მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ღრმა წუხილი წინამოსამზადებელი წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილების გამო - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

ღრმა წუხილი წინამოსამზადებელი წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილების გამო - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი


2-02-2016, 22:59

 

2. ღრმა წუხილი წინამოსამზადებელი წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილების გამო

 

   ზემოთ წარმოდგენილ მოკლე ექსკურსში მრავალსაუკუნოვან ისტო-რიასა და კრების ვრცელ თემატიკაში, გვებადება კითხვა, როგორი უნდა იყოს ეკლესიის - სასულიერო პირებისა და ერისკაცების პოზიცია წმინდა და დიდი კრების სამზადისისადმი, რომელიც 2016 წ. უნდა შედგეს? სიხარული თუ შეშფოთება გამოვხატოთ ჭეშმარიტად უდიდეს ისტორიულ - საეკლესიო მოვლენისადმი? რას მოუტანს ის ეკლესიას: სარგებელს თუ სერიოზულ პრობლემებს?

   პირველი პასუხი მათი მხრიდან, ვინც უარყოფს ეკლესიის კრებსით ტრადიციას და ყურს არ უგდებს ეკლესიის ძირითად საღვთის-მეტყველო ტენდენციებს, იქნება ის, რომ მოახლოებული კრება უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს მართლმადიდებელ ეკლესიას. იმის გარდა, რომ შეუძლია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მართლმადი-დებელი ეკლესიების ზოგიერთი საკამათო საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, მორწმუნეთა დამოძღვრის საკითხს თუ სხვა, შეუძლია დემონსტრირება იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, შემდგარს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიებისაგან, გააჩნია ძალა და განუყრელი ერთობა. ასევე ნებისმიერ კეთილმორწმუნე მართლმადი-დებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უდიდესი ისტორიული მოვლენის ზღურბლზე იმყოფება, ვინაიდან, როგორც იქნა, თორმეტი ასწ-ლეულის შემდეგ, ე.ი. მეშვიდე მსოფლიო კრების, ამდენი საუკუნის კრებსითი დუმილის შემდეგ, ჩვენ ვაღწევთ წარმოუდგენელ სიდიდეს - დიდი კრების მოწვევას, ვით გაგრძელებას წინარე მსოფლიო კრებებისა. ამით წარმოვაჩენთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ჩარჩა წარსულში, არ იმყოფება გაქვავებული სამუზეუმო ექსპონატის მსგავს განუვითარებელ ტრადიციაში, რაშიც ხშირად ბრალს გვდებენ პროტესტანტები. ყველაფრის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ცოცხალი ორგანიზმი, დაინტერესებული თავისი აწმყოთი, აქტუალური და მტკივნეული საკითხებით. ამასთან, კრება ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია - არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო, წმინდა მამებისა და მომდევნო კრებების ეკლესია.

   სწორედ ამგვარად აღიქმებოდა და დღესაც ასე აღიქმება მართლმო-რწმუნე სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების მიერ კრების მნი-შვნელობა. წინამოსამზადებელი კრებების კომისიის წევრები, ღვთის-მოსაობითა და ღვთისმოშიშებით წარმოიდგენდნენ თავს წმინდა მამების ადგილზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მსოფლიო კრებებზე. წინამოსამზადებელი კრებების კრებულებში დაცულია მრავალი ნიმუში მონაწილე სასულიერო პირების მსგავსი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისა.

   სამწუხაროდ, თავად ფაქტები, მთელი პროცესი, თემატიკა, მრავალი განცხადება იმ პირებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კრების მსვლე-ლობას, და ბოლოს, ტექსტების შინაარსი, წინამოსამზადებელი კრების დადგენილებათა მართებულებას საეჭვოს ხდის. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კრების საკითხები მართლმადიდებლურ სწავლებას, რაც არ შეიძლება, არ აღელვებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. სარწმუნოებისა და ეკლესიის ცხოვრების უდავო პოსტულატი გახლავთ ის, რომ კრების ავტორიტეტი არ არის დამოკიდებული არც წარმომადგენელთა სიბრძნეზე, არც სათნოებებზე, არც სიმრავლეზე, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება მისი გადაწყვეტილებები წინარე კრებების სულისკვეთებას, მათ დოგმატურ და კანონიკურ განსაზ-ღვრებას, რომელთა გადაწყვეტილებები უპირობოდ უნდა შესრუ-ლდეს ყველა მომდევნო კრების მიერ? ერთობ ფასეულია ამ თვალსაზრისით წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვა: „ეკლესია წმინდად და ჭეშმარიტად აღიარებს იმ კრებებს, რომლებზეც მართებული დოგმატები დაადგინეს".

   ცხადია, აქ ვერ გადმოვცემთ ყველა თვისებასა და მტკიცებულებას იმისა, რომ ეს კრება მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ტრადიციის მიღმაა, და საკუთარი, უცხო გზით მიემართება. ამასთან, ჩვენი დროის სხვა ტრადიციებისა და სხვა სარწმუნოებების ზეგა-ვლენის ქვეშ ექცევა, თითქოს მოკვეთილია წინარე წმინდა კრებებისაგან. შემდეგში მივუთითებთ ყველაზე თვალსაჩინო ელემენტებს ამ განსხვავებისა.

   პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველად, ისტორიის მანძილზე, კრების მომზადებამ ასეთი დიდი დრო წაიღო, შეიძლება ითქვას რეკორდული მაჩვენებელია. თუ ათვლას შევუდგებით პატრიარქ მელეტი (მეტაქსაკის) ე.წ. „სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესის" (1923 წ.) პერიოდიდან, დავინახავთ, რომ მას შემდეგ ოთხმოცდაცამეტი წელი გავიდა. თუ საკითხის განხილვას კ. როდოსზე (1961 წ.) პირველი სრულიად მართლმადიდებელთა წინამოსამზადებელი კრებიდან შევუდგებით, მაშინ საუბარია ორმოცდათხუთმეტ წელზე. ცხადია, დროის ხანგრძლივობა არ განიხილება კრების შეფასების კრიტერიუმად. მაგრამ, სხვა მრავალ ღვთისმეტყველთან ერთად მივიჩნევთ, რომ ეს გარემოება მიგვა-ნიშნებს კრების მოწვევის „მიზეზის" ან „აუცილებლობის" არარ-სებობაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ კრება აბსოლუტურად განსხ-ვავებული, ეკლესიურ - პოლიტიკური მიზნებით გამოირჩევა.

   იმავეს ვიტყვით ე.წ. „ლაბირინთის", იმ ქაოსისა და მიუღებელი თემატიკის შესახებ, რომლებიც განიხილა პირველმა წინამოსამ-ზადებელმა კრებამ კ. როდოსზე (1961 წ.). საკითხების სიმრავლის მიუხედავად, უპრიანი იყო ეს თემები საღვთისმეტყველო ფაკულ-ტეტებზე ან კვლევის ცენტრებში განხილულიყო, და არა მორიგ კრებაზე. ჯერ ერთი, პრაქტიკულად ყველა ამ საკითხზე არსებობს კრებსითი გადაწყვეტილება და მამებისეული შეფასება. მეორე, მსოფლიო კრება ყოველთვის მცირე რაოდენობის საკითხითა და თემით იყო დაკავებული. ამის შედეგად არ გარდაიქმნა სპეცია-ლიზებულ ფაკულტეტად ან კვლევით ცენტრად. ათი საჭირბოროტო საკითხიდან, რომლის განხილვა დაისახა აღნიშნულმა კრებამ, მხოლოდ ორი თემაა სასწრაფოდ გადასაწყვეტი, ვინაიდან სწორედ ამ მიზეზების გამო ჩნდება პრობლემები ეკლესიის ერთობაში: 1) კალენდრისა და პასქალიის და 2) დიასპორის საკითხი. სხვა დანარჩენი საკითხი, როგორებიცაა: მარხვა, ქორწინება, ქრისტიანული იდეალი მშვიდობისა და თავისუფლების, რასობრივი განსხვავებების საკითხები და ა.შ. პასუხგაცემული გახლავთ წმინდა წერილის, ასევე მამებისეული და კრებსითი ტრადიციის მიერ. დანარჩენი საკითხები - ავტონომია, ავტოკეფალია, დიპტიქი თუ სხვა - გახლავთ დემონს-ტრირება უმაღლეს იერარქებს შორის პირველობის მოპოვებისა. შესაძლო იყო ეს საკითხები გარკვეული მოლაპარაკებებისა და განხილვების შედეგად გადაწყვეტილიყო, არა სასწრაფო წესით, ვინაიდან არ ახდენენ უშუალო ზეგავლენას მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებაზე. (გაგრძელება...)

 

 წერილიდან: მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შფოთისა თუ იმედის საბაბი? - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Православный Апологет 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება