მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შფოთისა თუ იმედის საბაბი? - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შფოთისა თუ იმედის საბაბი? - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი


30-01-2016, 00:05

 

1. მოკლე ექსკურსი კრების ისტორიასა და თემატიკაში

 

   2014 წ. მარტში კონსტანტინოპოლში შედგა ადგილობრივი მართლ-მადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეჩქარებინათ წმინდა და დიდი კრების მოწვევის მომზადება, რათა „თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა", 2016 წლის ივნისში, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, კონსტანტინოპოლის წმინდა ირინეს სახელობის ისტორიულ ტაძარში გაიმართოს, სადაც II მსოფლიო კრება (381 წ) შედგა. დაიწყო მუშაობა სპეციალურმა მართლმადიდებელთაშორისმა კომისიამ, რომელსაც დაეკისრა გადახედვა, განახლება და ყველა დანარჩენი ტექსტის მომზადება.

   მსოფლიო კრების მოწვევის იდეა ოფიციალურ დონეზე პირველად „სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესზე" 1923 წ. კონსტანტი-ნოპოლში მსოფლიო პატრიარქ მელეტი IV (მეტაქსიკისის) მიერ გაჟღერდა. 1930 წლიდან იდეის განვითარებას შეუდგა ე.წ. „მოსამ-ზადებელი კომისია", რომელმაც ათონის მთის წმ. ვატოპედის მონასტერში აღნიშნული კრების პირველი სია მოამზადა. არახელ-საყრელი ისტორიული პირობების გამო (მეორე მსოფლიო ომი), კრება ვერ შედგა. მეტწილად იმის გამო, რომ მრავალი მართლმადიდებელი ქვეყანა კომუნისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რაც იქ მყოფ ეკლესიებს გადაწყვეტილების მიღების უფლებაში ხელს უშლიდა.

   აღნიშნული საკითხის განხილვა კვლავ განახლდა კონსტანტინოპ-ოლში სხვა პატრიარქის, ათინაგორას მიერ, რომელმაც 1961 წ. როდოსში მოიწვია I სრულიად მართლმადიდებელთა სხდომა. იქ მიიღეს კრების მომზადებისა და თემატიკის ჩამოყალიბების უაპელაციო გადაწყვეტილება, რომელიც ათი საკითხისა და ასზე მეტი ვრცელი ქვეთავებისაგან შედგებოდა. ეს საკითხები ძლიერი კრიტიკის საგანი გახდა, ვით II ვატიკანის კრების ნუსხის მსგავსი სასკოლო და საკათეხიზატორო გამოყენების სახელმძღვანელო, რომელიც, უცნაუ-რი დამთხვევით, იმავე პერიოდში გაიმართა, და მრავალთა შეფაასებით, ზეგავლენა იქონია ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობაზე. დიდი წინააღმდეგობისა და კრიტიკის გამო, ეს ვრცელი და ანტიკრებსითი საკითხები გადასახედად I სრულიად მართლმადიდე-ბელთა მოსამზადებელ კრებას გადაეცა, რომელიც 1976 წ. ჟენევაში გაიმართა. შედეგად, საკითხი ათ თემამდე დაიყვანეს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან განსახილველ საკითხებად მიიჩნიეს. დღეისათვის, წმინდა და დიდი კრების განსახილველ საკითხებს ადგენენ და, როგორც ჩანს, შეადგენენ უშუალოდ კრების დროს. ძირითადი თემებია: 1) მართლმადიდებელი დიასპორა; 2) ავტოკე-ფალია და მისი თანმიმდევრობის წესგანგება; 3) ავტონომია; 4) დიპტიხი; 5) კალენდარული საკითხი; 6) ქორწინების ხელშემშლე-ლობა; 7) მარხვის შესახებ ეკლესიის დადგენილებათა თანამედროვე ეპოქის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა; 8) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრის-ტიანულ სამყაროსთან; 9) მართლმადიდებლობა და ეკუმენისტური მოძრაობა; 10) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხთა შორის ქრისტიანული იდეების მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი და რასობრივი თუ სხვა დისკრიმინაციის უგულებელყოფა.

   II სრულიად მართლმადიდებელთა კრების წინამოსამზადებელი შე-ხვედრა (1982 წ) ჟენევაში აღნიშნული საკითხების სამ თემას მიეძღვნა: 1) ეკლესიის დადგენილება მარხვის შესახებ, მისი თანამედროვე ეპოქის შესაბამისობაში მოყვანა; 2) კალენდარი და პასქალია; 3) ქორწინების ხელშემშლელი საკითხები. პირველი თემა მარხვის შესახებ არაჯეროვანი მომზადების გამო განსახილველად III მოსამზადებელი შეხვედრისთვის გადაიდო. შეიმუშავეს ორი თემის საკითხები: კალენდარისა და პასქალიის საკითხი და ქორწინების ხელშემშლელი საკითხები. III სრულიად მართლმადიდებელთა მოსამზადებელი კრების შეხვედრა 1986 წ. გაიმართა ჟენევაში, სადაც ოთხი საკითხი განიხილეს: 1) მარხვის თემა. მას შეუცვალეს სახელწოდება და ეწოდა „მარხვის დადგენილების მნიშვნელობა და მისი დაცვა ჩვენს დროში"; 2) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან; 3) მართლმადიდებლობა და ეკუმენისტური მოძრაობა; და 4) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხთა შორის ქრისტიანული იდეების, მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი, და რასობრივი თუ სხვაგვარი დისკრი-მინაციის უგულებელყოფა.

   ამრიგად, ათი საკითხიდან ორი დარჩა განსახილველი შესაბამისი ტექსტებით: 1) მართლმადიდებელი დიასპორა; 2) ავტოკეფალია; 3) მართლმადიდებლური დიპტიხი.

   IV მოსამზადებელი შეხვედრა, კვლავ სირთულისა და რეორგანიზ-აციის გამო გადაიდო ოცდასამი წლით. ოთხი საკითხიდან მხოლოდ დიასპორის თემატიკა განიხილეს, რომლის თანახმადაც შეადგინეს შესაბამისი ტექსტი. დანარჩენი სამი საკითხი V მოსამზადებელ შეხვედრამდე გადადეს, რომელიც ჟენევაში ორგზის, 2009 წლის დეკემბერსა და 2011 წლის ოქტომბერში, შედგა და მხოლოდ ავტონომიის საკითხი შემუშავდა, ხოლო დანარჩენი ორი საკითხი ავტოკეფალიასა და დიპტიხთან შეუთანხმებლობის გამო, ეკლესიების საერთო გადაწყვეტილებით, საერთოდ ამოიღეს განხილვის დღის წესრიგიდან.

   ამრიგად, ათი განსახილველი საკითხიდან, საბოლოო ჯამში, რვა გა-ნიხილეს. ორი მათგანი, კერძოდ, „ადგილობრივი მართლმადიდე-ბელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყა-როსთან" და „მართლმადიდებლობა და ეკუმენისტური მოძრაობა" ერთ საკითხში გააერთიანეს და ეწოდა „ადგილობრივი მართლმა-დიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოსადმი". საკითხები, საბოლოო ჯამში, შვიდამდე დაიყვანეს. კერძოდ: 1) მართლმადიდებლური დიასპორა; 2) ავტონომია; 3) კალენდარი და პასქალია; 4) ქორწინების ხელშემშლელი საკითხი; 5) მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება ჩვენს დროში; 6) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი; და 7) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხებს შორის ქრი-სტიანული იდეების, მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი, და რასობრივი თუ სხვაგვარი დისკრიმინაციის უგულებელყოფის თაობაზე.

   2014 წლის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შეხვე-დრაზე სპეციალურმა მართლმადიდებელთაშორისმა კომისიამ ცვლილებები განახორციელა და წინათ შემუშავებული ტექსტები „გააუმჯობესა", რის შესახებ არ აუწყეს არც ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებს, მით უფრო, არც ღვთისმეტყველთ და მორწმუნე საზოგადოებას. საბოლოო ტექსტი გასაიდუმლოებული რჩება; ის არ ქვეყნდება, როგორც ჩანს იმის გამო, რომ არამართლმადიდებლური შინაარსისაა, რომელიც ნეგატიურად აღიქმება მორწმუნე ხალხის მიერ. მაგალითად, გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, სხვა აღმსარებლობებთან დამოკიდებულების ტექსტში, იკონომიის პრინციპით, სურთ აღიარონ პაპისტების, პროტესტანტებისა თუ სხვა ერეტიკოსების ნათლისღება და ეკლესიურობა. ასევე დიდი ხმაური გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რასობრივი და სხვაგვარი დისკრიმინაციის უგულებელყოფის საკითხში უნდა ჩაემატოს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნიშნით დისკრი-მინაციაც. საუკეთესო საშუალება მსგავსი ინფორმაციის გაბათილებისა იქნება ის, რომ შემუშავდეს საკითხების ლუსტრაცია და პუბლიკაცია: სიმართლეს არ ეშინია ნათლის. ეკლესია მასონური ლოჟო არაა, ის ქრისტეს სხეულია, რომელიც ნათელთან და სიმართლესთანაა გაიგივებული. (გაგრძელება ...)

 

Православный Апологет 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება