მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ერთ მებორნეს, უგუნური ფიცის შესახებ

ერთ მებორნეს, უგუნური ფიცის შესახებ


9-12-2013, 00:09

ერთ მებორნეს, უგუნური ფიცის შესახებ

   ერთხელ, მეგობრულ კომპანიაში იჯექი, სადაც ყველა სვამდა და საუბარი ქალაქის ცნობილ ადამინს შეეხო, რომელიც გვარიანად შეზარხოშებულ არცერთ თქვენგანს რატომღაც არ მოსწონდა. ღვინით წახალისებულმა მაგიდას მუშტი დაარტყი და დაიფიცე, რომ ყველას თვალწინ, ქუჩაში, სილას გააწნავდი მას. დილით, გამოფხიზლებულმა ეს ფიცი ინანე. ახლა, ცალკე მეგობრების წინაშე შერცხვენის შიში გღრღნის, ცალკე დადებული ფიცი. ჰოდა, მეკითხები: ცოდვაა თუ არა ფიცის გატეხვა?  

   გსმენია არაკი ჰეროდეზე?
   ერთხელ, ნადიმზე, მთვრალმა მეფე ჰეროდემ მოცეკვავეს შეჰფიცა, რომ იქვე სტუმრების წინაშე შეუსრულებდა ნებისმიერ სურვილს. ქალმა იოანე ნათლისმცემლის თავი ითხოვა. მეფე შეწუხდა, მაგრამ თანამეინახეთა წინაშე დადებული ფიცი არ გატეხა და სურვულის შესრულება ბრძანა. ამით ჰეროდემ მართლა სისხლის ცოდვა დაიდო, სჯობდა მთვრალ ამფსინებთან შერცხვენის შიშის ნაცვლად ღვთის შიში ჰქონოდა, მაშინ საუკუნოდ არ დაიწყევლებოდა მისი სახელი.
   ქრისტე გვასწავლის, რომ სირცხვილის განცდის წინ ღვთის შიში უდგას. ვისაც მხოლოდ სირცხვილის გრძონა გააჩნია, მას თავის ღვთისაც შერცხვება კაცთა წინაშე, ხოლო ვისაც ამ ბოროტი და მრუში მოდგმის წინაშე ღვთის აღიარების შერცხვება, საზარელი ხვედრი ელოდება.
   ადამიანის ცხოვრება სიხშირია წამი, როცა ასეთი არჩევანის გაკეთებაა საჭირო. შენც ეს მომენტი დაგიდგა. აირჩიე ღვთის შიში აწ და მარადის. არ შეცდები. ხალხი დაგცინებს, მაგრამ ღვთის მიერ გამართლდები.
   რაც შეეხება ფიცს, შენი უგუნური ფიცი მოძღვართან აღიარე და ეპიტიმია მიიღე. მომავალში მოერიდე მას, ვინც ღვთის შიშსა და ღვთიური კანონების აღსრულებას საქმეში ვერ გიმეგობრებს.
   მშვიდობა და ნუგეში მოგმადლოს უფალმა!
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უკან დაბრუნება