მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმი - პაპიზმისა და პროტესტანტიზმის ქმნილებაა. იგი ჭეშმარიტი ეკლესიისაგან განდგომილებას მალავს

ეკუმენიზმი - პაპიზმისა და პროტესტანტიზმის ქმნილებაა. იგი ჭეშმარიტი ეკლესიისაგან განდგომილებას მალავს


19-08-2016, 00:08

 

 

   ეკუმენიზმი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში პროტესტანტიზმის წიაღში იშვა, ნაწილებად დაშლილი და დანაწევრებული პროტეს-ტანტული სამყაროს გაერთიანების მცდელობას წარმოადგენდა. მას არავითარი კავშირი არა აქვს ეკლესიის ეკუმენურობასა და კათოლი-კეობასთან1, რაც მთელი - გეოგრაფიული და ეკლესიოლოგიური სრულყოფილებითაა შემონახული ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, ე.ი. მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელსაც დღესაც სწამს „ის, რაც ყველგან და ყოველთვის სწამდა". მწვალებლობათა და განხეთქილებათა არსებობა არ უარყოფს ეკლესიის არც ეკუმენურობასა და არც კათოლიკეობას. ეკლესია მარად რჩება ერთადერთად და კათოლიკედ. მწვალებლობები და განხეთქილებები, როგორიცაა დასავლეთის „კათოლიკური", პროტეს-ტანტული და აღმოსავლეთის ანტიქალკედონური „ეკლესიები", არ წარმოადგენენ ამ ქვეყნების კანონიერ და ჭეშმარიტ ადგილობრივ ეკლესიებს. ისინი ხელახლა მხოლოდ მაშინ იპოვიან ერთობას, კათოლიკეობას და ჭეშმარიტ ეკლესიებად გადაიქცევიან, თუკი რწმენითა და ცხოვრებით შეესისხლხორცებიან მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას, რომელიც არის არა მარტო ჭეშმარიტი, არამედ ერთადერთი ეკლესიაც.

   ამრიგად, ე.წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო", როგორც პროტესტან-ტული ეკუმენიზმის მატარებელი, ნამდვილი ეკლესიოლოგიური შინაარსით მისი დასაბამიდან დღემდე, „მწვალებელთა და სქიზმატთა მსოფლიო საბჭოს" წარმოადგენს.

   რომის ერთ დროს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ბევრი წმინდანი, მოწამე და აღმსარებელი წარმოშვა, 1054 წლის გან-ხეთქილებით ეკლესიის ერთობიდან გავიდა, filioque-სა და პაპის უცდომელობის ერესის აღიარებით მწვალებლობაში გადაეშვა, რაშიც დღემდე იმყოფება.

   ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიისაგან მოწყვეტილი, პაპების სქო-ლასტიზმითა და მიწიერი მისწრაფებებით დატყვევებული რომის ეკლესია, არა თუ ესწრაფოდა დასავლეთის ქრისტიანობის ერთობის შენარჩუნებას, არამედ, პირიქით, თავად ხდებოდა ახალი მწვა-ლებლობებისა და განხეთქილებების წყარო. ამის დასტურია XVI საუკუნის პროტესტანტული რეფორმა მთელი თავისი სიჭრელით, ანგლიკანიზმითა და „ძველი კათოლიციზმით". პაპიზმმა ეკლესიის ღმერთკაცობრივი ხასიათი შეცვალა მორწმუნეთა სამართავი კაცობრივი დაწესებულებით და ევროპა არაქრისტიანობისა და არაეკლესიურობისაკენ წაიყვანა.

   გამომსვლელები და დამსწრეები დაეთანხმნენ ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის განსაზღვრებას ეკუმენიზმის შესახებ: „ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიის საერთო სახელია. მასში არის ყველა ევროპული ჰუმანიზმის სათავის - პაპიზმის გული. ყველა ეს ფსევდოქრისტიანობა და ფსევდოეკლესია სხვა არაფერია, თუ არა ერთიდან მეორეში გარდასახული მწვა-ლებლობები, რომელთა სახარებისეული ზოგადი სახელია - მწვა-ლებლობათა მწვალებლობა".

   რომსა და კონსტანტინეპოლს შორის გაერთიანების მცდელობები და საღვთისმეტყველო დიალოგები განხეთქილებიდან ხუთი საუკუნის განმავლობაში, 1453 წელს თურქების მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ მიზანი არ იქნა მიღწეული, რადგან არ ეფუძნებოდა ჭეშმარიტ სინანულს, შეცდომათა უარყოფასა და ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში დაბრუნების სურვილს. ერთიანობის მისაღწევად იკონომიებსა და სარწმუნოების საკითხებში გადახვევებს ყოველთვის უკუაგდებდა ეკლესიის სინ-დისის ფხიზელი დარაჯი - მრევლი. XX საუკუნის ეკუმენისტური დიალოგების აშკარა მიწიერი მისწრაფებებისა და პოლიტიკური მიზნების გამოაშკარავების მიუხედავად არ შეწყვეტილა დოგმატური მინიმალიზმის, გამიწიერებისა და სინკრეტული2 გათანაბრების მცდელობები, რითაც უგულებელყოფილ იქნა მოციქულებისა და წმიდა მამათა პრინციპი: „დაუშვებელია დათმობა სარწმუნოების საკითხებში".

   ის, რასაც საუკუნეების მანძილზე ვერ მიაღწიეს პაპიზმის საშუალ-ებით, XX საუკუნის დასაწყისიდან ხორციელდება პროტესტანტული ეკუმენიზმით, რომელიც ვატიკანის მეორე კრების შემდეგ (1963-1965 წ.) პაპისტური ეკუმენიზმითაც გაძლიერდა. პაპიზმიც და პრო-ტესტანტიზმიც იმის გამო, რომ მუდმივად კარგავენ თავიანთ გავლენას ამერიკაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ეკუმენიზმის საშუალებით ცდილობენ დამალონ ან შენიღბონ საკუთარი გაუცხოება და ქრისტეს ერთადერთი, ჭეშმარიტი ეკლესიიდან დაშორება. იმისათვის, რომ მათივე მორწმუნენი არ ჩაუფიქრდნენ და არ დაიწყონ ჭეშმარიტი ეკლესიისა და ცხონების ძებნა, ისინი ამკვიდრებენ უდიდეს ეკლესიოლოგიურ მწვალებლობას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და ყოველი ქრისტიანული აღმსარებლობა ეკლესიის ელემენტებს შეიცავს. (გაგრძელება...)

 

 

 

 

1კათოლიკე - საყოველთაო. - მთარგმ. შენ.

2სინკრეტიზმი - შეუსაბამო ელემენტების არაორგანული შეერთება, აღრევა. - მთარგმ. შენ.

 

 

წიგნიდან „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება