მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმ. მამათა კითხვისათვის - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმ. მამათა კითხვისათვის - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


16-05-2016, 00:00

წმ. მამათა კითხვისათვის - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

   ახლობლებთან საუბარი და ურთიერთობა უდიდეს ზეგავლენას ახ-დენს ადამიანზე: მეცნიერთან ურთიერთობა ათასგვარ ახალ ინ-ფორმაციას აწვდის, პოეტთან - ამაღლებულ აზრებსა და გრძნობებს, მოგზაურთან - უამრავ ცნობას სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ მკვიდრთა ჩვევებსა და ხასიათებზე. აქედან ცხადია, რომ წმინდა ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი ჩვენც სიწმინდეს გვაზიარებს: „წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო, და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუჲსა მისგან განეშორო" (ფსალმ. 17, 26-27).

   ამიერიდან ხანმოკლე ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, რომელსაც წმ. წერილი არც კი უწოდებს ამ სახელს - ცხოვრებას, არამედ „მწირობას" <მოგზაურობას>1 არქმევს, წმინდანებთან ნაცნობობას ესწრაფე. გინდა, რომ ზეცაში მათი დასის წევრი გახდე, გინდა, მათი ნეტარება გაიზიარო? მაშ, აქედანვე ეცადე მათთან ერთობის დამყარებას; და როდესაც სხეულს გაეყრები, ისინი ისე მიგიღებენ, როგორც ძველ ნაცნობს, როგორც მეგობარს (ლკ. 16,9).

   არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდ-რე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა. 

   სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვეა ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც. 

   წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულის-კვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწევ იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.

   ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმ. მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნო-ეყო. წმ. მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (თანაც ზეგარდმო დამოწმებული წინამძღვარნი) ყოფილან ზეცისაკენ მიმავალ გზაზე მამათა ნაწერები! 

   წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწე-რილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს. 

   დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შეიძლება, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში - ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის დასაბამი და დასასრული ერთია - წმ. სახარება. 

   წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკ-ითხოთ იგი. სწორედ როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გვასწავლიან, მერე უკვე ძირითადად სახარება იკითხე. 

   ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა - წმ. მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმ. მამებმა მიგიყვანონ სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლებას. 

   მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმინდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდო-მილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთ უღებს კარს. 

   წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მა-თგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტიანულ სრუ-ლყოფილებას. მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახე-ლმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრის-ტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის. 

   წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით, სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს. 

   „წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღმრთისმოსავი ცხო-ვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს," - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპ-რელი. 

   წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი" (იგ. 11,15), განსაკუთრებული სურვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულის-სიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა განარიდოს მაცხოვნებელ საქმეს; ებრძვის მას მოწყინებით, მობეზრებით, დავიწყებით. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვის და როგორ სძულს ბოროტს წმ. მამათა კითხვა, უნდა მივხვდეთ, თუ რა მხსნელი იარაღია ჩვენთვის მათი ნაწერები - ამიტომაც ცდილობს ეშმაკი ასე გამძვინვარებით, რომ გამოგვტაცოს იგი. 

   ყოველმა ადამიანმა ის წმ. მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერ-ებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუ-მარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა - ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი - იმ წმ. მამებისა, ვინც თავისი დარიგებებით საერთოდ მთელ საქრისტიანოს მიმართავდა. ყოველი კაცი, რომელ ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, მამათა ნაწერებში სწავლებათა უხვ წყაროს პოვებს. 

   მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეე-ფერება, თორემ მართალია წმინდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმეები, რომლებიც სინამდვილეში შენი ცხოვრების წესს შეეფერება, ხელიდან დაგისხლტება. ამის შედეგად სულ ცოტა, უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, თანაც შენი აზრები მუდმივ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან შენსავე ქცევასთან: ეს უსათუოდ დაბადებს შენს გულში შფოთს, საქციელში კი - გაურკვევლობას, რომელიც მავნე და საზიანო აღმოჩნდება შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც. წმ. წერილისა და წმ. მამების არასწორი კითხვისას ადვილად შესაძლებელია ცხონების გზიდან უვალი ტყეებისა და ღრმა უფსკრულებისაკენ გადახვევა, რაც ძალიან ბევრს დამართნია. ამინ. 



 

 

1აქ და შემდგომში კუთხურ ფრჩხილებში ძველი ქართული სიტყვების თანამედროვე მნიშვნელობაა მითითებული (მთარგმნ.). 

 

 


 

 

წიგნიდან „კრებული" 

Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება