მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რუსეთის მომავალი და ქვეყნის დასასრული - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
რუსეთის მომავალი და ქვეყნის დასასრული - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი7-03-2016, 05:59 |
ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც თვით უფალი გვა-ფრთხილებს სახარებაში, როცა ამბობს: „და განმრავლებითა უსჯუ-ლოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთაი" (მათე 24, 12) - ანუ იმ უკანასკნელ დროში, როცა ქრისტიანულ ხარებას, ესოდენი მგზნე-ბარებით მიღებულს ოდესღაც პირველი ქრისტიანების მიერ, ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი უკავია ჩვენს საყოველდღეო ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულისგული, აზრი და მიზანი გამხდარიყო. მართლმადიდებლობა, ჩვენი ეს ფასდაუდებელი საუნჯე, მგზნებარე რწმენა, რომლის აღიარებისაც არ უნდა გვრცხვენოდეს, ჩვენს დღეებში სრულიად დაკნინებულია. მაგრამ საღმრთო გან-გებულების გამოუკვლეველი გზებითა და ბედის გარკვეული ირონიითაც, რუსეთი, სადაც მართლმადიდებლობამ თითქოს უკანა პლანზე გადაიწია, დღეს წამყვან ძალად იქცა მსოფლიოში. ამიტომაც ყველაფერი, რაც იქ ხდება, უნებლიეთ მთელი მსოფლიოს ყურად-ღებას იპყრობს. აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: ის, რაც დღეს საბჭოთა კავშირში ხდება, გარკვეულწილად სწორედ ძველი რუსეთის ცხოვრებას ეხება, - მართლმადიდებლური აღორძინება იქ გარკვეულწილად დაკავში-რებულია რუსეთის მომავალთანაც. XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში, 1917 წლის რევოლუციის წინ, რუსეთში გაიხმიანა სულიერად მადლმოსილ ადამიანთა წინასწარმეტყველებებმა მასზედ, რომ იქ აღმოცენდებოდა ათეიზმი და დადგებოდა სისხლისღვრისა და მონობის ეპოქა; იყო აგრეთვე წინასწარმეტყველებანი რუსეთის მომავალზე იმ შემთხვევისათვის, თუკი რუსი ადამიანები აღია-რებდნენ თავიანთ ცოდვებს და მოინანიებდნენ ყოველივეს, რაც რუსეთში მოხდებოდა. ამიტომ მოდით, განვიხილოთ ეს წინასწარმეტყველებანი და ყველა ის გზაც, რომლებითაც ისინი თანამედროვე მოვლენებს უკავში-რდებიან რუსეთში. და ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას უნდა ველოდოთ, ამ და სხვა, უფრო ზოგადი წინასწარმეტყველებების თანახმად, იმ მოვლენებისაგან, ქვეყნის დასასრულის წინ რომ უნდა მოხდეს. (გაგრძელება...)
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" უკან დაბრუნება |