მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ახლადმოქცეულ მართლმადიდებელს, რომელსაც ყველა ახლობელი კიცხავს
ახლადმოქცეულ მართლმადიდებელს, რომელსაც ყველა ახლობელი კიცხავს8-12-2013, 00:07 |
ვიდრე ღმერთს მიუბრუნდებოდი, ყველა-სათვის საყვარელი ადამიანი ვიყავი, ახლა საკუთარ სახლში ისე გრძნობ თავს, როგორც მტრის ბანაკში. ადრე სვამდი, ეწეოდი, ცოტ-ცოტას იპარავდი კიდეც, იგინებობდი და სამუშაო დღეებს, საწოლში ატარებდი, სჩადიოდი საქმეებს, რომელიც ღვთისა და წესიერი ადამიანე-ბისათვის საძაგელია, და მაინც, ყველას უყვარდი. ახლა კი, როცა სიმართლის, ღვთისმოსაობისა და ლოცვის გზას დაადექი, ისე დაგეხვივნენ, როგორც გაავებული კრაზანები.
გიხაროდეს, ძმაო, ასგზის გიხაროდეს! განა ვერ ხედავ, რომ შენს სახლში კეთილის მაუწყებელი ზარი ახმიანდა. იმ სახლში, სადაც აქამდენ მხოლოდ გადასახადებს და სამუშაოზე, ქურდობასა და თანამზრახველობაზე საუბრობდნენ, სახარებისეულმა წინასწარმე-ტყველებამ იწყო აღსრულბა.
თქვენი სახლი ცამდენ ამაღლდა. ქრისტიანული დრამის სცენად გადაიქცა, თითქოსდა მოციქულთა და მოწამეთა დროში გარდასულ ამ უმცირეს სივრცეში სრულიად ეკლესიის ისტორია აღსერულება. აი, ქრისტეს წინაწარმეტყველება, რომელიც უთვალავჯერ ასრულდა ამ პლანეტაზე და ახლა თქვენს სახლში იგივე იწყება:
„და იყუნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელის ჩემისათვის; ხოლო რომელმა დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს" (მათ.10.22)
„და მტერ-იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი" (მათ. 10.36)
„ნეტარ ხართ, რომელნიც ჰსტირით აწ; რამეთუ იცინოდეთ.
ნტარ იყვნენ, რაჟამს მოგიძულნენ თქვენ კაცთა, და ოდეს გამოგახსნენ თქვენ, და გაყვედრებდნენ, და განჰხადონ სახე-ლი თქვენი, ვითარცა ბოროტთა, ძმისათვის კაცისა". (ლუკ.6.21-22)
„ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ, რამეთუ ჰსტიროდეთ და ჰგოდებდეთ თქვენ, ხოლო სოფელსა უხაროდეს, და თქვენ ჰსწუხდეთ, არამედ მწუხარება თქვენი სიხარულით გარდა-იქცეს". (იოან. 16.20)
რა უნდა იყოს ამ წინასწარმეტველებაზე ნათელი? ხედავ, იგი დღესაც, შენს კერაზე აღესრულება. ამიტომაც მიიღე ყოველი უხეში სიტყვა, არა როგორც შეურაცხოფა, არამედ როგორც ჯილდო, როგორც ორდენი. გწამდეს, ვინც გდევნის - შეინანებს, მაგინებელნი დადუმ-დებიან, შენ კი მწუხარება სიხარულად გადაგექცევა. თუ ახლა უკანასკნელი ხარ მამაშენის სახლში, მალე პირველი იქნები, ვინც გდევნის, ის მოგემსახურება. ასე ითქვა და ასე აღსრულდება ათას-გზის.
მშვიდობა შენდა, ღმერთმა გაკურთხოს!
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) უკან დაბრუნება |