მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > მხეცის რიცხვის საიდუმლო (ნაწილი II)

მხეცის რიცხვის საიდუმლო (ნაწილი II)


11-02-2016, 00:04

 

   ღმერთი და ეშმაკი არათანაბარზომიერი სიდიდეებია და სატანის ბრძოლა ღვთის ქმნილებებთან და ქრისტეს ეკლესიასთან ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი თავისი თანაფარდი ძალმოსილებით ავი-წროებდეს ღვთის სამკვიდრებელს. ასეთ აზროვნებას მანიქეური ელფერი დაჰკრავს. შემდეგ, საქმის ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს ანტიქრისტე, დემონისაგან ძალმოსილი, უკვე გვიმტვრევდეს კარს და ჩვენ კაცობრიობას და ეკლესიას უნდა მივეშველოთ, რბილად რომ ვთქვათ, პროტესტანტიზმია. სწორედ პროტესტანტიზმისათვისაა დამახასიათებელი გარეგანი აქტიურობა და საკუთარი თავის უკვე ცხონებულად ჩათვლა. მათივე სულისკვეთებაშია პერიოდული გამოცხადება ანტიქრისტეს მოსვლისა და მასთან შერკინების აუცილებლობისა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა: „შე-იძინეთ გულისმიერი ლოცვა და გადაირჩინეთ საკუთარი სული და თქვენს გარშემო ათასები ცხონდებიან" - ო.

   ზოგიერთი პროტესტანტული თემი კი თვლის, რომ მათმა აქტი-ურობამ უკვე შედეგი გამოიღო, ანტიქრისტე დამარცხებულია და უკვე ქრისტეს მეორედ მოსვლას ელოდებიან.

   ასეთთა შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა:

   „საშინელი უბედურება ადამიანში ღვთის ჭეშმარიტი შეცნობის არ-არსებობაა. იგი ეშმაკის მოქმედებებს ღვთის საქმეებად მოაჩვენებს. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სულიერი ცოდნისა და გონიერების სიმწირე ადამიანებში ბოლო ზღვარს მიაღწევს... ადამიანებს, რომ-ლებმაც დაკარგეს მოწიწება და პატივისცემა ყოველივე წმინ-დანისადმი, დაკარგეს თავმდაბლობა, რომელიც არ თვლის საკუთარ თავს ღირსად, არათუ სასწაულები ისე, როგორც არასდროს. თავდაჯერებულებით, თვითკმაყოფილებით, უმეცრებით მთვრალი ადამიანები წინდაუხედავად, განუკითხავად და თამამად მიის-წრაფვიან ყოველივე სასწაულებრივისაკენ და უარს არ ამბობენ, იყვნენ მათი მონაწილენი... ანტიქრისტე კაცობრიობის წინაშე მოაწყობს თეატრალური წარმოდგენების მსგავს სამარცხვინო არენას, გამაოგ-ნებელი, თანამედროვე მეცნიერების მიერ აუხსნელი სასწაულებისა, შიშით აღავსებს მათ თავისი სასწაულების მრისხანებითა და საკვირველებით, დააკმაყოფილებს მათ განუსჯელ ცნობისმოყვა-რეობას და უხეშ უმეცრებას, დააკმაყოფილებს ადამიანურ პატივ-მოყვარეობასა და სიამაყეს, დააკმაყოფილებს ცრუმორწმუნეობას... ადამიანები, განშორებულნი ღვთაებრივი ნათლის წინამძღვრო-ბისაგან, იხელმძღვანელებენ თავისი დაცემული ბუნებით და ისწრაფებენ დაემორჩილონ მაცდურს".

   ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით არსებულ აპოკალი-ფსურ საცდურზე წერდა სწორედ პავლე მოციქული, როდესაც თესალონიკელთა ამაო შიშებს ეხმიანებოდა. ასეთ უგუნურ აქტიუ-რობას მოციქული პირდაპირ უწოდებს ფუჭ ფაციფუცს:

   „აჰა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომცდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება უსჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა" (2 თეს. 2. 1-3).

   შემდეგ, აგრძელებს:

   „გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენ შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკ-ეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს.

   ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ წყნარი შრომით ჭამონ პური" (2 თეს. 3. 11, 12).

   ღმერთი და მხოლოდ ღმერთია არსთაგამრიგე. ბიბლიაში ჩვენ ვკით-ხულობთ:

   „ამეტყველდა დანიელი და თქვა: კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა.

   იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზ-ევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას."

   დანიელი 2. 20, 21

   შემდეგ, ესაია წინასწარმეტყველი:

   „ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაკეტოს."

   ესაია 45. 1

   ამდენად, ანტიქრისტე მხოლოდდამხოლოდ იარაღი იქნება ღვთის ხელში, მისი სამართლიანი მსჯავრის აღმასრულებელი.

   ბიბლიაში, ესაია წინასწარმეტყველთან ჩვენ ვკითხულობთ:

   „როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იე-რუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერადს. რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ;

   მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუ-მბერაზივით ჩამოვყარე ტახტზე მსხდომარენი. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.

   თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს? ვითომ თავისით აღი-მართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?"

   ესაია 10. 12-15

   მაშ, რა გახდება ანტიქრისტეს მოსვლის მთავარი მიზეზი? პავლე მოციქული გვმოძღვრავს:

   „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვა-რენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმად-ურნი, უწმინდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე" (2 ტიმოთე 3. 1-5).

   წმ. ნილოს მირონმდინარე ამ დროის შესახებ ასე წინასწარმეტყვე-ლებს:

   „ანტიქრისტეს უბოროტესი ძალების უზარმაზარი ენერგიისა და და-ძაბულობის წყალობით კაცთა მოდგმაში ჩაკვდება გრძნობისმიერი და გონებისმიერი ადამიანური ბუნება... კაცნი, სულიერად ესოდენ მზაკვრებად გამხდარნი, სხეულითაც დაპატარავდებიან და მათი სიმაღლე ერნახევარი არშინი იქნება (1 არშინი = 71,1 სმ)... ანუ ადამიანის სხეულის სიმაღლე ხუთ მტკაველს გაუტოლდება, ხოლო მზაკვრობით ეს ადამიანები თავად დემონებს გადააჭარბებენ და მათთან ყოველივეში ერთსულნი იქნებიან."

   და ბოლოს, თავად მაცხოვრის ესქატოლიგიურ სიტყვაში ჩვენ ვის-მენთ:

   „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, ვინაიდან ბევრნი მოვ-ლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ეს მშობიარობის ტკივილის დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთიმეორეს. მრავალი ცრუ წინასწარ-მეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდე დამ-თმენი გადარჩება... ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მთ. 24. 4-13, 35-36).

   იოანე მახარებლის „გამოცხადებაში" ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ ანტიქრისტე იქნება მიწიერი ბოროტების ერთგვარი კვინტესენცია3, რომელიც ადამიანური ვნებების, სიძულვილის, ამპარტავნების, ღალატის და ყოველგვარი სიბინძურის ზღვიდან ამოცოცდება. (გაგ-რძელება...)

 

 

3კვინტესენცია - ყველაზე მთავარი, ძირითადი არსი, ყველაზე არსე-ბითი.

 

 

 

არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი) 

 წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური" 


უკან დაბრუნება