მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > წერილები სულიერ შვილებს

წერილები სულიერ შვილებს


20-09-2012, 21:34
წერილები სულიერ შვილებს სამართლიანად ამბობ, რომ ღვთის დიდი წყალობა მათზე, ვინც, ღვთის განგებით საზოგადოების საერთო მისწრაფებებს კუნძულზე მყოფივით განეშორება. საიდანაც მხოლოდ ზღვის ღელვა ჩანს და ისმის, ისიც მხოლოდ მაშინ , როდესაც კუნძულზე მცხოვრები ნაპირს მიუახლოვდება, ანუ ის ყურადღებას არა კუნძულის სიღრმისკენ - საკუთარი თავისკენ, არამედ ცხვორებისეული ქარიშხლისაკენ მიმართავს. ამის შესახებ წმინდა წერილშიც წერია ( ფს.30.20.21.22). წმინდა მამებმა წინასწარ გვაუწყეს, რომ ბოლო ჟამს, ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას და თავმდაბლური გზით ივლიან. ამავე დროს, განდგომილთა განკითხვასაც მოერიდებიან, ყოველივეს ღვთის ნებასა და სამსაჯავროს მიანდობენ.
ქრისტიანობის აღდგენა არავისგან არ არის მოსალოდნელი! სულიწმიდის ჭურჭელი საბოლოოდ დაშრა ყველგან, მონასტრებშიც კი. ღვთის მრავალმოწყალება და სულგრძელობა გვაძლევს დროს ცხონების მსრუველებს და ბოლომდენ გადადებს საბოლოო განკითხვის დღეს მცირე სამწყოსათვის. ამავე დროს, განხრწნადი და თითქმის გახრწნილი სრულ გახრწნას აღწევს. ცხნოების მსურველებმა უნდა გაიზიარონ ეს და გამოიყენონ ცხონებისათვის მოცემული დრო, რამეთუ ახლოა ყველა ჩვენგანის მარადიულობაში გადასავლის ჟამი.
 
* * *
 
ბერი აბელი ფრანგების მიერ მოსკოვის აღებას წინასწარმეტყველებდა. ასევე ამბობდა, რომ დადგება დრო, როდესაც მონაზვნებს რამდენიმე მონასტერში მოათავსებენ, ხოლო დანარჩენი მონასტრების გაანადგურებენო. მნიშვნელოვანია ქრისტიანობა და არა მონაზვნობა, მონაზვნობა იმდენად არის საჭირო, რამდენადაც სრულყოფილ ქრისტიანობამდენ მიგვიყვანს. თვით ეკლესიური უბედურებები, ღვთის ნების გარეშე არ აღსრულდება.
„ასკეტური გამოცდილება" და „ასკეტური ქადაგება" მეტად სასრგებლო საკითავი უნდა იყოს თანამედროვე ქრისტიანებისათვის. უნდა შევინანოთ, ვილოცოთ და დავიცვათ თავი ხიბლისმიერი მდგომარეობისაგან. ამიტომ, რომ დღეს კეთილსინდისიერად ცხოვრების მსრუველნი და ისინიც, რომელთაც ჰგონიათ, რომ ცხოვრობენ ამგვარად, განხურვებისა და ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებიან.
 
 
 
 
 
* * *
ნუ დაითრგუნები ამ სამწუხარო მდგომარეობის გამო, არამედ თავმდაბლობით გამოღვარე შენი მწუხარება ღვთის წინაშე. თხოვე ღმერთს, რომ დაიფაროს თქვენი შვილი თავის წყალობით და ღვთის ნებას მიანდე იგი, ხოლო თავად სულის ცხონებაზე იზრუნე. ეს აუცილებელია, მით უმეტეს, რომ უკვე მცირე დრო გრჩება ამქვეყნიური მოგზაურობიდან მარადიულობაში გადასვლისათვის. სულიერი თვალსაზრისით ურთულეს დროში ვცხოვრობთ! ასი წლის წინათ წმინდა ტიხონი ამბობდა: „დღეს უკვე თითქმის აღარ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, არამდე მხოლოდ პირფერობაა". ეს სენი დროდადრო იზრდება. დღეს პირფერობამ წარმოდუგენლ თავხედობასა და უსირცხვილობას მიაღწია. სულიერი გამოცდილება რთულად მოსაპოვებელია. უმჯობესია გახვიდე მონასტრიდან და ერში იცხოვრო შესაფერისად, ვიდრე იცხოვრო მონასტერში მისადმი მტრული განწყობილებით, იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც არანაირად არ შეესაბამება მონასტრულ წესებს. რისი უეჭველი შედეგი საშინელი გარყვნილობაა.
* * *
 როგორც ჩანს მართმადიდებლობისგან განდგომილება ერში საყოველთაოა.
ზოგი უღმერთობა. ზოგი-დეისტი,ზოგი-პროტესტანტი, ზოგი-ინდიფერენტისტი, ზოგი კი-„რასკოლნიკი". ეს სენი არ იკურნება. ცხონების მსურველო, დაე, აცხოვნე შენ სული! შესამჩნევია, რომ დღეს ყველას, ვისაც ცხონება სურს , მწუხარება და განსაცდელი ეგზავნება.
 
* * *
ღვთის ნება და წყალობა იყოს ჩვენ ყოველთა თანა! ღვთის ნებასა და მრავალმოწყალებას შეუძლია მიმადლოს ცხონების საშუალება იმ ქრისტიანებს, ვისაც ჭეშმარიტად სურს ცხონება და კეთლისინდისიერებით შენიღბულნი არ მიისწრაფიან ამქვეყნიური წარმატებისაკენ.
ძალიან მებრალება! დაე, ღმერთმა განკურნოს! ის არა ერთხელ იყო ძალიან მძიმედ დასნეულებული, მაგრამ ღმერთი აბრუნებდა ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ. დაე, ახლაც ასრულდეს მასზე ნება ღვთისა. დროის სულისკვეთებიდან და გავრცელებული თავისუფალი აზროვნებიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ ეკლესიის შენობა, რომელიც უკვე დიდი ხანია ირყევა, მალე საშინლად შეირყევა. არავის ძალუძს ამის შეჩერება და წინააღმდეგობა. ამ მოვლენის შეჩერებას ზომები ამა სოფლის სტიქიისგან არის გამოყენებული და მიუღებელი ეკლესიისათვის, რაც უფრო აჩქარებს დაცემას, ვიდრე შეაჩერებს მას. კვლავ გეტყვით: იყოს ნება ღვთისა! იგივე შეიძლება ითქვას რელიგიურ ჟურნალებსა და რჯულის კანონის სწავლებაზეც.
 
 
 წმ. მღვდელთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

უკან დაბრუნება