მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "წამალი" ცხოვრების წინააღმდეგ
"წამალი" ცხოვრების წინააღმდეგ24-01-2016, 00:05 |
თანამედროვე სამყაროში უკვე მრავალი ადამიანი მივიდა დასკვ-ნამდე, რომ აბორტი არის ცოცხალი, ჯერ დაუბადებელი ადამიანის მკვლელობა, მაგრამ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ კონტრაცეფციის მიმართ. სიტყვასიტყვით "Contra" ნიშნავს წინააღმდეგ, ხოლო "ception" - ნაყოფს. ანუ ნაყოფის (ჩასახული ჩვილის) წინააღმდეგ მოქმედი საშუალება, იგივე ჩასახვის საწინა-აღმდეგო საშუალება. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები განკუთვნილია იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ბავშვები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს სურს იცხოვროს თავისი ავხორცული ვნებების ამარა ბავშვების გარეშე. ხოლო იმისათვის რომ კონტრაცეფციის (კლიენტი) მომხმარებლები თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდნენ, შეთხზეს ზღაპრული თეორია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება აქვეითებს "ოვულაციას" ქალებში, ანუ თითქოსდა ჩასახვა არ ხორციელდება. ეს ამაზრზენი სიცრუეა. მხოლოდ ღმერთმა უწყის რამდენი მინი-აბორტი ხორციელდება ქალებში, რომლებიც ჰორმონალურ კონტრაცეფციასა და ე.წ. "სპირალს" იყენებენ. გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები დამღუპველად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ საკითხებზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. ყველასათვის ცნობილია, რომ ახალ წამლებს თავდაპირველად ცხო-ველებზე ცდიან. ხოლო დარწმუნდებიან რა პრეპარატის მეტ-ნაკლებ უსაფრთხოებასა თუ უდავო სარგებლის შესახებ, ამ წამლებს ადამიანებს აძლევენ. საღად მოაზროვნე ადამიანი, ალბათ, არ მიიღებს პრეპარატს, როდესაც შეიტყობს, რომ საცდელმა ძაღლებმა და მაიმუნებმა "ვერ გაუძლეს კლინიკურ გამოცდას". მარტივად რომ ვთქვათ, დაიხოცნენ. როგორი განწყობა დაგეუფლებათ ასეთი "დამაიმედებელი" შედეგ-ების შემდეგ, შეიტყობთ, რომ ექსპერიმენტატორებმა ცდები ადამიანებზე განახორციელეს? ალბათ იფიქრებთ, რომ მესამე რეიხის "ექიმების" ცდებზეა საუბარი. მაგრამ ეს მონაცემები ჩვენ არა ნიუნბერგის პროცესის დოკუმენტებში, არამედ ჯ. გოფკინის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის "დემოგრაფიულ ანგარიშში" ამოვიკითხეთ. მასში საუბარია ინექციურ კონტრაცეფციაზე. შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ერთი ინექცია და რამოდენიმე თვე აღარ დაფეხმძიმდები. ძალიან მოხერხებულია, მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ა.შ.შ-ს პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველო 1967-1992 წ.წ. ნებას არ რთავდა შტატების აფთიაქებს ამ პრეპარატების გასავრცელებლად. როგორც ჩანს, არ მოსწონდათ ძაღლებსა და მაიმუნებზე განხორციელებული ცდების შედეგები - საბრალოებს სწრაფად უვითარდებოდათ სიმსივნე. მაგრამ 1975 წლიდან ამ არააპრორიბებული პრეპარატის გამოყენების ფაქტი ტაილანდში დაფიქსირდა. მას იქ ინტენსიურად იყენებდნენ. დღეს განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ინექციური კონტრა-ცეფციის მომხმარებელია. 1992 წ. ეს "გაუგებრობა" მოგვარდა. "ეპიდემიოლოგიურმა კონტრო-ლმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ადამიანების ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ჰორმონების ზემოქმედებისას განსხვავდება ცხოველების ორგანიზმის რეაქციისაგან". ამიტომ კონტრაცეფტული ჰორმონების ექსპერიმენტებს მხოლოდ "ბიგლის" ჯიშის ძაღლებზე განახორც-იელებდნენ. ასე რომ, ძაღლების ჯანმრთელობაზე შეგვიძლია აღარ ვინერვიულოთ. მაგრამ ქალების ჯანმრთელობაზე, ჩვენი აზრით, ღირს დაფიქრება, ვინაიდან ინექციურ კონტრაცეფციასა თუ სხვა "ბავშვებისაგან თავდაცვის წამლების" დღეს სერიოზულ რეკლამას უკეთებს მრავალი ჟურნალ-გაზეთი, პოლიკლინიკა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი, ტელეგადაცემები თუ სხვა. ყოველმხრივ შთაგვაგონებენ, რომ ის მოხერხებული, ეფექტური და ხელმისაწვდომია. რაც მთავარია, საერთოდ "უსაფრთხოა"! მოდით კონტრაცეფციაზე "ქალის ჯანსაღი ეგოიზმის" პოზიციიდან ვისაუბროთ. საამისოდ გადავშალოთ ოჯახის დაგეგმარების ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბროშურა "არ ინერვიულოთ! ჰორმონალური კონტრაცეფცია". ასევე ჯ. გოპკინის უნივერსიტეტის "დემოგრაფიული ანგარიში" და პროფესორ ი. მანუილოვას წიგნი "თანამედროვე კონტრაცეფტული საშუალებები". "ჰორმონალური კონტრაცეფცია, - ირწმუნება "არ ინერვიულოს" ბროშურა, - ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და უსაფრთხო მეთოდია... თანამედროვე პრეპარატებში ჰორმონების დოზები რამდენჯერმე შემცირებულია, ამდენად, გართულება არაპრაქტიკულად არ მოჰ-ყვება... საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებენ ფართომასშტაბიან ექსპერიმენტებს, მივიდნენ დას-კვნამდე, რომ თანამედროვე პრეპარატები არ ახდენენ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე". ახლა ვნახოთ, რას წერს ამის შესახებ ი. მანუილოვა. მის წიგნში სპეციალური ქვეთავიცაა სახელწოდებით "უკურეაქციის მაჩვენებ-ელი". აი, ზოგიერთი სიმპტომი: თავბრუსხვევა, ღებინება, გასუქება, დეპრესია, ჰიპერტონია, ტრომბოფლებიტი, ნეიროდერმიტი, ფილტვე-ბის ემპოლია, უნაყოფობა. როგორც ჩანს, "საერთაშორისო ექსპერ-ტებმა" რაღაც ვერ შეამჩნიეს. მაგრამ განვაგრძოთ, ი. მანუილოვას წიგნის მომდევნო თავში "ჩვე-ნება და უკუჩვენება" აღნიშნულია: "დადგენილია, რომ თანამედროვე ეფექტურ კონტრაცეფციას გაცილებით მეტი უკუჩვენება გააჩნია, ვიდრე ნაკლებად ეფექტურ პრეპარატებს". ანუ, რაც უფრო საიმედოა, მით უფრო საზიანო. აბსოლუტური უკუჩვენების რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი დაავად-ებები: 1) ტრომბოემბოლური დაავადებები; 2) თავის ტვინის სისხ-ლძარღვების სისტემის დაზიანება; 3) ავთვისებიანი სიმსივნე; 4) ღვიძლის ფუნქციების დაშლა, ციროზი; 5) შაქრის დიაბეტი, რევმატული პრობლემები; 6) მენსტრუალური ციკლის რღვევა, სისხლდენა და სხვა. მაგრამ დაგეგმარისტებს ეს არ ანაღვლებთ. ბროშურაში "არ ინერვი-ულოთ..." ვკითხულიბთ: "ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მენსტრუ-ალური ციკლის მქონე მოზარდებისთვისაც არის მისაღები". ი. მანუილოვა კი წერს: "ორალური კონტრაცეფციის მოზარდებისთვის დანიშვნის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტრაცეფციის მოზარდებში ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სიმსივნის გვიანდელი განვითარების საშიშროება ჩნდება". არც ინექციური კონტრაცეფციის გამოყენებისას გვაქვს კარგი შედ-ეგები. ა.შ.შ. "დემოგრაფიულ ანგარიშში" ვკითხულობთ, რომ ინექციურმა კონტრაცეფტივებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომ ამის გამოყენების შემდეგ "ნორმალური მენსტრუალური ციკლი მხოლოდ ქალთა 10% უნარჩუნდება... ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა იმდენად ინტენსიური შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სპეციალური სამედიცინო დახმარებაც დაგჭირდეთ..." გარდა ამისა, სასიყვარულო ურთიერთობა, რისთვისაც "გადაღობეს ბაღი", რბილად რომ ვთქვათ, ერთობ პრობლემატური ხდება. არსებობს კიდევ ერთი უკუჩვენება, რომლის დამალვას ცდილობენ ჰორმონალური კონტრაცეფცივის აპოლოგეტები. ი. მანუილოვა წერს: "ორალური კონტრაცეფციის გამოყენების დროს კვერცხუჯრედები ზომებში მცირდება და ქალის მენოპაუზის (ანუ კლიმაქსის) პერიოდის ნიშნებს იძენს". ხოლო გინეკოლოგი ექიმი გ. რუდიკონი წერს: "ჰორმონალური კონტრაცეფციის ხანგრძლივი პერიოდის გამოყენები-სას ორგანიზმი ვერ ასრულებს თავის ნორმალურ ფუნქციებს. დროთა განმავლობაში სასქესო ჰორმონების რიცხვი მცირდება. იგივე პროცესები ვითარდება სასქესო სისტემის სხვა ადგილებშიც. თანდათან ორგანიზმი ითრგუნება და სწრაფად ბერდება. შემდეგ ორგანიზმი ცდილობს დაუბრუნდეს პირველად მდგომარეობას, მაგრამ უკვე აღარ შეუძლია. როგორც წესი, მსგავსი პრეპარატების გამოყენების შემდეგ ორგანიზმი საბოლოოდ იხრწნება. ჩვენი ოპონენტებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული სიმსივნის საკითხია. ისინი ყველანაირად ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ კონტრაცეფცია არა თუ არ იწვევს სიმსივნეს, არამედ, პირიქით, კურნავს მისგან. მაგრამ ა.შ.შ. ნაციონალური ინსტიტუტის ონკოლოგიურ განყოფილებაში ნათქვამია, რომ 35 წლამდე ახალ-გაზრდა ქალებს, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, სიმსივნით დაავადების საშიშროება 20% ეზრდებათ. ი. მანუილოვაც იძულებულია აღიაროს, რომ კონტრაცეფცია ოცჯერ ზრდის ღვიძლის ადენომიის საშიშროებას. მაგრამ "არ ინერვიულოს" ორგანიზატორები ასეთ "წვრილმანებს" არ აქცევენ ყურადღებას. უფრო მეტიც, მასში ფართოდ რეკლამირდება "დიონე - 35" აბები. ვინც არ იცის, გატყობინებთ: 1994 წ. ამ პრეპარატის გამო გერმანიაში დიდი სკანდალი აგორდა. ოცწლიანმა გამოყენების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ის ზრდის მკერდის კიბოს საშიშროებას. ცხადია, გერმანიაში პრეპარატის გამოყენება შეწყდა, მაგრამ შეწყდება კი მისი გამოყენება განვითარებად ქვეყნებში? რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო ინექციებს. მოისმინეთ ციტატა "დემოგრაფიული ანგარიშიდან": "იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის ხუთი წლის მანძილზე გამოყენებით ქალს არ განუვითარდა სიმსივნე, შემდგომში ის აღარ იქნება დაავადების რისკის მაღალი საფრთხის ქვეშ". კაზიუსტიკური ენიდან ადამიანურზე თუ გადმოვთარგმნით, ეს ნიშნავს: თუ ხუთ წელიწადში არ მოკვდები - გადარჩენის შანსი გიჩნდება. დასკვნა თავად გააკეთეთ.
წიგნ: "Приказано не рожать" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |