მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > აპოკალიპსის წიგნის განმარტებათა ქრონოლოგიური შეცდომა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

აპოკალიპსის წიგნის განმარტებათა ქრონოლოგიური შეცდომა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


1-03-2016, 00:03

აპოკალიპსის წიგნის განმარტებათა ქრონოლოგიური შეცდომა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

   ეს წიგნი შედგება ძალზე რთული ხილვების მთელი წყებისაგან, ასე, რომ თუკი თქვენ მის კითხვას ყოველგვარი განმარტების გარეშე დაიწყებთ, სრულიად დაიბნევით. ზოგიერთი ხილვა მასში - წარსულს შეეხება, ზოგი - აწმყოს, სხვანი - მომავალს. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი თავის განმარტებებში წინასწარმეტყველ დანიელისა და დაბადების წიგნებზე ამბობს, რომ დაბადების წიგნის პირველი ნაწილი არის წინასწარმეტყველება წარსულის შესახებ, იმიტომ, რომ არავინ იყო იმ მოვლენების მხილველი, რომლებიც მაშინ აღესრუ-ლებოდა, და ამიტომ მათ შესახებ საღმრთო გამოცხადებით ეუწყა მოსეს ისევე, როგორც მომავლის მოვლენების შესახებ ჰქონდათ გამოცხადება დანიელსა და იოანეს.

   აპოკალიპსის წიგნის მთავარი შინაარსი შეეხება იმ მოვლენებს, რო-მლებიც ქვეყნის დასასრულის წინ უნდა აღსრულდეს. ზოგჯერ ქვეყნის დასასრული განიხილება როგორც მთლი ის დრო, რომელიც ქრისტეს პირველი მოსვლიდან გრძელდება, ანუ უკვე თითქმის ორი ათასი წელია გრძელდება. სხვა შემთხვევებში ქვეყნის დასასრული აღნიშნავს ამ პერიოდის სულ უკანასკნელ მოვლენებს უშუალოდ მისი დასრულების წინ. იმისთვის, რომ მოცემულიყო ქვეყნის დასასრულის მთელი სურათი, ზოგიერთი ხილვა, მაგალითად, ანგელოზთა ბრძოლა ცათა შინა (12,7-რედ.), ეხება იმ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქვეყნის დასაბამამდე აღსრულდა. ამიტომაც ზოგიერთი მარტივი ახსნა შეუძლებელია. ამგვარად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ (აპოკალიპსის წიგნის) ყველა მოვლენა ქრონოლოგიური თანმიმდევ-რობით აღესრულება. სწორედ აქ ცდებიან პროტესტანტები ათასწლეულის თავიანთეული ინტერპრეტაციით, რადგანაც ისინი ფიქრობენ, რომ ყოველივე უბრალოდ ქრონოლოგიით ხდება, ისე, როგორც წერია. მაგრამ ეს შეუძლებელია ასე იყოს, რადგან ტექსტი ხან მომავალს ეხება, ხან წარსულს, ხან აწმყოს, შემდეგ ანაზდად ჩნდება ახალი ხილვა იმავე საგნისა, რის შესახებაც ახლახანს იყო მოცემული წინასწარმეტყველება. რაღაც ქრონოლოგიისათვის თვალის გადევნება აქ აბსოლუტურად შეუძლებელია.

   აპოკალიპსის წიგნი - ეს უბრალოდ ქრონოლოგია როდია მომავალი მოვლენებისა, არამედ - ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხილვაა, და მხოლოდ ზოგჯერ არის აქ მოცემული მო-მავალი მოვლენების ხედვა.

   არსებობს აგრეთვე ბევრი სხვადასხვა ხარისხი ხილვათა ახსნა-გან-მარტებებისა ამ წიგნში. ასე, მაგალითად, ძალზე მცირედი ადგილების გამოკლებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ერთი სახე შეესატყვისება ერთ რომელიმე რეალურ მოვლენას (ისევე, როგორც მთელს საღმრთო წერილშიც, და ჩვენს ღვთისმსახურებებშიც), - ერთი სახის მიღმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მოვლენა იდგეს. ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ ამას, როცა აპოკალიპსის წიგნის სახეებს შევისწავლით, და აღმოვაჩენთ, რომ ერთი მამა ამბობს, რომ ეს ერთს რასმე ნიშნავს, მეორე მამა ამტკიცებს - ეს კიდევ რაღაცას სხვას უნდა ნიშნავდესო, ხოლო მესამე მამამ შეიძლება თქვას, რომ ეს სხვა რამეს ნიშნავსო, და სამივე ეს განსხვავებული განმარტება სავსებით შეიძლება სწორი იყოს, იმიტომ, რომ აპოკალიპსის წიგნის სახეთა ერთმნიშნვნელოვანი შესატყვისობა რეალობაში არ არსებობს.

   რა თქმა უნდა, აპოკალიპსის წიგნის წაკითხვამდე ჯერ-არს წავიკი-თხოთ სხვა წიგნები, ისეთი, როგორიცაა მოციქულების - იაკობის, პეტრეს, იოანეს ეპისტოლეები, რომლებშიც გაცილებით უფრო მარტივის შესახებაა ნათქვამი: იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ზნეობრივად, როგორ შევუდგეთ უხილავ ბრძოლას და ა.შ. თვით თავისი შინაარსით აპოკალიპსის წიგნი გულისხმობს, რომ თქვენ უკვე წაგიკითხავთ მსგავსი წიგნები, რამეთუ იგულისხმება, რომ თქვენ იცით, როგორი ბრძოლა მიმდინარეობს ეკლესიასა და ეშმაკს შორის, რა არის ქრისტიანული ცხოვრება და ვითარი ბრძოლები უნდა განვლოთ. თუ თქვენ არანაირი წარმოდგენა არა გაქვთ ამის შესახებ, მაშინ საერთოდ ვერ გაიგებთ აპოკალიპსის წიგნს. (გაგრძელება...) 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება