მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სამი სახის ათეიზმი - არქიმანდრიტი მელეტი ვარდახანისი
სამი სახის ათეიზმი - არქიმანდრიტი მელეტი ვარდახანისი17-01-2016, 00:07 |
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმ. გრიგოლ პალამა "ღვთისმოში-ში მონაზონი დიონისესადმი" მიძღვნილ წერილში წერს, რომ არსე-ბობს სამი სახის ათეიზმი. 1) ელინი ფილოსოფოსების მრავალმხრივი ცდომილებანი. ელინი ფილოსოფოსები მიიჩნევენ, რომ არსებობს არა ღმერთი, არა-მედ მხოლოდ მგრძნობელობითი სიამოვნებანი (ეპიკურე); ან: არსე-ბობს გარკვეული ნივთიერი ელემენტი (ემპედოკლე, ჰერაკლიტე, ანაქსიმენე, დემოკრიტე), ანდა არსებათა სრული მიუწვდომლობა ყველაფერში, ხოლო დომინირებულ მდგომარეობას მსჯელობა იკავებს (ქსენოფანე კოლოფონელი). შესაძლოა ელინ ფილოსოფოსებს წარმოდგენა გააჩნდეთ ღმერთზე, მაგრამ ის ერთობ ჩამოუყა-ლიბებელია (სოკრატე, პლატონი). ერეტიკოსი ვარლაამი, ვისაც საბედნიეროდ დაუპირისპირდა წმ. გრიგოლ პალამა, პირველი კატეგორიის ათეისტებს მიეკუთვნება. ის ამტკიცებდა, რომ ღვთის ხელთუქმნელი არსება არ განსხვავდება ხელთუქმნელი ენერგიისაგან. მაგრამ მან, ვინც გააიგივა არსება და ენერგია, წმინდა იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა წმ. მამების თანახმად, გაჰყო ღვთაებრივი არსება, ვინაიდან ის, რაც არ ფლობს გარკვეულ ენერგიას, არსებითადაც არ არსებობს. 2) ერეტიკოსთა მრავალმხრივი და განშტოებადი ცდომილებანი. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მამა არ არის ძის შობის მიზეზი (იუდევ-ელები). სხვები ღმერთში ერთ ჰიპოსტასს მოიაზრებენ (საველი ასწავლიდა, რომ მამა, ძე და სულიწმიდა არის ერთი ჰიპოსტასი და უბრალოდ სხვადასხვა სახელებს ან განსხვავებულ სახეს ატარებენ დროში), ზოგიერთები მამა ღმერთს უშობელს, ხოლო ძესა და სულიწმიდას ქმნილებებად მიიჩნევენ (არიოზი, ევნომი, მაკედონი). სხვები კიდევ სხვა რამეს ფიქრობენ და ა.შ. არცერთი მათგანი არაფრით განსხვავდება ათეისტებისაგან, რადგან ღმერთის სამპი-როვნებას, ძისა და სულიწმიდის ღვთაებრივ ბუნებას ანადგურებენ. ისინი ვარლაამისა და აკინდინის მსგავსად, ერთი მხრივ, ღვთაებრივ არსსა და ენერგიას აიგივებენ, ხოლო, მეორე მხრივ, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობაში ქმნილ ენერგიაზე საუბრობენ. ამით ღმერთს ქმნილებად მიიჩნევენ, რაკიღა მიიღეს სწავლება ღმერთის ქმნილი (და არა ხელთუქმნელი) ენერგიის შესახებ. 3) ღვთის დოგმატებისაგან ყოველგვარი განრიდების შესახებ. ამ სახის ათეიზმი შორს არ არის წინამორბედებისაგან. მსგავს ცდომ-ილებაში ზოგიერთი ღვთისმეტყველი და სასულიერო პირიც იმყოფება. ისინი წმინდა მამათა ღვთისმეტყველებას არ განუმარტავენ მათ, ვისაც ის არ ესმის - თავს იმართლებენ იმით, რომ ღვთისმეტყველება ერისკაცთა უმრავლესობისათვის მიუწვდომელია. დოგმატური სწავლების ახსნის, განმარტების გარეშე ჩვენი ეკლესიის დოგმატური საზღვრები ირღვევა. შედეგად ეკლესიაში ერეტიკული სწავლებები შემოიჭრება ხოლმე. ერეტიკოსებს ძრწოლას გვრით მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების განვრცობა, ანალიზი. ამ დროს მათ "ღვთისმოსაობის" ნიღაბი ძვრება. ამრიგად: პირველი სახის ათეიზმი ამბობს, რომ არ არსებობს ღმე-რთი. მეორე სახის ათეიზმის მიხედვით ღმერთი არსებობს, მაგრამ ის არ არის უცდომელი. მესამე სახის ათეიზმს არასაკმარისი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის ღვთაებრივი. სამივე სახის ათეიზმზე საუბრობს წმ. გრიგოლ პალამა ღვთისმოსავ მონაზონ დიონოსესადმი მიმართულ ცნობილ საღვთისმეტყველო წერილში. სამივე სახის ათეიზმის წარმოსაჩენად მიზანშეწონილი იქნება ჩვენი დრო გარკვეულწილად შევადაროთ წმ. გრიგოლ პალამას ეპოქას. მეოცე ასწლეულის დასაწყისში გამოიკვეთა სხვადასხვა ქრისტიან-ულ "ეკლესიებს" შორის გარკვეული კონტაქტის მცდელობა მიზნით - იქნებ ოდესმე გავერთიანდეთ. ამ მისწრაფებამ მართლმადიდებელი ეკლესიაც გამსჭვალა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სერიოზული დოგმატური განსხვავებაა კონფესიებს შორის, ე.წ. რელიგიათაშორისი ანუ ეკუმენისტური დიალოგი მაინც დაიწყო. ერთობ რთული გამოდგა საერთო წერტილების პოვნა. დაიწყო ქმედებები და პოლარიზაციის პროცესებიც. დიალოგი რომ არ შეწყვეტილიყო, დოგმატური დიალოგი სიყვარულის დიალოგად აქციეს. ერთგვარ დოგმატურ მინიმალიზმს მიმართეს, ანუ: წარმოებული დიალოგი დოგმატური განსაზღვრებების მინიმუმს სჯერდებოდა. შეიმუშავეს ერთიანი ხედვა, რათა გაერთიანებულიყვნენ, სხვათა დოგმატური სწავლებანი როგორმე მიეღოთ. შემოთავაზებულ იქნა "განშტოებათა თეორია", რომლის თანახმადაც არსებობს ერთი ფესვი, ხოლო ჩვენ ერთი ხის სხვადასხვა რტოები ვართ. შემოთავაზებულ იქნა, აგრეთვე, "შეთავსების" თეორია, რომლის თანახმად ეკლესიამ შეიძლება შეითვისოს სხვადასხვა სახის ქრისტიანობა. მოგვიანებით რელი-გიათაშორისი დიალოგი პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ნაციონალურ, გლობალისტურ ურთიერთობად გადაიქცა. პირველ ეტაპზე დიალოგი მონოთეისტურ რელიგიებთან მიმდინარეობდა. ის დიად საქმედ, მუსლიმთა და იუდეველთა ერთი ღმერთის რწმენის კონტექსტში განიხილებოდა. საღვთისმეტყველო დიალოგი გრძელდებოდა, ვითარდებოდა. ერთხმად გაიძახოდნენ: ყველა რელიგიას ერთი და იგივე ღმერთის თაყვანისცემამდე მივყავართ, ყველა რელიგია ადამიანის სამსახურშია, ყველა რელიგია ფლობს გარკვეულ ჭეშმარიტებას... ამგვარი ნიშნით არის აღბეჭდილი სხვადასხვა რელიგიებს შორის შეხვედრები. არანაირი მოთხოვნილება მონო-თეისტური რელიგიებისა უკვე აღარ არსებობს. დაღმა სვლას ბოლო არ უჩანს! იბადება კითხვა: საით მიგვაქანებენ? ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ქრი-სტე არის ნათელი სოფლისა (იონ. 8.12), განა არსებობს სხვა რეალური და ჭეშმარიტი ღმერთი? ნუთუ გვავიწყდება, რომ "ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფს. 95.5)? ნუთუ გვავიწყდება, რომ კერპთაყვანისმცემელი კორნელი ასისთავი (საქმე 10), კეთილსინ-დისიერებით, მარხვით, მოწყალებითა და ლოცვით გამორჩეული, არ დატოვა ქრისტემ თავის რელიგიაში. მას არ უთქვამს, რადგან წმინდა ცხოვრებით ცხოვრობ, მერე რა, რომ კერპთაყვანისმცემელი ხარ, მაინც ცხონდებიო. ღმერთმა კორნელის ანგელოზი გაუგზავნა, რათა პეტრე მოციქულის ბაგით დაემოძღვრა იგი მართალ სარწმუნოებაში. ასე მოხდა კანდაკეს დედოფლის ძლიერი საჭურისი ევნუქის შემ-თხვევაშიც (საქმე 8. 26-40). ის იყო ღვთისმოშიში იუდეველი, არ მოერიდა საფრთხის შემცველ მგზავრობას, დაღლას და ჩამოვიდა იერუსალიმში მოსალოცად. შუადღე იყო, დასვენების, სადილობის ან სანახაობით ტკბობის ჟამი. ევნუქი კი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა. მოჯაყჯაყე ეტლში კითხვის სირთულის მიუხედავად, შინაარსის გაგების სურვილით აღვსილი, განაგრძობდა კითხვას. ეს ღვთისმოშიში იუდეველი არ მიატოვა ღმერთმა თავის რელიგიაში. უფალს არც ის უთქვამს მისთვის, რომ გადარჩები შენი მოშურნეობის გამო, არამედ მასთან ფილიპე მოციქული გაგზავნა, რათა მას დაემოძღვრა ჭეშმარიტებაში. იუდეველებს ხომ არ სწამთ სამპიროვანი ღმერთის, არც ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების, არც ღვთისმშობლის, არც წმინდა ხატების. განსაკუთრებით ყურადსაღები ის გახლავთ, რომ იუდეველები ელოდნენ მესიას, მაგრამ ვით ეროვნულ მხსნელს, ისრაელის გადასარჩენად რომ მოევლინებოდა მსოფლიოს. მსგავსი ერეტიკული დოგმების სწამთ მუსლიმებსაც. მეტიც: ისლამი ადამიანს გენეტიკურ დონეზე უსპობს თავშეკავების პოტენციას იმათი განადგურების მიზნით, რომლებსაც არ სწამთ ისლამის. ასე რომ, სად არის მონოთეისტური რელიგიების მიზანშეწონილობა და სად მრავალრიცხოვანი კერპთაყვანისმცემლებისა? ახლა ქრისტიანული კონფესიების ერეტიკოსები განვიხილოთ. რაში გამოიხატება პაპიზმის უპირატესობა? მათ სწამთ ამსოფლიური მესიის, რომელიც ფლობს ძალაუფლებას, პირველობას, იყენებს დიპლომატიას, ჰყავს ჯარი, პოლიცია, ბანკები? განა პაპიზმმა არ დაამახინჯა სამპიროვანი ღმერთის დოგმატი, როდესაც მრწამსში "სულიწმიდის და ძისაგან (filioque) - დაამატა, როდესაც გააღმერთა პაპი და უცოდველად დასახა ის, როდესაც შემოიღო ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი და მრავალი სხვა? რაში გამოიხატება პროტესტანტების უპირატესობა? ისინი უარყოფენ წმინდა გარდამოცემას, ხატებს, ჯვარს, წმინდანებს, მათ შუამდგომ-ლობას ღვთის წინაშე მღვდლობის, აღსარების საიდუმლოს, სხვა საიდუმლოებებს? ზოგიერთი მათგანი უფრო შორს წავიდა: იკადრეს ქალების ხელდა-სხმა, აღიარეს ჰომოსექსუალიზმი და მათი ქიროტონიაც აღასრულეს. სხვა კანონებსაც უხეშად არღვევენ. წმინდა გრიგოლ პალამა შეგვაგონებს, ჩვენც არ გავხდეთ ათეისტები. ყური დავუგდოთ მის დარიგებას.
არქიმანდრიტი მელეტი ვარდახანისი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |