მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ყოველი ადამიანი გადაუხდელ ვალშია ღვთის წინაშე - იღუმენი ნიკონი

ყოველი ადამიანი გადაუხდელ ვალშია ღვთის წინაშე - იღუმენი ნიკონი


23-03-2016, 00:08

 

   ძვირფასო მ.კ., რაც უფრო ნამდვილია და არა წარმოსახვითი ადამი-ანის სიახლოვე ღმერთთან, მით უფრო უღირსად და კაცთაგან უცოდვილესად გრძნობს იგი თავს. ამგვარი განცდა ჰქონდათ წმიდა მამებს. მაგალითი ბევრია, თვითონაც გაიხსენებთ.

   მეზვერე სხვა მიზეზით თვლიდა თავს ცოდვილად, მაგრამ შეიცნო საკუთარი ცოდვები, თავი არ იმართლა და მხოლოდ წყალობასა და მოტევებას ითხოვდა უფლისაგან და მიიღო კიდეც იგი.

   ყოველი ადამიანი გადაუხდელ ვალშია ღვთის წინაშე, ვერავითარი ღვაწლი ვერ გადაიხდის ამ ვალს. თვით უფალი ამბობს, რომ თუ აღასრულებთ (ყველაფერს რაც გებრძანათ, ე.ი. ყველა მცნებას) - თავი იმ უხმარ მონად ჩათვალეთ, რომელიც ვალდებულია აღასრულოს ყოველი, რაც მას ბატონმა უბრძანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მცნებათა განუწყვეტლივ დამრღვევნი, ვალდებულნი ვართ სულიერი მდგო-მარეობა ისეთივე გვქონდეს, როგორიც მეზვერეს აქვს. ნუ ვეძებთ ჩვენში რომელსამე ღირსებას, როგორ ღვაწლსაც არ უნდა ვეწეოდეთ, ჩვენ მუდამ უსარგებლო მონებად ვრჩებით. მხოლოდ ღვთის გულმოწყალება მიუტევებს მონანულთ და ისინი ცათა სასუფეველში შეჰყავს.

   აი, რატომ კრძალავენ ამაღლებული სულიერი მდგომარეობის ძებნას წმ. მამები და უფალი. მთელი ჩვენი შინაგანი ღვაწლი სინანულისკენ უნდა მივმართოთ და იმ ყველაფრისაგან, რაც სინანულს აღძრავს, ღვთიური განცდა თავისით მოვა, როცა ადგილი განიწმინდება და თუკი უფალი ინებებს. თუკი მოღვაწეს არა აქვს გულწრფელი განცდა ცოდვებისა და შემუსვრილი გული, იგი უცილობლად ხიბლშია. განსაკუთრებით, ლოცვით ღვაწლში მყოფს ესაჭიროება ჰქონდეს მეზვერის ლოცვა და მეზვერის შემუსვრილობა, სხვაგვარად იგი აუცილებლად მოტყუვდება ეშმაკის მიერ, შეიძენს სიამაყეს, პა-ტივმოყვარეობასა და ხიბლს. ღმერთმა გვაშოროს ისინი. აი პასუხი თქვენს სურვილზე. იცოდეთ, რას ნიშნავს მეზვერის ლოცვითი განწყობა. უფალმა მეზვერისა და ფარისევლის იგავით გვიჩვენა როგორ უნდა ვილოცოთ და როგორ არ უნდა ვილოცოთ (ფარისევლის განწყობა). მაცხოვრის განკაცებისა და ვნების შემდეგ მეზვერის ლოცვა წმ. მამების მიერ იესოს ლოცვით შეიცვალა. არსი ერთი და იგივეა.



იღუმენი ნიკონი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება