მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იქნებ უკვე დადგა ანტიქრისტეს ჟამი? - კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსი

იქნებ უკვე დადგა ანტიქრისტეს ჟამი? - კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსი


15-01-2016, 05:20

 

   უფროსი თაობა, ვიხსენებთ რა ჩვენს ბავშვობას, ვამჩნევთ, რომ მაშინ ბერძენი საზოგადოება სულ სხვანაირი იყო. ქალაქებსა თუ სოფლებში ადამიანები გრძნობდნენ კავშირს ოჯახთან და ეკლესიასთან.

   დღეს იმ პერიოდს ვადარებთ ახლანდელთან, რომელშიც ჰომოსექს-უალების შესახებ სამარცხვინო კანონი მიიღეს. მაგრამ ახალგაზრდები ვერაფერს ადარებენ ბერძენი საზოგადოების მდგომარეობას.

   მებადება კითხვა: იქნებ უკვე დადგა ანტიქრისტეს ჟამი? იქნებ უკვე შევაბიჯეთ პოსტქრისტიანულ ეპოქაში?

   ამ ეპოქის სულიერი მდგომარეობა პავლე მოციქულის ეპისტოლეში წარმოჩინდა: "მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა" (რომ. 1.28). მაგრამ რას ნიშნავს "გამოუცდელსა მას გონებასა"?

   აი როგორ განმარტავს ამას პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპ-ისტოლეში:

   "ამისთვისცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათ-თასა არა-წმიდებად და გინებად ხორცთა მათთა მათ თანა...

   ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათა, განხურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს." (რომ. 1. 24-27).

   ქრისტესმიერნო ძმანო და შვილნო, ურთულეს დროში ვცხოვრობთ! ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან, მყისიერად განუდგებიან ჭეშმარიტ ღმერთს. ის, ვინც ღმერთს მხოლოდ შობას, აღდგომას ან ახლობლების სიკვდილის ჟამს (პანაშვიდების შეკვეთის დრო) გაიხსენებს, იოლად ცდუნდება. ისინი განუდგებიან ეკლესიას, ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევენ ამას. მათ სძლევს ბოროტი ზრახვა და წარმართავს ცოდვისაკენ. განა ვერ დაინახეთ, რა მოხდა ამ ამაზრზენი კანონის მიღების დროს? მას მხარი კონსერვატიულად განწყობილმა ადამიანებმაც დაუჭირეს! აი, რას ნიშნავს "გამოუცდელსა მას გონებასა". რაღაც მომენტში ჩვენი გონება ირყვნება, შედეგად იმით აღვფრთოვანდებით, რასაც ნორმალურ მდგომარეობაში უგულებელვყოფდით.

  ამრიგად, მოხუცი რყვნის თავის ათი წლის შვილიშვილს, შვილი კლავს დედას, ძმას...

   საბერძნეთის პარლამენტმა კენჭისყრაზე "ფარულად" გაიტანა ერთ-სქესიანთა ლეგალიზების კანონი, რისთვისაც უმრავლესობის თითოე-ული წევრი 1000000-დან 240000-მდე ევროთი დაჯილდოვდა.

   როგორ დაუშვეს ეს? იმ დროს, როდესაც ბერძენი ხალხი ასეთ საშ-ინელ ეკონომიკურ სიდუხჭირეში იმყოფება, მოქალაქეთა უმრავლე-სობა სიღატაკის ზღვარზეა, გლეხებსა და მუშებს, ხელოვანებსა თუ მეწარმეებს ყოველდღიურად უმცირდებათ შემოსავლები. თქვენ (მიმართავს პრემიერს) ამხელა თანხა გამოყავით ამ დეპუტატების-თვის?

   მოდით განვაგრძოთ თემა. ჩავუღრმავდეთ ეკლესიის სფეროს. ამრი-გად:

   1. როგორც იუწყება საინფორმაციო საშუალებები, აღმოსავლეთის ეკ-ლესიის ერთ-ერთმა მეთაურმა მაცხოვრის დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა ალბანელი პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ანუ მუსლიმი! რა კავშირი აქვს წმინდა ჯვარს სხვა რელიგიის წარმომადგენელთან? აი, კიდევ ერთი ნიმუში "გამოუცდელისა გონებისა".

   2) ერთ-ერთმა ბერძენმა მღვდელმთავარმა საჯაროდ განაცხადა: "ჰო-მოსექსუალები, როგორც ყველა ადამიანი, ღვთის ქმნილებები არიან, ამიტომ მათ მიმართ შესაფერისი პატივისცემა და მოკრძალება გვმართებს". როგორც ჩანს, ჭკუიდან გადავედით!

   ამ მღვდელმთავრის ლოგიკის თანახმად, ღმერთია დამნაშავე იმაში, რომ საბერძნეთის პარლამენტის ერთ-ერთი არანორმალური წევრი საჯაროდ კოცნის თავის "პარტნიორს" ტუჩებში.

   ამ მაგალითების გაგრძელებაც შეიძლება...

   ამგვარი "გამოუცდელი გონება" საგნებს სხვაგვარად, აბსოლუტურად საპირისპიროდ ხედავს - შავს თეთრად მიიჩნევს, სიცრუეს - აუცილებლობად, ამორალობას - მორალურად, სამარცხვინო საქციელს - უმწიკვლოებად, არაბუნებრივს - ბუნებრივად... აი, ეს არის "გამო-უცდელი გონება" თავისი ნამდვილი სახით!

   ამიტომ, ყველა ის ადამიანი, ვინც არ ცდილობს შეუერთდეს ქრისტე მაცხოვარს, ანუ არ მიისწრაფვის ეკლესიის ქმედითი წევრობისკენ და ეკლესიის სხეულის უჯრედად ყოფნისკენ, დაღუპვის საფრთხეშია.

   ვინც ჯოჯოხეთის თანამონაწილე ხდება უკვე ამ ცხოვრებაში, როგორ ვუსაყვედუროთ, როცა მარადიული ჯოჯოხეთისთვის გაუწირავს თავი? ჯოჯოხეთი ცოდვილების სამეფოა.

  ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ უკვე დადგა ანტიქრისტეს დრო და ჟამი, როდესაც ასეთი მოვლენები ყოველდღიურ რეალობად იქცევა, მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით სვლა.

   ჩემო ძმებო, "ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით" - ამბობს ჩვენი წმინ-და ეკლესია ყოველ ლიტურგიაზე.

   პავლე მოციქულმა კი კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში განაცხადა: "უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა - იგი ქრისტე არს მარჯვენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა" (კოლ. 3. 1-2).

   ყურად ვიღოთ მოციქულის ეს სიტყვები!



წყარო: agionoros.ru 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება