმარი-ტებად და მწვალებლებს - მართლმადიდებლებად წარმოგვიჩენენ, მათ ნათლობებსა და საიდუმლოებებს კანონიერად აღიარებენ. და ასე თანდათან, ერთობლივი ლოცვებიდან წინ, საიდუმლოებათა ერთობ-ლივი აღსრულებისაკენ (intercommunion) მივიწევთ. (გაგრძელება...)

 

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება