მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა და დიდმა კრებამ ეკლესიის სისავსით უნდა დაადასტუროს შემდეგი ერესების ბრალეულობა - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი
წმინდა და დიდმა კრებამ ეკლესიის სისავსით უნდა დაადასტუროს შემდეგი ერესების ბრალეულობა - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი13-02-2016, 00:04 |
4. წმინდა და დიდმა კრებამ ეკლესიის სისავსით უნდა დაადასტუროს შემდეგი ერესების ბრალეულობა
დასასრულს, უპრიანია, გამოვთქვათ ჩვენი წუხილი და შეშფოთება, ვინაიდან განსახილველად არ გამოაქვთ მეტად აქტუალური და მტკივნეული საკითხები, რომლებსაც ერესებისა და განხეთქილებების შექმნამდე მივყავართ. ის ფაქტი, რომ ეს საკითხები დღემდე არ გამოუტანიათ წინამოსამზადებელ კრებაზე განსახილველად, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი კვლავ დარჩება კანონიკური განსაზღვრებისა და გადაწყვეტილების გარეშე. სხვა მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემებიც არსებობს, რომელთა გადაწყვეტას ყოველმხრივ გაურბიან ეკუმენისტური და სინკრიტიკული მენტალიტეტის, ასევე სეკურალური სულის მქონე ეკლესიის მმართველი წრეები. მაგა-ლითად, ორი მნიშვნელოვანი თემა, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ: დიასპორისა და კალენდრის - პასქალიის თემა. პირველ საკითხთან დაკავშირებით მღვდელმთავართა თათბირების დროს არსებობს დროებითი, დაუსრულებელი გადაწყვეტილება. კვლავაც არ არის დაცული ეკლესიის ძირეული და სულიერი პრინციპი, რომ ერთ ტერიტორიაზე ერთი ეპისკოპოსი უნდა იყოს. რაც შეეხება კალენდრისა და პასქალიის საკითხს, იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერი გზით აიცილონ განხეთქილება, რომელიც ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილების გარეშე ახალ სტილზე გადასვლას მოჰყვა. აღ-ნიშნული განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება ბოლო დროს ხშირად პროპაგანდირებული და განვითარებადი პასქალიის ერთ-ობლივად აღნიშვნის საფრთხის გამო. საბედნიეროდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ასევე საქართველოს ადგილობრივმა ეკლესიამ - მთარგმნ.) და სხვა ეკლესიებმა, რომლებიც ემხრობიან ძველ სტილს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავისი პოზიცია. კერძოდ, რომ არა თუ არ აპირებენ ახალ სტილზე გადასვლას, არამედ არც ფიქრობენ ამ საკითხის განხილვას. მაგრამ შეშფოთება კალენდარულ საკითხთან მიმართებაში მაინც აქტუალური რჩება. ზოგიერთმა მხარემ, იქნებ რაღაცნაირად გამოავლინოს სიმამაცე და ახალი სტილის არამა-რთებულობა აღიაროს, ვინაიდან არ არსებობს მასზე კრებსითი მართლმადიდებლური გადაწყვეტილება და კვლავ დაუბრუნდნენ ძველ კალენდარს, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნეს სასურველი საეკლესიო ერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრების მეშვეობით შეეცდებიან დანარჩენი ეკლესიების ახალ სტილზე გადაყვანას, რაც პრაქტიკულად განუხორციელებელია. სხვა გზა არ არსებობს. სხვაგვარად პასუხს აგებენ განხეთქილების პროვოცირების გამო, რომელიც, წმ. იოანე ოქროპირის დროს ერესზე უმძიმეს ცოდვად მიიჩნეოდა, ვინაიდან მას მოწამეობრივი სისხლიც კი ვერ წაშლის. მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეკუმენისტური მოძრაობის ზეგავლენის გამო ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის კრებებმა ერეტიკული სწავლება მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ წინამოსამზადებელი კრების გადაწყვეტილებებში არ დარჩეს არც ერთი პუნქტი ან ქვეპუნქტი, რომლებიც გაამყარებს მცდარ შეხე-დულებას, რომლებიც გამყარებულია ადგილობრივი ეკლესიების კრებების გადაწყვეტილებით, რომლებსაც ეყრდნობიან საეკლესიო დიალოგების მონაწილენი, და რომლებიც ავტომატურად ექცევიან წმინდა კანონთა მსჯავრის ქვეშ, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან წმინდა მამების, ასევე მსოფლიო და ადგილობრივი კრებების ერთსულოვან გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს წინამოსამზადებელი კრების, ჩვენი აზრით, კიდევ რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა. მოგეხსენებათ, ერესთა ერესი - ეკუმენიზმი, ზოგადქრისტიანულ და ზოგადეკლესიურ კონტექსტში, აფრთხობს და ანაწევრებს ადამიანის ცნობიერებას, ის სწრაფად ვრცელდება სამღვდელოებასა თუ უბრალო ერისკაცებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ მყისიერად აღიკვეთოს ეს მოვლენა, კრება, ირიბად, თითქოს იწყნარებს და აძლევს მას გასაქანს. დანარჩენი საკითხები, ამ ნიშნით, მეორეხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნე-ლოვანია. სრულიად მართლმადიდებელთა დონეზე განხორციელ-დება პაპიზმისა და პროტესტანტიზმის, როგორც ერეტიკოსების საჯარო მსჯავრდება? შეჩერდება წარუმატებელი საღვთისმეტყველო დიალოგი? გავემიჯნებით კი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს", რომელიც არსობრივად ერესების მსოფლიო საბჭო გახლავთ? კრება, რომელიც ხელ უმართავს ერეტიკოსებთან ურთიერთობას არ შეიძლება მართლმადიდებლური კანონმდებლობის მემკვიდრედ მივიჩნიოთ, რომელმაც ეს ერესები ამხილა. თუ გსურს, რომ ეს კრება არ შევიდეს ისტორიაში, როგორც ავაზაკთა მორიგი კრება, მოც-იქულთა კანონებისა და წმინდა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონისამებრ დაედოს ეპიტიმია (განაყენონ ეკლესიადან) ისინი, ვინც ავრცელებს ყველა სახის ეკუმენიზმს, ვინაიდან ეკუმე-ნიზმი გახლავთ ეკლესიოლოგიური ერესი. უნდა დადასტურდეს იმ ერესების მიუღებლობა, რომელებიც წმინდა მამების მიერ მსოფლიო და დგილობრივ კრებებზე, დროის სხვადასხვა პერიოდში მკაფიო გადაწყვეტილებებითა და ანათემებით ამხილეს. იმისათვის, რომ კრებას მიენიჭოს მსოფლიო ავტორიტეტი, ეკლესიის სისავსით უნდა დაამოწმოს ერესებისა და იმ პირების ბრალეულობა, რომლებიც მხარს უჭერენ მას და დღემდე საჯაროდ არ შეუნანიათ: 1) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებლობა არის მხო-ლოდ ნაწილი ეკლესიისა. 2) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს ყველა ქრისტიანული კო-ნფესია ერთიანი ეკლესიის განშტოებებია. 3) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია თი-თქოს ერთ-ერთია მრავალრიცხოვანი „ეკლესიის ოჯახებს" შორის. 4) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს დაკარგულია ეკლესიის ერ-თობა. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეკლესია არის ერთიანი და ერთადერთი, ვინაიდან მისი თავია უფალი იესო ქრისტე. ეკლესიის ერთობა რწმენაში, წეს-განგებაში, მმართველობისა და მორწმუნეთა იერარქიისადმი მორჩილებაში ერთობით ვლინდება, ვიდრე იერარქია იცავს სარწმუნოებრივ ერთიანობას. 5) ერესია, რომლის თანახმადაც ეკლესია თითქოს „დანაწევრებულია ქრისტიანულ კონფესიებად", და რომ ჩვენ ამჟამად „ახალი მამები" ვართ, რომლებმაც უნდა „აღვადგინოთ მისი ერთობა" „დოგმატური მინიმალიზმის" მეშვეობით, ე.ი. მართლმადიდებლებსა და ერე-ტიკოსებს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედად მინიმალური რწმენა მიჩნეული, ანუ მხოლოდ წმინდა სამებისა და იესო ქრისტეს, ვით ღმერთკაცისა და მაცხოვრის რწმენა. ეკლესიის დანარჩენი დო-გმატური განსაზღვრებები, მათ შორის: საკრალური მღვდლობა, წმინდა ხატები, ხელთუქმნელი მადლი, წმინდანთა თაყვანისცემა და ა.შ. - უგულებელყოფილია. 6) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს არსებობს „უხილავი ერთ-ობა" აღნიშნული საერთო რწმენით, და რომ მას („უხილავ ერთობას") მოჰყვება „ხილული ერთობა", რომელიც „კონფესიების" გაერთიანების შემთხვევაში განხორციელდება (ერთობა, განსხვავებული დოგმებითა და ტრადიციებით). 7) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს საკმარისია წმინდა სამე-ბისა და იესო ქრისტეს როგორც ღმერთისა და მაცხოვრის რწმენა, რათა გახდე წევრი ეკლესიისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა ქრისტიანული „კონფესია" ეკლესიის საკრებულოდაა მიჩნეული. 8) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია და პაპიზმის ერესი თითქოს „და - ეკლესიებია" ან „ორი ფილტვია", რომლითაც სუნთქავს ერთიანი ეკლესია. 9) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს მართლმადიდებელ ეკლ-ესიასა და პაპიზმის ერესს შორის არ არსებობს არანაირი დოგმატური განსხვავება, რომ ერთადერთი განსხვავება მსოფლიო პრიმატია - რომის „პაპის" უფლებამოსილება მსოფლიო ეკლესიაზე. 10) მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ქრის-ტიანთაშორისი დიალოგის ფარგლებში ხელმოწერილი არამართლ-მადიდებლური შეთანხმებები. აქ გვსურს ხაზგასმით ვთქვათ, რომ არ ვართ დიალოგის წინააღმდეგ, იმ პირობით, თუ ის მართლმა-დიდებლურ საფუძვლებზე განხორციელდება და მიზნად დაისახავს ერეტიკოსების დაბრუნებას მართლმადიდებელ ეკლესიაში, კატახი-ზაციის, საკუთარი ერესის უარყოფის, ნათლისღების, მირონცხებისა და ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს მეშვეობით. 11) რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული შა-მბეზის შეათანხმება, რომლის თანახმადაც ერეტიკოსები: ანტიქალ-კედონიტი მონოფიზიტები, ე.წ. მიაფიზიტები, სევერი ანტიოქიელის ერესის მიმდევრები, მიიჩნევიან მართლმადიდებლებად. მონოფიზიტ - მიაფიზიტები ასწავლიან, რომ ქრისტეს ჰიპოსტასების გაერთიანების შემდეგ აქვს მხოლოდ ერთი რთული ბუნება. ისინი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ორი ბუნება ქრისტეში შეურწყმელი და უცვლელი სახით, განუყოფლად და განუყრელად მკვიდრობს სიტყვა - ღმერთის ერთ ჰიპოსტასში. ამასთან, ყოველი ჰიპოსტასი (ბუნება) ინარჩუნებს თავის ნებას და ენერგიათა მოქმედებას. აღნიშნული ერეტიკოსები არ აღიარებენ IV, V, VI და VII მსოფლიო კრებების სწავლებას და თავის ცდომილებაში, ეკლესიის მიღმა რჩებიან. შამბეზის ტექსტი ასევე ამტკიცებს, რომ მსოფლიო კრებების ანათემები თითქოს გამოწვეული იყო უბრალო ტერმინოლოგიური გაუგებრობებით, რომ თითქოს არ არსებობს არანაირი დოგმატური განსხვავება მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერეტიკულ, მონოფიზიტურ (კოპტები, სომხები, სირიო-იაკობიტები, ეთიოპიელები) დაჯგუფებებს შორის, რაც კატეგორი-ულად დაუშვებელია. 12) ბალამანდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მიიღეს ახალი ტიპის უნია და პაპისტ-ერეტიკოსების ფსევდო საიდუმლოებები აღიარეს. აღნიშნული შეთანხმება უარყოფილია ადგილობრივი მართ-ლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების მიერ ბალტიმორში 2000 წელს. 13) ერესია, რომლის თანახმადაც ფილიოქვე (სულიწმიდის „და ძის-აგან" გამომავლობა) თითქოს უბრალო ტერმინოლოგიური გაუგებ-რობაა და არა წმინდა სამების დოგმატის დამახინჯება, რომელიც თავად ღმერთმა განკაცებული ძის, იესო ქრისტეს მიერ განგვიცხადა. 14) ე.წ. „ანათემის მოხსნა" მართლმადიდებლებსა და პაპისტებს, ას-ევე მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს, მონოთელიტებსა და მონოენერგისტებს შორის, ანათემებისა, რომლებიც წმინდა მსოფლიო კრებებმა განაჩინა. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, დოგმატური ანათემა ვერ ანულირდება მაგიური ფორმით, ვიდრე მანამდე ანათემიზმის მიზეზი არ გაბათილდება. 15) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიღმა არსებობს მაცხოვნებელი მადლი, რომ თითქოს არსებობს ჭეშმარიტი ნათლისღება და მღვდლობის ქმედითი მადლი მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმაც. მაგრამ, როგორც ცნობილია, მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ქონა და წმინდა სამების ფორმულის წარმოთქმა, არ ანიჭებს ერეტიკულ „საიდუმლოებებს" მადლს. 16) ერესია მოსაზრება, რომლის თანახმადაც წმინდა და ღვთივგან-ბრძნობილი მამები ჩვენს დროში ვეღარ იქნებიან აქტუალურნი. ერესია, რომელიც არსობრივად უარყოფს სულიწმიდის მკვიდრობას წმინდანებსა და მსოფლიო კრებების ღვთივგანბრძნობილ მამებში, შედეგად, თავად ეკლესიაში, როგორც ღმერთკაცობრივ ინსტიტუტში. 17) ერესია მოსაზრება, რომელიც აცხადებს, რომ არ ვუწყით რაგვარი ზღვარია მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერესს შორის, რომლის თანახმადაც მთელი კაცობრიობა „უხილავი ეკლესიის" წევრია. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეკლესია არის ისტო-რიული, ხილული, მოციქულებრივი მემკვიდრეობისა და მართალი სარწმუნოების, ანუ დოგმების აღმსარებელი, რომლებიც მსოფლიო კრებებზე განისაზღვრა. ანათემები, რომლებიც მიჯნავენ დოგმატურ ჭეშმარიტებას ერეტიკული სიცრუისაგან, რომლებსაც (დოგმატურ ჭეშმარიტებას) გადასცემს შემდეგ თაობებს ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა - ეს გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესია. 18) ერესია, რომლის თანახმადაც ერეტიკოსებიც რაღაცნაირად ეკლ-ესიის წევრებია. 19) ერესია კონცეფცია, რომლის თანახმადც მორწმუნეთა რაოდენობა ჭეშმარიტი ეკლესიის განმსაზღვრელი. მართლმადიდებლური სწავ-ლების მიხედვით, ჭეშმარიტი ეკლესიის განმსაზღვრელია შეუცვლე-ლი დაცვა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებისა. 20) დაშვებისა და იკონომიის დოგმად და კანონად წარმოჩენა. მარ-თლმადიდებლური სწავლების თანახმად, იკონომია გახლავთ დროებითი განშორება აკრივიისაგან, სარწმუნოების კანონისაგან, ადამიანთა უძლურების გამო უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც ობიექტური წინააღმდეგობის მიუხედავად, ადამიანების მართალ სარწმუნოებაზე მოქცევას ისახვს მიზნად. იკონომია და დათმობა გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სათნო მიზნის მიღწევისათვის. ხოლო თუ მსგავსი გამონაკლისი სიტუაცია არ შეინიშნება, იკონომიის გამოყენება არღვევს და უგულებელყოფს კანონიკურ წეს-განგებას. შედეგად, ეს არ გახლავთ ბრძნული ადაპტირება, არამედ წმინდა დადგენილებათა უგულებელყოფაა, რასაც მართლმადიდებლობის გაამმსოფლიურობამდე მივყავართ. 21) ე.წ. „შერეული ქორწინება" მართლმადიდებლებსა და არამართ-ლმადიდებლებს შორის. ქორწინების საიდუმლო - სიყვარულის საიდუმლოა, რომელიც ცოლსა და ქმარს მართალი სარწმუნოების საფუძველზე აერთიანებს. ეს საიდუმლო არ შეიძლება მეუღლეთა მხოლოდ ერთ, მართლმადიდებელ წევრს გადაეცეს. ამდენად შერე-ული ქორწინება არანამდვილია. ამავე დროს არამართლმადი-დებელთან ერთობლივი ლოცვის ნიმუშს წარმოადგენს. 22) წმინდა სამების პირთა თანასწორობის უარყოფა. მართლმადი-დებლური სწავლების თანახმად, ჰიპოსტასური თვისებები: რომ მამა უშობელია, ძე შობილი და სულიწმიდა გამომავალი - ყოველი ცალკეული პირის თვისებაზე მიგვანიშნებს. ამავე დროს, სამივე პირი თანაბარია დიდებითა და პატივით - ერთარსნი არიან. 23) ერესია მოსაზრება, რომლის თანახმადც მსოფლიო პატრიარქი არის პირველი, რომელსაც არ ჰყავს თანასწორი. ეს მოსაზრება ერესის შემცველია, ვინაიდან უარყოფს წმინდა სამების პირთა თანასწორობას. 24) ერესია, რომლის თანახმადაც სხვა ქრისტიანული კონფესიები შეზღუდული მადლის ეკლესიებია, შესაბამისად შორიახლოს იმ-ყოფებიან ეკლესიის სისავსისაგან, და რომ ეკლესია, რაღაცნაირად ყველა განყენებულ აღმსარებლობას მოიცავს. 25) ერესია ევქარისტიული ეკლესიოლოგია, რომელიც ირწმუნება, რომ აღმსარებლობის განურჩევლად, ვინც არ უნდა აღასრულებდეს ლიტურგიას, ეკლესიის წევრია. 26) ერესია, რომლის თანახმადაც მამა ღმერთი (წმინდა სამების პირი) გაიგივებულია სხვა მონოთეისტური რელიგიების ღმერთებთან (იხ. იონ. 8. 19). რადგან საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოწვევაზე, მისი ტერმინოლოგიური განსაზღვრებები მკაცრად საღვთისმეტყველო და ეკლესიური უნდა იყოს. მისი გადაწყვე-ტილებები მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიის ტრადიციას, რომელიც არა კონსერვატორული, არამედ ტრადიციულია; ის არ მოქმედებს ინერციით, არამედ მუდმივ დინამიკაშია, რომელიც არ არღვევს საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური აზროვნების ფარგლებს. ამრიგად, კრების დოკუმენტების ჩამოყალიბებაში უნდა მონაწილე-ობდნენ მღვდელმთავრები და ღვთისმეტყველები, რომლებიც განა-ხორციელებენ ტერიმოლოგიის რედაქტირებას იმგვარად, რომ არ გამოხატონ ნეო-სქოლასტიკური, ეგზისტენციალური იდეებისა და მეტაპატრისტიკული ღვთისმეტყველების ორაზროვნება, რომლებიც არ შეესაბამება წმინდა მამებისა და საღვთისმეტყველო მიდგომასა და ეკლესიის ტრადიციას. ცნობილია, რომ ეკლესიის მამები მსოფლიო კრებებზე ღვთის სიტყვის ძალითა და სულიწმიდის შთაგონებით იბრძოდნენ; მიმართავდნენ შესატყვის ტერმინოლოგიას, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ურყევად და ღვთივსულიერად გამოხატავს. მცდარი ტერმინოლოგიის შერჩევა მართლმადიდებლური სწავლებისაგან განდგომა გახლავთ. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ამ საკითხისადმი. შესატყვისი კლირიკოსების მოძიება, რომლებიც საკმარისად იცნობენ ისტორიას და ტერმინებისა და ფრაზების შინაარსში ერკვევიან. ადგილობრივი ეკლესიების მიერ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან შეუთავსებლად მიჩნეული ისეთი მიმდინარეობა, როგორიცაა მასო-ნობა, ჯერ კიდევ არ დაგმობილა მართლმადიდებლური კრებსითი განსაზღვრებით. იგივე ითქმის ბიოთეკისა და სამედიცინო ეთიკის საკითხებზეც, რომლებიც მჭიდრო კავშირშია დამხმარე რეპრო-დუქციასთან, ორგანოთა ტრანსპლანტაციასთან, გონების მოკვდინე-ბასთან, ევთანაზიასთან, ჰომეოპატიის საკითხებთან, რომლებიც არ შეესაბამება სამღვდელოებისა და ღვთისმეტყველ მოსაზრებებთან. აღნიშნულ საკითხთა მიმართებაში ერთობ სერიოზულ პრობლემას ქმნის თანამედროვე საზოგადოებაში ისეთი მოვლენის პროპაგანდა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი - ყველაზე ამაზრზენი ცოდვა მომაკვდინებელ ცოდვებს შორის, რომელსაც არსობრივად ღვთისაგან დადგენილი ქორწინებისა და ოჯახის უარყოფამდე მივყავართ. ასევე ყურადსაღებია თანამედროვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროპაგანდა მიცვალებულთა დაწვის თაობაზე. ეს შეურაცხყოფს სიწმინდესა და ადამიანის სხეულის შეუხებლობას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება წმინდანთა სხეულების შემ-თხვევაში, რომლებიც უხრწნელი და მირონმდინარე რჩება და ეშმაკს განსაკუთრებულად აღაშფოთებს. დასკვნა ზემოგანხილული მოკლე ისტორია იმ გზისა, რომელიც განვლილია წმინდა და დიდი კრების ორგანიზებისა და მომზადებისთვის ცხადყოფს, რომ მისი ჩატარების მეთოდოლოგია და ძირითად განსახილველი საკითხების თემატიკა არა თუ უცხოა მართლმა-დიდებლური ტრადიციისთვის, არამედ შეგნებულად მიმართულია მისი გადახედვისა და შეცვლისაკენ. წინამოსამზადებელი კრების ჩასწორებული და დამატებული ტექსტების ზოგიერთი ქვეპუნქტი ბუნდოვანებითაა მოცული. ჩვენ სულმოუთმენლად ველით მათ საბოლოო რედაქტირებულ გასაჯაროებას, რათა ჩვენი შეშფოთების საფუძვლიანობა თუ უსაფუძვლობა დადასტურდეს. შევნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე არ ვართ დარწმუნებულნი წინამოსამზადებელი კრება გახდება ლოგიკური მემკვიდრე მსოფლიო კრებებისა, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მამებისეულ ტრადიციას და არ იქნება ეკუმენისტური და სეკულარული. სწორედ ამის გამო მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში უპრიანი იყო საერთოდ არ მოგვეწვია კრება. ასეთ მოსაზრებას იზიარებდნენ და საუბრობდნენ ჩვენი დროის დიდი წმინდანები და მოძღვრები. მაგალითად, ღირსი იუსტინე პოპოვიჩი თავის ჩანაწერებსა და მიმართვებში სერბეთის ეკლესიის მაღალი იერარქებისადმი, და წმინდა პაისი მთაწმინდელი. ასევე წმინდა და დიდი კრებისადმი დამოკიდებულებას ვპოულობთ ნეტარი თელოთე ზერვაკოსის პატრიარქ ათინაგორასადმი მიმართულ წერილში. ჩვენ უფრო მეტად ღვთივგანბრძნობილ წმინდანებს ვენდობით, ვიდრე თავისი ადამიანური და მცდარი ლოგიკის მქონე ამა სოფლის ბრძენკაცებს.
წერილიდან: მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შფოთისა თუ იმედის საბაბი? პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Православный Апологет Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |