მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > პატერიკონი

პატერიკონი


1-07-2016, 00:00

 

აბბა ბესარიონის ლოცვით მზე გაჩერდა

  

   ერთხელ აბბა ბესარიონი თავის მოწაფესთან ერთად ერთ ბერთან გა-ემგზავრა. ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბერის ადგილსამყოფელისაგან, მზე უკვე ჩადიოდა. მამა ბესარიონმა ილოცა თავისთვის, და ხმამაღლა თქვა: „უფალო! გევედრები, დაე გაჩერდეს მზე, სანამ მე შენს მონასთან მივალ". მზე გაჩერდა და ცის კაბადონზე იდგა მანამ, სანამ მგზავრებმა ბერის კელიას არ მიაღწიეს.

 

 

ლოცვის შედეგად, აბბა ბესარიონმა მდინარეზე, როგორც ხმელეთზე გაიარა

  

  აბბა ბესარიონს მდინარე ხრიზოროუსის გადალახვა სჭირდებოდა, აღასრულა რა ლოცვა, მან გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელეთზე და მეორე ნაპირზე გადავიდა. გაოცებულმა (მოწაფემ - რედ.) თავი მოვიდრიკე მის წინაშე და ვკითხე: „რას გრძნობდი, როდესაც წყალზე მიდიოდი?" წმიდა მამამ მიპასუხა: „ტერფებით წყალს ვგრძნობდი, ხოლო დანარჩენი სხეულის ნაწილი მშრალი მქონდა". ამგვარად მას არაერთხელ გადაუვლია დიდებული მდინარე ნილოსიც.

 

 

აბბა გელასიმ აღადგინა მკვდარი ჭაბუკი, რომელიც მნათეს უხეშობის შედეგად მოკვდა

  

   ერთხელ მონასტრის ძმობისათვის თევზი მოიტანეს. ტრაპეზარმა გა-მზადებული საკვები მნათეს გადასცა. მნათემ კი მცირე ხნით მცი-რეწლოვან ჭაბუკს მიაბარა, რომელიც აბბა გელასის ემსახურებოდა. ჭაბუკმა თავი ვერ შეიკავა და ვნებამორეულმა თევზის ჭამა დაიწყო. დაბრუნებულმა მნათემ ეს დაინახა და განრისხებულმა მოურიდე-ბლად აძგერა ხელი ჭაბუკს გულის არეში. ჭაბუკს სუნთქვა შეეკრა და გარდაიცვალა. შეშინებულმა მნათემ ჭაბუკი თავის საწოლზე დაასვენა და თვითონ აბბა გელასისთან წავიდა, დაემხო მის წინაშე და მომხდარის შესახებ შეატყობინა. წმიდა მამამ უბრძანა, მომხდარის შესახებ არავისათვის შეეტყობინებინა, საღამოთი მიცვალებული სადიაკვნეში მოესვენებინა და თავის კელიაში წასულიყო. ამის შესრულების შემდეგ მამა გელასი მივიდა სადიაკვნეში და ლოცვას შეუდგა. ღამის ღვთისმსახურებისათვის განსაზღვრულ დროს ტა-ძარში მონასტრის ძმობა შეიკრიბა. მათთან აბბა გელასი გამოვიდა, რომელსაც უკან ჭაბუკი მოჰყვებოდა. ამ ამბის შესახებ მათ გარდა წმიდა მამის გარდაცვალებამდე არავინ იცოდა.

 

 

უგუნური ლოცვა

  

   ქალაქ კალუგაში ერთი ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც კალ-უგის ღვთისმშობლის ხატისადმი დიდი ლტოლვა გააჩნდა. ამ ქვრივის ერთადერთი ნუგეში 12 წლის ქალიშვილი იყო. უეცრად გოგონა ავად გახდა და გარდაიცვალა. დიდი ჭირისგან გონდაკარგულმა ქალმა ღვთისმშობლის ხატს საყვედურით მიმართა: „მე მუდამ შენს წინაშე ვლოცულობდი, დედაო ღვთისაო, მუდამ თაყვანს ვცემდი შენს ხატს, მაგრამ შენ, ჩემი გულმოდგინების მიუხედავად, ერთადერთი სიხა-რული და ნუგეში წამართვი. შენ არ იხსენი ჩემი შვილი სიკვ-დილისაგან". შემდეგ კი დედა ღვთისმშობელი საყვედურებით აავსო, უმოწყალოსა და გულგრილს უწოდებდა მას.

   ამ დროს ზეციური დედოფალი დაინახა. ღვთისმშობელმა მას ამგ-ვარი სიტყვებით მიმართა: „უგუნურო დედაკაცო! მე მუდამ ვისმენდი შენი შვილისათვის აღვლენილ ლოცვებს და ვევედრებოდი ძესა და ღმერთსა ჩემსა, რათა ის წმიდა ქალწულთა დასში წაეყვანა. ის მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებდა, მაგრამ შენ შეეწი-ნააღმდეგე ამას. დაე, იყოს შენი ნებისაებრ. წადი, შენი შვილი ცოცხალია". ამ სიტყვებმა ქალი გონს მოიყვანეს, იგი სახლისაკენ გაეშურა. კუბოში ჩასვენებული გოგონა უკვე დასაკრძალავად იყო გამზადებული, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად გოგონას სახეზე სიცოცხლის ნიშნები დაეტყო. შემდეგ ღრმა ამოსუნთქვა მოესმათ და გაცოცხლებული გოგონა კუბოდან წამოდგა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარული ხანგრძლივი როდი იყო. გაზრდილი ქალიშვილი უკეთური ცხოვრების გზას დაადგა. დე-დისათვის ის არა ნუგეში, არამედ დიდი უბედურება გახდა. ის სცემდა დედას, შეურაცხყოფდა და დასცინოდა. ასე საშიში და სახიფათოა ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა.

 

წიგნიდან: „Отечник Проповедника"  

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება