მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქვეყნიერების დასასრული - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ქვეყნიერების დასასრული - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი9-03-2016, 19:35 |
მაგრამ, საერთოდ, რატომ უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნიერების დასას-რულზე? ნუთუ მართლაც უკანასკნელ ჟამს ვცხოვრობთ? ანდა რატომ უნდა დავუკავშიროთ რუსეთის მომავალი ქვეყნიერების დასასრულს? თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე თვით საბჭოთა მწერ-ლებიც კი ლაპარაკობენ „უკანასკნელი ჟამის", აპოკალიფსური დროის შესახებ. და მართლაც, იმ პრობლემების განხილვისას, რომლებიც მთელს მსოფლიოს აღელვებს ჩვენს დროში, - როგორიცაა წყლისა და საკვების მარაგის ამოწურვა, ჭარბი მოსახლეობა, საშინელი ამაოება და სასო-წარკვეთა ადამიანებისა, - ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საერთო სურათი ყოველივე იმისა, რაც ახლა ხდება. და ახლა უკვე შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ ყველა ეს პრობლემა მიუთითებს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კრიზისის მოახლოებაზე, კრიზისისა, რომელსაც ძალუძს სიცოცხლეს ბოლო მოუღოს მთელს დედამიწაზე. ამავე დროს, თანამედროვე რელიგიური მოაზროვნეები მიუთითებენ არაქრისტიანული რელიგიური მოძრაობების აყვავებაზე და წინას-წარმეტყველებენ „ახალი ერის" დაწყებას, რომელშიც საკაცობრიო აზრს „ახალი რელიგიური შეგნება" დაეუფლება და ბოლოს მოუღებს ქრისტიანობის 2000-წლოვან მეუფებას. და თვით ფაქტი 2000 წლის მოახლოებისა ბევრს შთააგონებს იმ აზრს, რომ მალე უნდა დადგეს სრულიად ახალი ეპოქა, ყველაფრით განსხვავებული წინამორბედი ეპოქებისაგან. ასტროლოგები ამ ეპოქას „Aquarian Age"-ს („მერწყულის ერას") უწოდებენ. მრავალ არამართლმადიდებელ ქრისტიანს შორის ამ იდეებმა წარმოქმნა „ჰილიაზმად", ანუ „მილენარიზმად" წოდებული ცრუ, მწვალებლური სწავლება, რომელიც წარმოადგენს იმის რწმენას, რომ მალე ქრისტე მოვა ამქვეყნად და ათას წელს იმეფებს თავის წმიდანებთან ერთად ქვეყნიერების დასასრულამდე. ეს სწავლება ერესია, დაგმობილი ეკლესიის მამათა მიერ. იგი მომ-დინარეობს აპოკალიპსის არასწორი განმარტებიდან. მართლმადი-დებელი ეკლესია ასწავლის, რომ ქრისტესა და მისი წმინდანების მეუფება, როცა ეშმაკი შებორკილი იქნება ათასი წლის განმავლობაში (გამოცხ. 20, 2), სწორედ ის დროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ (რიცხვი 1000 აქ მთლიანობის სიმბოლოა), ანუ დრო ქრისტეს პირველსა და მეორედ მოსვლას შორის ამქვეყნად. ამ პერიოდში წმინდანები თანამეუფებენ ქრისტესთან ერთად მის ეკ-ლესიაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მისტიკური, სულიერი მეუფებაა, რომელიც არ უნდა გავიგოთ პირდაპირი, პოლიტიკური მნიშვ-ნელობით, როგორც მას ამჟამად განმარტავენ ჰილიასტი მწვალებ-ლები. ეშმაკი ამ დროს შეკრულია, ანუ შეზღუდულია თავის ქმედებებში კაცობრიობის წინააღმდეგ, და მორწმუნეებიც რომელნიც ეკლესიაში ცხოვრობენ და წმიდა საუფლო ძღვენს ეზიარებიან, მადლმოსილი ცხოვრებით ჰგიებენ, მარადიულ ცათა სასუფეველისა-თვის რომ განამზადებს მათ. არამართლმადიდებლებს კი, რომლებიც არ ეზიარებიან წმიდა საუ-ფლო ძღვენს და არ მონაწილეობენ ეკლესიის ჭეშმარიტ ცხოვრებაში, არ ძალუძთ ქრისტეს ამ მისტიკური მეუფების გაგება, რადგან ისინი ცდილობენ ყველა მოვლენა პოლიტიკური ასპექტით ახსნან. ამგვარად, ქვეყნიერების მომავალი, რომელშიც რუსეთი უეჭველად დაიკავებს ცენტრალურ ადგილს, მჭიდროდ უკავშირდება მისი დასასრულის იდეებს ამ სიტყვის როგორც ფიზიკური, ასევე კულტურული მნიშვნელობით, აგრეთვე ახალი, „სამოთხისებური" ეპოქის აღმოცენების იდეას. ზოგიერთი თანამედროვე მოაზროვნე სწორედ ასე განმარტავდა იმ ადგილს, რომელსაც რუსეთი დაიკავებს ახალ ერაში ჰილიაზმის სწავლების თვალსაზრისით. და მართლაც, თუკი ჩვენ უფრო ახლო გავეცნობით კომუნიზმის სწავლებას, რომელსაც სრულ მონობაში ჰყავს რუსეთის საზოგადოებრივი ცნობიერება უკანასკნელი 60 წლის მანძილზე, მაშინ დავინახავთ, რომ ეს სწავლება წარმოადგენს ჰილიაზმის იდეის სეკულარულ ვარიანტს: იგიც იმას ასწავლის, რომ დადგება კომუნიზმის ახალი ისტორიული ერა და რომ როცა ბოლოს კომუნიზმი მთელ მსოფლიოს დაეუფლება, ბედნიერი კაცობრიობა წარსულის ყველა ბორკილისაგან გათავისუფლდება. ახლა კი, რუსეთში სამოცწლიანი, სხვა ქვეყნებში კი უფრო ხანმოკლე კომუ-ნისტური ექსპერიმენტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, თუ რა უგუნურება იყო კომუნისტების რწმენა. კომუნისტური სინამდვილე სამოთხე კი არ აღმოჩნდა ამქვეყნად, არამედ „გულაგი", ხოლო კაცობრიობა კი არ გათავისუფლდა, არამედ მთლიანად დამონებულ იქმნა. მაგრამ რუსეთი, პირველი დამო-ნებული ქვეყანა, რომელმაც ეს მძიმე ხვედრი იწვნია, ასევე პირველი იქნება, რომელიც ძილისაგან გამოფხიზლდება. მიუხედავად ეკ-ლესიის ყოველმხრივი დევნა-შევიწროებისა, ათეიზმმა ვერ შეძლო რუსული სულის დამონება, და რელიგიური აღორძინებაც რუსეთში შეიძლება რაღაც დიადისა და სტიქიურის ნიშანი გახდეს, ათეისტური ჭირისაგან ხალხის სულის გამოჯანსაღებაზე რომ მიგვითითებს. ყოველივე ეს შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ რუსეთს ძალა შესწევს, განსაკუთრებული რამ აუწყოს მსოფლიოს, რომელსაც იგივე საშიშროება ემუქრება ათეისტურ მარწუხებში მოხვედრისა, რომ-ლისაგანაც რუსეთი ამჟამად თავისუფლდება. და აი, სწორედ ეს ფაქტია მიზეზი იმისა, რომ რუსეთის მომავალი ასე მჭიდროდ უკავშირდება მთელი მსოფლიოს, მთელი კაცობრიობის მომავალს მის რელიგიურ ასპექტში. (გაგრძელება...)
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" უკან დაბრუნება |